სხვა 11 ილუსტრაცია, რომელთა ნახვის შემდეგაც მიხვდებით, რას ნიშნავს დედობრივი გრძნობები 2018, 12 ოქტომბერი, 14:57
დედის სიყვარული - ეს უდიდესი სიმდიდრეა, რომელსაც შვილები ზოგჯერ ისე ვიღებთ, როგორც რაღაც ჩვეულებრივს და სავალდებულოს. დედობრივი გრძნობების გამოსახატავად ზოგჯერ ადამიანს სიტყვებიც არ ეყოფა. ზრუნვა, პასუხისმგებლობა, სინაზე, ღელვა, განცდები და რაც მთავარია - უშრეტი სიყვარული, აი, რას მოიცავს დედობრივი გრძნობა. სიტყვებზე უკეთ კი ყველაფერი ამ ილუსტრაციებშია გადმოცემული.
როცა გულის ქვეშ პატარას ატარებ, ასე გგონია შენი არსება მთელ სამყაროს იტევს. პატარას დაბადების შემდეგ, ეს სამყარო სამუდამოდ შენს გულში ინაცვლებს. ერთიანობის, განუყოფლობის და ჰარმონიის შეგრძნებები შენი სამუდამო მეგზურები ხდებიან. როცა ხელში პირველად აგყავს პატარა, ხვდები, რომ ის ყველაზე სათუთი რამაა მსოფლიოში. ამ წუთიდან შენ ხდები მისი დამცველი, მზად ხარ მის ყველა ხმასა და მოძრაობაზე რეაგირებისთვის. მზად ხარ მთელი არსება მას მიუძღვნა დაიცვა ყველა განსაცდელისგან, საკუთარი სიცოცხლის ფასადაც როცა პატარა ავადმყოფობს, დედის სულიც ჭმუნავს, მის გამოჯანმრთელებას კი ბედნიერება მოაქვს თავისი არსებობით ბავშვებს ყველაზე მოღუშული დღის განათებაც კი შეუძლიათ მათ ცხოვრებაში კაშკაშა ფერები და ჯერ აქამდე უცნობი გრძნობები შემოაქვთ დედა-შვილს შორის კავშირს ვერც დრო გაწყვეტს, ვერც მანძილი 221 1-ს მოსწონს
|