x
image
alex999
Mediator image
8 ყველაზე გიჟური ფაქტი "მზის სამშობლოს" შესახებ!

იაპონია არის კუნძულოვანი სახელმწიფო აღმოსავლეთ აზიაში. მდებარეობს წყნარ ოკეანეში, იაპონიის ზღვის აღმოსავლეთით. ესაზღვრება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეასა და რუსეთის ფედერაციას. იაპონიის ორიგინალური სახელწოდების ზუსტი ქართული თარგმანია „მზის სამშობლო“.


იაპონია 6852 კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგია. უდიდესი კუნძულებია: ჰონსიუ, ჰოკაიდო, კიუსიუ და სიკოკუ, რომლებიც ერთობლივად ქვეყნის ტერიტორიის 97 %–ს შეადგენენ. მოსახლეობის მიხედვით იაპონიას მსოფლიოში მეათე ადგილი უკავია. აქ 127 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. დიდი ტოკიო, რომლის შემადგენლობაში შედის ასევე ქვეყნის დე ფაქტო დედაქაალაქი ტოკიო და მის ირგვლივ მდებარე რამდენიმე პრეფექტურა, სადაც 30 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, დედამიწის უდიდესი ქალაქია.




წარმოგიდგენთ "მზის სამშობლოს" შესახებ ყველაზე გიჟურ ფაქტებს!


image



1. დედაქალაქი ტოკიო - ტოკიოს მეტროპოლი 38 მილიონი მოსახლით, მსოფლიოში ყველაზე დიდი მეტროპოლია. მეტროპოლებს სხვაგვარად მეგაპოლისებსაც უწოდებენ. ტოკიოს მეტროპოლი შედგება შემდეგი ქალაქებისგან: ტოკიო, კავასაკი, ჩიბა, საგამიარა და საიტამა. ნახსენები მეტროპოლი ბევრად აღემატება ლონდონის მეტროპოლს.


image



2. გეიშა - მოგახსენებთ, რომ პირველი გეიშა მსოფლიოში მამაკაცი იყო. XIII საუკუნეში ჯამბაზები ფეოდალებს სხვადასხვა დარგში რჩევებს აძლევდნენ და სასახლის მკვიდრთ სხვადასხვა სპექტაკლებით ართობდნენ. თუმცა ამ პერიოდში სიტყვა გეიშა არ არსებობდა, აქედან გამომდინარე, ისინი უბრალოდ ჯამბაზებს წარმოადგენდნენ. XVIII საუკუნის შუაში გამოჩნდნენ ქალი გეიშები, რომლებმაც სამუდამოდ დაიმკვიდრეს მსოფლიო ისტორიაში ადგილი.


image




3. აირწინაღების კუნძული - ქვეყნის მასშტაბით ძალიან ბევრი აქტიური ვულკანია. ამ ვულკანებიდან ყველაზე აქტიური იზუს კუნძულზეა, სადაც ჩასვლა ფაქტიურად აკრძალულია. გამონაკლის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა გეკეთოთ აირსაწინააღმდეგო ნიღაბი, რათა ვულკანიდან დიდი ოდენობით შხამიანი გაზი გამოედინება.


image




4. სპეციალური საძინებლები - იაპონიაში არსებობს კაფეს მსგავსი სასტუმრო, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ ღამის გატარება კაფსულის ფორმის საძინებელში. ოთახები ძირითადად მამაკაცებზე ქირავდება, გამონაკლისი მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ მამაკაცი და ქალი სექსუალური ურთიერთობის დასამყარებლად დაიქირავებენ "საძინებელს". მომსახურების საფასური წუთში 7 დოლარია.


image




5. კურდღლების კაფე - კატების კაფეს შემდეგ, იაპონიაში უკვე არსებობს კურდღლების კაფე. ესეც ერთ-ერთი გიჟური ტრენდია ქვეყანაში. ამ კაფეში უამრავი კურდღელია, რომელსაც უნდა ეთამაშოთ, მოეფეროთ და ასევე, მიირთვათ ყავა.


image




6. თვითმკვლელობის მაჩვენებელი - მიუხედავად იმისა, რომ იაპონია მკვლელობების მხრივ ძალიან დაბალი მაჩვენებლით სარგებლობს, თვითმკვლელობების მაჩვენებელი ძალიან მაღლა დგას. წელიწადში დაახლოებით 30 000 -მდე ადამიანი ფინანსური ან ფსიქოლოგიური პრობლემების გამო თავს იკლავს. ყველაზე მეტი თვითმკვლელობა ტყეებშია დაფიქსირებული.


image




7. ინემური - მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში გაგათავისუფლებენ სამსახურიდან, იმ შემთხვევაში, თუ ჩაგეძინებათ. თუმცა იაპონიაში არსებობს ეგრეთ წოდებული "ინემური", რომლის თანახმადაც ყველა თამაშრომელმა გარკვეული დროით სამსახურში უნდა დაიძინოს! თუ არ დაგეძინათ, ჯარიმის სახით დამატებით სამუშაო საათებს მოგიმატებენ.... ესეც ერთგვარი სიგიჟეა!


image




8. მოჩვენების კუნძული - ქვეყანას გააჩნია მოჩვენების კუნძული, რაც "მზის სამშობლოს" უფრო უცნაურს ხდის. ნაგასაკიდან 15 კილომეტრის მოშორებით მდებარე ჰაშიმას კუნძულს 1887 წლიდან 1974 წლამდე ქვანახშირის ნაღმებისთვის იყენებდნენ. 1959 წელს ამ კუნძულზე 5 259 ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა ნავთობის ჭარბი რაოდენობიდან გამომდინარე, კუნძულზე ცხოვრება შეუძლებელი გახდა და დღეს კუნძული უკაცრიელია. მას მოჩვენების კუნძული შეარქვეს!


image














სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საიტნერესო}


1. იაპონია - საინტერესი ფაქტები "მზის სამშობლოს" შესახებ!

2. საიდუმლო მასონების შესახებ - როგორ შეაღწიეს ქალებმა მასონებში?

3. ეს გოგონები უფრო ძლიერები არიან, ვიდრე ზოგიერთი ქვეყნის მამაკაცები - ისრაელის ქალთა სამხედრო არმია!

4. 10 ქალაქი, სადაც მსოფლიოს ყველაზე სექსუალური ქალები ცხოვრობენ

5. როგორ განადგურდება დედამიწა? რა მოხდება მომდევნო 1 ტრილიონი წლის განმავლობაში?

6. "დედაჩემი" - ეს ის სიყვარულია რასაც ვერაფერი შეცვლის (რევაზ ინანიშვილი)

7. დრაგონი - ერთადერთი და უნიკალური ხე, რომელიც გახმობისას სისხლს გამოყოფს





1
1248
3-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1248
  
2018, 29 ოქტომბერი, 12:59
Google- ში სახლიდან დაიწყე მუშაობა! ეს შორს არის საუკეთესო სამუშაო მქონდა. გასულ თვეში მივიღეე ჩემიი პირველი ანაზღაურების შემოწმება $ 29852 სამუშაო 3 საათის განმავლობაში და შეგიძლიათ გააკეთოთ $ 243 საათში ადვილად .... შეგიძლიათ შეამოწმოთ ის აქ ...

.......... ➤➤➤ ➤➤ ➤➤➤ www.CashPay40.Com
0 1 1