x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
პუტინი, ერდოღანი, მერკელი, მაკრონი - რაზე შეთანხმდა ოთხი ქვეყნის ლიდერი სტამბოლში?
image

გასული შაბათ-კვირა არა მარტო საქართველოში, საერთაშორისო პოლიტიკაშიც საკმაოდ დატვირთული იყო. სხვათა შორის, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს დაემთხვა საპრეზიდენტო არჩევნები ბრაზილიაშიც, სადაც მემარჯვენე ჟაირ ბოლსონარომ გაიმარჯვა.

სანამ სტამბოლში სირიასთან დაკავშირებით ჩატარებულ სამიტზე ვისაუბრებდეთ, ორი სიტყვა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე:

ალბათ ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების „ინოვატორი“ ლიდერების, „ძლიერი სახელისუფლებო ვერტიკალის“ არსებობისა და თავად ბიძინას „კარგი მენეჯერული თვისებების“ შედეგია ის, რომ 2012 წელს ძლივს მოშორებულ ნაციონალურ მოძრაობას კვლავ დაბრუნების შანსი მიეცა...


ახლა სტამბოლის სამიტის შესახებ:

ბოლო პერიოდის განმავლობაში აშკარად შეინიშნებოდა, რომ სირიაში ვითარება შედარებით დამშვიდდა და აღარ ხდებოდა ტერიტორიების დაბომბვები თუ შეტაკებები სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის.

არსებობდა იმის შესაძლებლობა, რომ ბაშარ ასადს რუსეთის მხარდაჭერით დაეწყო იდლიბის პროვინციის სრულმასშტაბიანი იერიში, თუმცა თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის შედეგად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა მოხერხდა და ახალი სისიხლისღვრის საშიშროება შემცირდა.

ერდოღანსა და პუტინს შორის შეხვედრა სოჭში 17 სექტემბერს შედგა და ორივე მხარე შეთანხმდა, იდლიბში დემილიტარიზებული ზონა შექმნილიყო, საიდანაც გაიყვანდნენ მძიმე შეიარაღებას. რადიკალურ შეიარაღებულ დაჯგუფებებს უნდა დაეტოვებინათ ზონა და ასადის მთავრობას უნდა მისცემოდა წვდომა ძირითად მაგისტრალზე, რომელიც იდლიბს ქვეყნის სხვა მნიშვნელოვან პუნქტებთან აკავშირებდა.

რაც შეეხება დემილიტარიზებულ ზონაში პატრულირებას, ამას რუსეთისა და თურქეთის შეიარაღებული ძალები განახორციელებდნენ.

შეიძლება ითქვას, რომ ეს შეთანხმება მუშაობს და გარკვეულ დათმობას გვიჩვენებს ორივე ქვეყნის მხრიდან.

27 ოქტომბერს სტამბოლში სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით ოთხმრხივი სამიტი გაიმართა. სამიტს ოთხი ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა - ანგელა მერკელი, ემანუელ მაკრონი, ვლადიმირ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

ეს შეხვედრა იმითაა მნიშვნელოვანი, რომ პირველი შემთხვევაა, როცა ოთხი ქვეყნის ლიდერი შეიკრიბა სირიის საკითხზე მსჯელობისთვის, თუმცა რაიმე მნიშვნელოვანი გარღვევა არ ყოფილა. განაგრძეთ კითხვა

1
60
შეფასება არ არის
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
60
  
2018, 29 ოქტომბერი, 22:16
Google- ში სახლიდან დაიწყე მუშაობა! ეს შორს არის საუკეთესო სამუშაო მქონდა. გასულ თვეში მივიღე ჩემი პირველი ანაზღაურების შემოწმება $ 29852 სამუშაო 3 საათის განმავლობაში და შეგიძლიათ გააკეთოთ $ 243 საათში ადვილად .... შეგიძლიათ შეამოწმოთთ ის აქ ...

.......... ➤➤➤ ➤➤ ➤➤➤ www.CashPay40.Com
0 1 1