x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ინდონეზიაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მეთაური აფრენისთანავე ითხოვდა ექსტრემალური დაჯდომის უფლებას
image
ავიაკომპანია "Lion Air Boeing 737 MAX 8" -ის თვითმფრინავი, რომელმაც კატასტროფა განიცადა ინდონეზიის სანაპიროზე, ორი თვეა რაც ექსპლოატაციაშია, მასზე იმყოფებოდა 181 მგზავრი და რვა ეკიპაჟის წევრი- განაცხადა საჰაერო ავიამზიდის წარმომადგენელმა.

ავიაკომპანია Lion Air - უდიდესი საბიუჯეტის გადამზიდავი კომპანიაა ინდონეზიაში. საერთაშორისო უსაფრთხოების რეიტინგებში ავიაკომპანია "Lion Air" ჩვეულებრივ ერთ ადგილს იკავებს.

კომპანიამ განაცხადა, რომ თვითმფრინავი დამზადდა 2018 წელს და ექსპლოატაციაში შევიდა 2018 წლის 15 აგვისტოდან. გარდა ამისა, რია ნოვოსტის ცნობით, ჩამოვარდნილი თვითმფრინავის პილოტებს დაახლოებით 5-6 ათასი საათი ფრენა აქვთ განხორციელებული.

საჰაერო ლაინერი ჩამოვარდა აფრენიდან 13 წუთის შემდეგ და 30-40 მეტრის სიღრმის წყალში ჩავარდა. ცნობილია, რომ რადარებიდან გაუჩინარებამდე, თვითმფრინავის ეკიპაჟი ჯაკარტის აეროპორტში დაბრუნების ნებართვას ითხოვდა.


საჰაერო ავიაკომპანიის განცხადებთ, ბორტზე 181 მგზავრიდან 178 ზრდასრული მგზავრი, ერთი ბავშვი და ორი ჩვილი იმყოფებოდა. ასევე ბორტზე იყო ორი პილოტი და ექვსი ეკიპაჟის წევრი.

ამავდროულად, თვითმფრინავზე იმყოფებოდა ინდონეზიის ფინანსთა სამინისტროს 20 წარმომადგენელი იყო. სამაშველო სამსახურის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მაშველებმა უკვე აღმოაჩინეს დაღუპულების ფრაგმენტები.

ავარია მოხდა 29 ოქტომბერს დილით. თვითმფრინავის ნამსხვრევები და მგზავრების პირადი ნივთები უკვე ნაპოვნია სანაპირო ზოლის დასავლეთ ნაწილში. ამჟამად, თვითმფრინავის ჩამოვარდნის ტერიტორიაზე ზღვაში მყვინთავები ემზადებიან სამუშაოების განსახორციელებლად





0
58
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0