x
image
Yoona
თქვენი ტოტემური ცხოველი დაბადების თარიღის და წლის მიხედვით

image

თითოეულ ადამიანს თავისი ტოტემური ცხოველი ჰყავს, რომელიც მას მთელი ცხოვრება იცავს. მისი განსაზღვრა დაბადების თარიღის და წლის მიხედვით შეიძლება.

ბევრი ფიქრობს, რომ ტოტემური ცხოველი აღმოსავლეთ ჰოროსკოპის ნიშანია, რომლის წელშიც ის დაიბადა. ეს ასე არაა. ტოტემი არა მხოლოდ წლის, არამედ დაბადების თარიღის მიხედვით განისაზღვრება.

იმის ცოდნით, თუ რომელი ცხოველი წარმოადგენს თქვენი და თქვენი ენერგეტიკის სიმბოლოს, შეგიძლიათ გაიგოთ, ენერგია რა მიმართულებით წარმართოთ, რომ წარმატებას მიაღწიოთ. ტოტემური ცხოველი ადამიანის ხასიათსა და ბედზე გავლენას ახდენს, ამიტომ ყველამ უნდა იცოდეს, ვინ არის მისი მფარველი.

ნუმეროლოგიური ანგარიში

მაგალითისთვის ავიღოთ დაბადების თარიღი 19.11.1985 პირველ რიგში დღე და თვე უნდა დააჯამოთ. მიღებული რიცხვი ჩაინიშნეთ, ის კიდევ დაგჭირდებათ. ჩვენ მაგალითში ჯამი 19+11=30 უდრის.

მეორე ნაბიჯი - მიღებული რიცხვი წელზე გაამრავლეთ. 30 * 1985 = 59550 მიღებულ რიცხვში ყველა ციფრი დააჯამეთ: 5+9+5+5+0=24 დააჯამეთ მანამდე, სანამ 1-დან 9-მდე ციფრს არ მიიღებთ. ტოტემური ნომერი აქ არის - 6.

image

შედეგის ახსნა

როცა ნუმეროლოგიური ანგარიში დასრულებულია, გაშიფვრას შეუდექით. დღის და თვის ჯამი 2-დან 43-მდე დიაპაზონში არის.

თუ თქვენ მიიღეთ რიცხვი 2-დან 22-მდე, თქვენ უფრო ფიზიკურ სამყაროზე ახდენთ გავლენას, ვიდრე სულიერ სამყაროზე. თქვენ უფრო მეტ ენერგიას ღებულობთ, ვიდრე გასცემთ, რის გამოც შეიძლება ემპათია გქონდეთ განვითარებული. თქვენ ცოდნის მაღალი სურვილი და კარგი მეხსიერება გაქვთ.

თუ ჯამი 23-დან 43-მდე არის, თქვენ შეგიძლიათ გავლენა იქონიოთ ან ორივე სამყაროზე ერთნაირად, ან უფრო მეტად სულიერზე. ადამიანებზე ძლიერ გავლენას ახდენთ, მათით მანიპულირება შეგიძლიათ.


ტოტემური რიცხვის გაშიფვრა


ნომერი 1 - თქვენი ტოტემური ცხოველი: სპილო

სპილო თავის ახლობლებზე ზრუნავს და მისგან ამის სწავლა შეგიძლიათ. სპილო ძალიან ჭკვიანი და ძლიერია. სამყაროდან წარმატების და კეთილგანწყობის მისაღებად სულ უფრო მეტი იფიქრეთ სიყვარულსა და საერთო ბედნიერებაზე. თქვენ მცირე თავდაცვითი რეფლექსი გაქვთ, ამიტომ გამოიყენეთ ნებისმიერი მეთოდი პრობლემის გადასაჭრელად.


ნომერი 2 - თქვენი ტოტემური ცხოველი: ვეფხვი

ამ ტოტემს აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში საუკეთესო შედეგს მიაღწიოს. ვეფხვი ხალხში ეგოიზმს იწვევს, ამიტომ არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ ოდესღაც ვიღაც დაგეხმარათ. ვეფხვის მთავარი წესია - არ აპატიო წყენა, სანამ მოწინააღმდეგე შეცდომას არ აღიარებს.


ნომერი 3 - თქვენი ტოტემური ცხოველი: ყორანი

ის ძალიან ბრძენია და შეიძლება კრიტიკულიც იყოს. ყორანი თქვენში გარშემო ყველაფერის ანალიზის სურვილს გიჩენთ. სიყვარულში, საქმესა და ფინანსებში საუკეთესო შედეგის მისაღწევად ცოტა ეშმაკობა გჭირდებათ. დიდი ძალა არ გამოიყენოთ, სადაც შეგიძლიათ გონებით სასურველს მიაღწიოთ.


ნომერი 4 - თქვენი ტოტემური ცხოველი: დელფინი

ის ყველა სტიქიას აერთიანებს - ცეცხლოვანი ხასიათი, წყალი, რომელშიც ის ცურავს, ჰაერი, რომლითაც სუნთქავს და მიწის სიბრძნე. ყველაფერი რომ კარგად იყოს, ცხოვრებაში განსაზღვრული მიზნის დასახვა გჭირდებათ. უსარგებლო საქმესა და ნეგატიურ ადამიანებზე ძალების დახარჯვა შეწყვიტეთ.


ნომერი 5 - თქვენი ტოტემური ცხოველი: ძაღლი

თქვენ მიზნებთან დაკავშირებული პრობლემა არ გაქვთ. უფრო რთულია ბედნიერებისკენ მიმავალ გზაზე მოტივაცია იპოვოთ. შეიძლება საკმაოდ ზარმაცი იყოთ, მაგრამ თქვენი ტოტემი ყოველთვის მიგითითებთ გზას, რომელიც აუცილებელია სიყვარულსა და სამსახურში თქვენი ადგილის გასაცნობიერებლად. ძაღლი მეგობრების და მეორე ნახევრის ძებნაში დაგეხმარებათ.


ნომერი 6 - თქვენი ტოტემური ცხოველი: არწივი

ცხოვრებაში რაც არ უნდა მოხდეს, თავისუფლების განცდა ყოველთვის თქვენთან იქნება. თქვენი ტოტემი ცხოვრებაში პრიორიტეტების სწორად დასახვაში გეხმარებათ. მომავალში საქმეების სწორად დაგეგმვაში გეხმარებათ. მის გამოსაკვებად გჭირდებათ იდეები, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება სტაგნაციის პერიოდი გქონდეთ.


ნომერი 7 - თქვენი ტოტემური ცხოველი: გველი

ის მუდმივად მარტო დარჩენის სურვილს გიჩენთ, მაგრამ დაბრკოლების საკუთარი ძალებით გადალახვის საშუალებას გაძლევთ. ეს ტოტემი განიჭებთ შემოქმედებით ენერგიას, ინტუიციის ძალას. თქვენი ცხოვრება ემოციური მდგრადობის და გამძლეობის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული და არა ძალაუფლების განვითარებისკენ.


ნომერი 8 - თქვენი ტოტემური ცხოველი: კატა

ეს ტოტემი სიყვარულში თქვენს წარმატებას, მეექვსე გრძნობას აძლიერებს, მაგრამ ინტელექტთან არ მუშაობს. ცხოვრებაში დიდ წარმატებას რომ მიაღწიოთ, მუდმივად სწავლა გჭირდებათ. კატა ცოდნის მიღების სურვილს არ გაძლევთ, მაგრამ ფიზიკურ გამძლეობას და იღბალს განიჭებთ.


ნომერი 9 - თქვენი ტოტემური ცხოველი: ხარი

ის გეხმარებათ, რომ უკან არ დაიხიოთ, როცა ყველაფერი ფსკერისკენ მიექანება და თავდაჯერებულობა ნულის ტოლია. ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტოტემური ცხოველია, ამიტომ ადამიანის ცნობიერებაზე პირდაპირ მოქმედებს. ხარი კონფლიქტებს ადვილად აგვარებს და ინტუიციურად სასარგებლო კონტაქტებს განსაზღვრავს.

3
1056
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
1056
  
2018, 26 ოქტომბერი, 17:43
მე კარგ ხელფასს ვაკეთებ სახლში 6925-9368 დოლარი კვირაში, რაც საოცარია, ერთი წლის წინ ვიყავი უმუშევარი საშინელ ეკონომიკაში. მადლობას ვუხდი ღმერთს ყოველ დღე მე დალოცა ამ ინსტრუქციებითთ და ახლა ჩემი ვალდებულება გადავუხვე ამას და ყველას გაუზიარე იგი. დამატებითი ინფორმაციის ნახვა ეწვიეთ ვებგვერდ ,,,,

......... ❥❥❥ ❥❥ ❥❥❥ www.CashPay40.Com
2018, 25 ოქტომბერი, 11:57
ძალიან საინტერესოა
2018, 25 ოქტომბერი, 11:56
ძალიან კარგი სტატიაა,მაგრამ ტოტემური რას ნიშნავს მართლა არ ვიცი და თუ შეგიძლიათ პირადში წყარო მომაწოდოთ,რადგან ძალიან საიტერესოა ეს ჩემთვის და მნიშვნელოვანი,თუ არ შეწუხდებით
0 1 3