x
მეტი
  • 22.11.2018
  • სტატია:82969
  • ვიდეო:334283
  • სურათი:440637
ლუციფერის სამეფო კარის მსახურნი

image


"SS"_ ის ობერშტურმფიურერმა ოტო რანმა დაწერა წიგნი სახელწოდებით "ლუციფერის სამეფო კარის მსახურნი". ის 1938 წლის 9 იანვარს ფართო აუდიტორიის წინაშე წარსდგა "დიტრიხ ეკარტ ჰაუსში", დორტმუნდში, სადაც განსაზღვრა, რომ ნაცისტებს სულიერი კავშირი უნდა ჰქონოდათ რომაელებთან და რომ ცხოვრება გრძელდებოდა სიკვდილის შემდეგაც და ჯოჯოხეთის არანაირი საშიშროება არ არსებობდა: "აქ უფრო მეტი სინათლეა, ვიდრე მათ ღმერთის სახლებში - კათედრალებსა და ეკლესიებში, სადაც ლუციფერს არ შეუძლია შესვლა და არც სურვილი აქვს ამის, ამ მოჭირხლული და ჩაბნელებული ვიტრაჟების გამო, სადაც გამოსახულნი არიან წინასწარმეტყველნი, მოციქულები და წმინდანები. ბუნება და ტყე - აი, სად არის თავისუფლება!"


"ლუციფერის მსახურნი" წარმოადგენს ნაცისტური პარტიის ნამდვილ პროპაგანდისტულ ბროშურას, ხოლო მისი გარკვეული პასაჟები ლუციფერის მსახურების კონკრეტულ ნიმუშებს იძლევა. მართლაც, ეს იდეა, სადაც ლუციფერი წარმოდგენილია, როგორც მოწყალე და ღვთაებრივი არსება, უცხო არ არის გასული საუკუნის 20_იანი წლების "თეთრი სინათლის" თეოსოფისტებისთვისაც, რომლებმაც საკუთარ პერიოდულ გამოცემას "ლუციფერი" უწოდეს.


ოტო რანისთვის შუასაუკუნეების ქრისტიანობაში კარგად ცნობილი გრაალის თასი წარმოადგენდა ეკლესიის საწინააღმდეგო ემბლემას, რაც სინამდვილეში ლუციფერის სიმბოლოა, რისთვისაც ნაცისტები ძალზე მადლიერები იყვნენ მისი.

ის საუბრობდა მუდმივ ბრძოლაზე სინათლესა და სიბნელეს შორის, მაგრამ სინათლე, ამ შემთხვევაში, არ იყო გამოხატული იესოს ან იეჰოვას სახით, არამედ სულ სხვა სულით - ლუციფერით, რაც ლათინურიდან "სინათლის მომტანად" ითარგმნება. ოტო რანისთვის ეს არსება წარმოადგენდა უმაღლეს სიკეთეს. მთელი ნაცისტური პარტია და "SS"_ი, კერძოდ, უძველესი წარმართული კულტის მსახურებად გადაიქცნენ. მათ სჯეროდათ მარადიული სიცოცხლის, ლუციფერის გვირგვინისა და სიყვარულის მთავარი ღმერთის, რომელსაც ასევე ლუციფერი წარმოადგენდა.


ოტო რანი წერდა, რომ ამური არის გაზაფხულის ღმერთი, ისევე როგორც აპოლონი. აპოლონმა დაგვიბრუნა მზის სინათლე და ის სინათლის მომტანი ღმერთია. იოანეს გამოცხადების მიხედვით კი, აპოლონი გათანაბრებულია ეშმაკთან, ხოლო რომაულ ეკლესიას ლუციფერი სატანად მიაჩნია.

0
207
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
207
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0