x
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი


ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი სტატიის ავტორები:მარიამ ბექაური

გაგი ჩოხელი


ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი და საქართველო.

საით მივდივართ?


ბოლო პერიოდში, საკმაოდ აქტუალურია მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკური ინდექსის განხილვა, რომლის რეიტინგიც ცხადყოფს თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში, შემდეგი ოთხი კრიტერიუმის მიხედვით:

  • სასამართლო ( საკუთრების უფლებები, სასამართლოს საქმიანობის ეფექტურობა);
  • მთავრობის ზომა (საგადასახადო ტვირთი, სამთავრობო ხარჯები, ფისკალური ეფექტურობა);
  • ბიზნესის რეგულირების ეფექტურობა (ბიზნესის თავისუფლება, სამუშაო ძალის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება);
  • ბაზრის გახსნილობა (ვაჭრობის თავისუფლება, საინვესტიციო თავისუფლება, ფინანსური თავისუფლება);
ბოლო ათი წლის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 69.2-76.2 შუალედში მერყეობს და ამ მონაცემებით ქვეყანა საშუალოდ თავისუფალ და ბოლო წლებში მეტწილად თავისუფალი ქვეყნების სიაშია. ხოლო 1995 წ-დან დღემდე ქულათა მონაცემების დაყრდნობით, საერთო ჯამში, საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი ზრდის ტენდენციით ხასიათდება.




image

ერთი შეხედვით, ყველაფერი თითქოს რიგზეა, ამ მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში სასამართლო სისტემა, მთავრობის ზომა, ბიზნესის რეგულირების ეფექტურობა და ბაზრის გახსნილობა ნორმალურია, დამაკმაყოფილებელიც კი, მაგრამ ეს მხოლოდ შენობის ფასადია.

image


ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს ყოველწლიურად აქვეყნებს ამერიკული გამომცემლობა ჰერითიჯი, რომლის მონაცემებითაც 2018 წლის რეიტინგში საქართველო 76.2 ქულით (100-ქულიანი სისტემიდან) მე-16 პოზიციას იკავებს და მეტწილად თავისუფალი ქვეყნების ჯგუფს განეკუთვნება. გასულ, 2017 წელს იგი მე-13 პოზიციაზე იყო წარმოდგენილი 76.0 ქულით. ჰერითიჯის ანგარიშში საქართველოსთვის პრობლემად სასამართლო სისტემა სახელდება, ხოლო ქვეყნის უპირატესობად – დაბალი გადასახადები, სავაჭრო ტარიფები და ნაკლები რეგულაციები.

სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლოსა და შესაბამისად მოსამართლეთა არსებობა. იქ სადაც, მოსამართლე არ განიცდის სრულ თავისუფლებას(კანონის ფარგლებში) მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, საზოგადოებისა და მის ცალკეული წევრებისთვის, საფრთხის მატარებელი იქნება.

ამ მხრივ, საქართველოში აღინიშნებოდა, წლების განმავლობაში, სასამართლოსადმი ნდობის დინამიკის მკვეთრი ცვალებადობა.

ვარდების რევოლუციის შემდგომ, სასამართლოსადმი ნდობის გაზომვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. საქართველოს არ ჰქონია დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლოს გამოცდილება. მისი ფუნქცია ქურდულ სამყაროს ჰქონდა გადაბარებული. სასამართლოს მიმართ უნდობლობამ კი ცნობიერებაში მტკიცედ მოიკიდა ფეხი. დღეს საზოგადოების ნდობა სასამართლო რეფორმის წარმატება-წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი საზომია.

2005 წლიდან ჩატარებული კვლევები ეკლექტურ სურათს გვიჩვენებს – პერიოდულად ნდობა სჭარბობდა უნდობლობას, ან პირიქით. მთელი მოსახლეობისგან განსხვავებით, მომხმარებლები უფრო მეტად ენდობიან სასამართლოს. თუმცა, ბოლო რამოდენიმე გამოკითხვა ნდობის თანმიმდევრულ ზრდას ასახავს. ზრდაა საერთო ჯამშიც – ამერიკის იურისტთა ასოციაციის (ABA) მონაცემებით, 2005 წელს, რეფორმის საწყის ეტაპზე, ნდობა 26% იყო.

მოსახლეობის განწყობების დინამიკას გვიჩვენებს IRI-ის სხვადასხვა წლის მონაცემები. თუ 2004 წლის პირველ ნახევარში ნდობა 50%-ს აღწევს, შემდეგ უკვე დაბლა იწევს. უნდობლობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2007 წელს აღინიშნა. 2010 წლის ბოლოსკენ დადებითი განწყობა ისევ 50%-ს უახლოვდება. 2013 წლიდან კი, ნდობის დინამიკის, ეტაპობრივი ზრდა აღინიშნება.

რაც შეეხება კერძო საკუთრებასა და მის დაცულობას საქართველოში, “დღეისათვის, საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ სუვერენულ სახელმწიფოს, გააჩნია დამოუკიდებელი ეკონომიკური სისტემა, რომლის მიხედვით იგი დასაქართველოს კონსტიტუციური დებულების შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკური სისტემის საფუძველს შეადგენს საბაზრო მეურნეობა, რომელიც ემყარება თავისუფალ შრომას, თავისუფალ მეწარმეობას, კონკურენციასა და სოციალური უფლებების აღიარებას, აგრეთვე საკუთრების ფორმების მრავალფეროვნებისა და მათი თანასწორობის პრინციპებს. როგორც ვხედავთ, საქართველოში დამკვიდრდა ცივილიზებული სამყაროსათვის დამახასიათებელი კანონზომიერი ეკონომიკური ურთიერთობები. დღის წესრიგში დადგა რეგულირების შესაბამისი კონსტიტუციურ-სამართლებრივი მექანიზმის რსებობაც.

ამ მექანიზმის ეფექტურობა გამოიხატება იმაში, რომ იგი ქმნის საბაზრო მეურნეობის თავისუფლებისა და ეკონომიკის სახელმწიფოებრივი მართვის მეცნიერულად დასაბუთებულ და პრაქტიკულად გააზრებულ ურთიერთზემოქმედების ეფექტურ საშუალებას.“

საქართველოში კერძო საკუთრების უფლების დასაცავად საჭიროა, რომ ამ მხრივ არსებული პრობლემით დაინტერესდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები.

საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსს (International Property Rights Index), რომელსაც ყოველწლიურად აქვეყნებს ამერიკული ორგანიზაცია „საკუთრების უფლების ალიანსი“ (Property Rights Alliance). აღნიშნული ინდექსის 2016 წლის რეიტინგში საქართველომ საკუთრების უფლების დაცვაში 54-ე ადგილი (4.4 ქულა) დაიკავა. ფიზიკური საკუთრების დაცვით საქართველო 43-ე (4.8 ქულა), ხოლო ინტელექტუალური საკუთრების დაცვით 99-ე (3.6 ქულა) პოზიციაზეა. მიუხედავად იმისა, რომ 54-ე ადგილი და 4.4 ქულა კარგად დაცული საკუთრების უფლების დონეს არ შეესაბამება, ბოლო 4 წელიწადში 75 ადგილით დაწინაურება კარგი შედეგია. ფიზიკური საკუთრების დაცვაში საქართველოს პოზიცია 88, ხოლო ინტელექტუალური საკუთრების დაცვაში 27 ადგილით გაუმჯობესდა. დღეისათვის ამ მხრივ საქართველოში მდგომარეობა გაუმჯობესებული, თუმცა არასაკმარისია, რადგანაც ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესებისათვის კერძო საკუთრება და მისი მაქსიმალური დაცულობა აუცილებელი პირობაა.

თუმცაღა საინტერესოა

  • რა ტენდენციებს განიცდის საქართველოში ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თითოეული კომპონენტი?
  • რეალურად თუ გვაქვს ამ მხრივ სიმშვიდის საფუძველი?
  • რაშია პრობლემა, რა გვიშლის ხელს და რატომ ვართ დღეისათვის მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის მხოლოდ მე-16 ადგილზე?
  • ნიშნავს თუ არა ეს სტატისტიკა რეალურ პროგრესს?
ამ თემებს დეტალურად მომდევნო სტატიებში დავუბრუნდებით.

0
28
შეფასება არ არის
ავტორი:გაგი ჩოხელი
გაგი ჩოხელი
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0