x
image
პროფესორი
სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დღეს, ხარაგაულის, ზესტაფონისა და ბაღდათის მოსახლეობას შეხვდა.
image

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ყურადღება რამდენიმე მიმართულებით გაამახვილა.

„მე ვიზრდებოდი გარემოში, სადაც ყველას სწამდა, რომ საქართველო კვლავ დამოუკიდებელი იქნებოდა. ამან ჩემზე დიდი კვალი დატოვა. რთულია, პატარა ქვეყანამ გლობალურ სამყაროში თავისი ადგილი დაიმკვიდროს, თუმცა, მე ვიცი, როგორ უნდა წარმოვარჩინო ჩვენი ქვეყანა, ვიცი, როგორ დავიცვა იგი და ვაპირებ, რომ სამხედრო ბაზები, რომელიც ერთხელ უკვე გავიყვანე საქართველოდან, ხელახლა გავიყვანო ოკუპირებული ტერიტორიებიდან და საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის თქმით, იგი იქნება პრეზიდენტი, რომელიც ხალხის ხმას ყველგან მიიტანს.

„მინდა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია იყოს გამჭვირვალე. ამისათვის იარსებებს ცხელი ხაზი და ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს საკუთარი პრობლემა პრეზიდენტამდე მიიტანოს. არჩევნების შემდეგ, თქვენთან ერთად ვიმუშავებ და ერთად გავიაზრებთ, როგორი უნდა იყოს პრეზიდენტის ქმედებები, როგორ მივუტანოთ მთავრობას და პარლამენტს ჩვენი სათქმელი. ამ მხრივ მე ხელისუფლებასთან თქვენი ელჩი ვიქნები“, - აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.


სალომე ზურაბიშვილმა მიმართვისას განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდების დასაქმებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე გაამახვილა.

„მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს დასაქმების შესაძლებლობა მიეცეთ და ჰქონდეთ პერსპექტივა. ჩვენ უნდა დავიწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა და ამით უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენ ახალგაზრდებს, ამ მხრივ ჩვენ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, ეს ჩვენი საერთო საქმე და მომავალია“, -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

image

image

0
96
3-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0