x
image
alex999
Mediator image
ერთადერთი კომუნისტური ქვეყანა მსოფლიოში - "კუბა" -ყველაფერი რაც კი დღემდე არ იცოდით !

კუბა - ეს ერთადერთი შემორჩენილი კომუნისტური ქვეყანაა მთელ მსოფლიოში. ჰო, ეს იმ ცნობილი პირების სამშობლოა, რომლებიც არიან ფიდელ კასტრო და ერნესტო ჩე გევარა. კუბაზე ძალიან ბევრი ცუდი წარმოდგენა არსებობს, ძალიან ბევრს ჰგონია, რომ ეს არის საცხოვრებლად ერთ-ერთი ცუდი პირობების მქონე ქვეყანა, თუმცა სტატიის დასაწყისშივე მინდა გითხრათ, რომ ჭორებს არ უნდა მოუსმინოთ! კუბა რეალურად ძალიან საინტერესო და ლამაზი ქვეყანაა.


image




არის თუ არა კუბა ღარიბი ქვეყანა?


image


თარჯიმნის თვიური ხელფასი - 20 დოლარია, ხოლო ექიმის 30. 1.5 ლიტრი წყალი 2 დოლარი ღირს, იშვიათად თუ შეხვდებით სადმე მხოლოდ 1 დოლარად. ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ, რა თქმა უნდა, დადებითად ვერ იფიქრებთ კუბაზე, მაგრამ მოდი სხვა განხრით შევხედოთ.... ქვეყანაში ბრინჯი, შაქარი და კვერცხი თითქმის ყველასთვის ხელმისაწვდომია, თან, ძალიან იაფად. განათლება და მკურნალობა უფასოა, საავადმყოფოები უფასოდ უზრუნველყოფენ მოქალაქეების ჯანმრთელობას, ყველას აქვს ქვეყანაში განათლების მიღების უფლება, სქესის, ერის და ელიტის განურჩევლად. სიცივის პრობლემა არ არსებობს, რადგან ქვეყანაში თითქმის სულ ზაფხულია. კონცერტები, თეატრალური დადგმები და სხვა სპორტული ორგანიზაციებიც ასევე სახელმწიფოს მიერ არის დაფინანსებული, ადგილობრივები უფასოდ ესწრებიან ამ ყველაფერს. გამოდის, რომ კუბა არ არის სიღარიბის ქვეყანა, თუმცა ცხოვრების პირობები არც ისე კარგია. დაბალი ხელფასებიდან გამომდინარე, კუბელები ცდილობენ მეორე სამსახურის შეთავსებას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მოსახლეობის 84% დასაქმებულია.


ეკონომიკურ პრობლემებიდან ერთ-ერთს წარმოადგენს მთავრობის წილი. მაგალითად, თუ გყავთ 5 სულის ძროხა და გსურთ ერთის დაკვლა, ამისთვის სახელმწიფოსგან ნებართვა უნდა მიიღოთ - ესეც რა თქმა უნდა, ფინანსებთან არის დაკავშირებული.






ფული და ეკონომიკა


image


კუბაში არსებობს 2 ვალუტა: პესო და CUC. 1 CUC - 25 პესოა. ადგილობრივების 90% პესოს იყენებს, რათა მათთვის ყველაფერი უფრო იაფია, ვიდრე CUC -ის მომხარებელი ტურისტებისთვის.


კუბელები ასევე დაკავებულები არიან ტურიზმით. ძალიან ბევრ მათგან აქვს ოთახები გაქირავებული. ამ ხერხით ისინი თვეში ხელფასზე მეტს შოულობენ, კუბელების შემოსავლის უძლიერეს წყაროს ტურიზმი წარმოადგენს.






რევოლუციამდე კუბა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ყველაზე მაღალი კაპიტალით მეხუთე ქვეყანა იყო


image


წარმოუდგენელია, თუმცა რეალური! რევოლუციამდე კუბის ეკონომიკა ყვაოდა. 1920 - იან წლებში, როდესაც ამერიკულ ქვეყნებში ალკოჰოლური სასმელი იკრძალებოდა, ტურისტების და ბიზნესმენების ყურადღება მიიპყრო კუბამ, სადაც ეს ყველაფერი ლეგალური იყო. თუმცა თანხის უმეტესი ნაწილი მაინც ამერიკელებმა გაიტანეს, რათა ყველა "შავ ბიზნესის" სათავეში ამერიკელი მაფიოზები იმყოფებოდნენ. კაზინოები, ბორდელები, ბარები და კლუბები - ეს ყოველივე კუბაში ამერიკელებს ეკუთვნოდა, აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ მაინცდამაინც დიდი სარგებელი ვერ ნახა. ზუსტად აქედან დაიწყო კუბის რევოლუციაც, თუმცა ეს სულ სხვა თემაა და დღევანდელ სტატიაში კუბის რევოლუციაზე საუბარი არ გვექნება.




კრიზისი


image


რევოლუციის შემდეგ, კუბაში დაიწყო ეკონომიკური კრიზისი. საბჭოთა კავშირის დახმარებით ახერხებდა ქვეყანა ფეხზე დგომას, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კრიზისი უფრო მძლავრი გახდა, 1991 წელს კუბელებმა ამ კრიზისს "განსაკუთრებული პერიოდი უწოდეს". ქვეყნის ეკონომიკა 60%–ით შესუსტდა, შიმშილობით სიკვდილიანობამ მოიმატა, სახელმწიფო ვეღარ ახერხებდა მოსახლეობის საკვებით უზრუნველყოფას.


ამ რთული პერიოდის გადალახვაში კუბას ვენესუელის პრეზიდენტი ჩავესი დაეხმარა. თუმცა დღეს ვენესუელა უფრო რთულ სიტუაციაშია, ვიდრე კუბა. ვენესუელიდან კუბაში საკვები პროდუქტების მიწოდება გამარტივდა, ადგილობრივების ნაწილმა ვენესუელას შეაფარა თავი, სადაც დასაქმდნენ და სამუდამოდ დარჩნენ. დროთა განმავლობაში კუბამ დახმარება რუსეთისგან და სხვა ლათინოამერიკული ქვეყნებისგანაც მიიღო და საბოლოოდ მოახერხა ეკონომიკის გაუმჯობესება.




არიან თუ არა კუბელები მხიარულები?


image


ვებ-გვერდებზე ხშირად შეხვდებით კუბაზე დაწერილ უარყოფით სტატიებს, თუმცა ეს ყველაფერი სრულ რეალობას არ წარმოადგენს. ჩემი აზრით, ცხოვრებით კმაყოფილება და მხიარულება ერთმანეთისგან განსხვავდება. ზუსტად ეს სიტუაციაა კუბაშიც - მოსახლეობა ცხოვრებით არ არის კმაყოფილი, თუმცა ისინი ძალიან მხიარული ადამიანები არიან. დღის საათებში სამეზობლო ერთად იკრიბება, ხოლო საღამოს ახალგაზრდები თითქმის ყოველდღიურად წვეულებებს მართავენ. ქვეყანაში შემოსავლის ინდექსი დაბალია, თუმცა სიხარულის ინდექსის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, რაც ქვეყანას უფრო მიმზიდველს ხდის.


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემის თანახმად, თვითმკვლელობის მაჩვენებლით კუბა 184 ქვეყანას შორის 84 პოზიციაზეა.





პროსტიტუცია


image


"განსაკუთრებული პერიოდმა" კუბაზე ბევრი უარყოფითი წვლილი შეიტანა. ქვეყანაში პროსტიტუცია მწვერვალზე ავიდა. 100 ათასობით ქალი პროსტიტუციით იყო დაკავებული, ფულის შოვნისთვის სხვა ხერხი ქალისთვის ფაქტიურად შეუძლებელი იყო. თუ კუბელი ქალბატონი მარტოხელა მამაკაცს შენიშნავდა, საკუთარი ინიციატივით ცდილობდა მასთან დაახლოებას, კუბელი ქალები ამ საქმის პროფესიონალები იყვნენ, სამწუხარო რეალობა დღესაც არის კუბაში. კვლევის თანახმად დადგინდა, რომ ქვეყნის ქალების 9.8 პროცენტი ისევ სხეულით ვაჭრობს.





“La Vida Gorda” : Fat Life


image


ეს არის კუბელების სლოგანი, რომელიც 90–იანი წლებიდან დღემდე აქტუალურია. როგორი წყენაც არ უნდა იყოს ერთმანეთს შორის, ამ სლოგანის წარმოთქმით ისინი პატიობენ ყველაფერს. მეზობელმა მეზობელსაც რომ უჩივლოს, ამ სიტყვის წარმოთქმით მაინც პატიობს დანაშაულს. კუბელები ერთმანეთზე დამოკიდებული ხალხია.





ტორტის ნაჭრის დაპყრობის შეჯიბრი


image


2006 წელს ქვეყნის მმართველი რაულ კასტრო გახდა. 2008 წელს მან კუბელებს მობილურის და DVD-ის შეძენა-გამოყენების უფლება მისცა. ის მის წინამორბედზე უფრო დამთმობი ჩანდა... ასეც მოხდა, 2010 წელს, რაულ კასტრომ გლეხებს უფლება მისცა, საკუთარი მიწები ჰქონოდათ, უცხოელი ბიზნესმენი ქვეყანაში შემოუშვა და უმუშევრობის ინდექსმაც საგრძნობლად დაიწია.


წელიწადში კუბას 3, 5 მილიონი ტურისტი სტუმრობს. მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, უახლოეს მომავალში ეს ციფრები შეიცვლება 10 მილიონით. ესპანური, კანადური, ფრანგული და ინგლისური ფირმები კუბაში დომინირებენ და თითქმის ქვეყნის ყველა კუთხე–კუნჭული აქვთ ნაყიდი. ჰავანის ქუჩები სავსეა ევროპელებით, თუმცა ერთი გამონაკლისია, გამომდინარე იქიდან, რომ კუბას და აშშ-ს შორის ყინულები ბოლომდე ვერ დადნა, ამერიკელი ბიზნესმენები მხოლოდ შორიდან ადევნებენ თვალყურს. ადგილობრივები ამ სიტუაციას როგორც "ბრძოლა ტორტის ნაჭრისთვის", მოიხსენიებენ. თუმცა, როგორც ჩანს, გაევროპელებულ ჰავანაში ამერიკელებს ტორტის ნაჭერი ჯერ არ შეჰხვედრიათ!






ფიდელ კასტროს დაღუპვის შემდეგ იცვლება თუ არა კუბა?


image



ჰავანის ახალ Mont Blanc -ის მაღაზიებში უკვე იყიდება 2000$–იანი კალმები. ქალაქის ნავსადგურს ხშირად სტუმრობს ძვირადღირებული კრუიზი, 900 მილიონ დოლარიანი ნავსადგურის პროექტიც უკვე დაწყებულია. გაიხსნა მეცნიერული აკადემია, სადაც ყოველწლიურად მსოფლიოს ცნობილი მეცნიერები იკრიბებიან.


უცხოური კომპანიები ცდილობენ კუბის ეკონომიკიდან წილის მითვისებას, ემიგრანტებიც ნელ-ნელა უბრუნდებიან სამშობლოს, სიტუაცია საკმაოდ შეცვლილია, ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის ზღვარზეა. კასტროს შემდეგ ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის.




ემიგრაციის აკრძალვა


image


როგორც იქნა, ოცნება ასრულდა! კუბელებს თავისუფლება ეღირსათ! 2012 წელს მიღებული კანონის თანახმად, ემიგრაციის აკრძლვა კანონიდან ამოღებულ იქნა, კუბელებს შეუძლიათ იმოგზაურონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.




თავისუფლებააა..... არის! ასეც უნდა ყოფილიყო...


image



ინტერნეტი - ქვეყანას ინტერნეტი ეღირსა, თუმცა შეზღუდულად. 1 საათით სარგებლობის ღირებულება 1, 5 ევრო ღირს. ჰავანაშიც კი მხოლოდ 5 პარკი არსებობს, სადაც უფასო წვდომაა ინტერნეტთან, თუმცა Whatsapp-ით სარგებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია.


უკანონო საქმიანობა - კუბელებისთვის აკრძალულ ბიზნესში, დღეს ბევრი ადგილობრივია ჩართული, ეს ყველაფერი ჩუმად, უკანანოდ ხდება.


რევოლუციის შენარჩუნება - ქვეყნის თითქმის ყველა უბანში არის კომიტეტი, რომელიც რევოლუციის შენარჩუნებისთვისაა შექმნილი.





რას ფიქრობენ კუბელები კომუნიზმის, რევოლუციის, ფიდელ კასტროს და ჩე გევარას შესახებ???


image


ძალიან რთულია კუბელისგან რეჟიმის შესახებ უარყოფითის გაგება. ცუდის თქმას ყველა ერიდება, თუმცა გულის სიღრმეში ალბათ ყველა უკმაყოფილოა.


1980 წელს, რევოლუციის 21 წლისთავზე ფიდელ კასტროს მოულოდნელი პოლიტიკური კრიზისი ეწვია, კუბიდან 6–მა პოლიტიკოსმა დააპირა გაქცევა, ისინი პერუში ჩასვლას ცდილობდნენ, გაქცევისას მათ საკონსულოზე მოახდინეს თავდასხმა, რის შედეგადაც ერთი პოლიციელი დაიღუპა. პერუში დაკავებული პოლიტიკოსების განთავისუფლებაზე პერუმ უარი განაცხადა, რასაც კასტროს სტრატეგიული შეცდომა მოჰყვა. საბოლოოდ ქვეყნიდან ძალიან ბევრი პერუს მოქალაქე წავიდა, მათ შორის ბევრი კუბელიც იყო, თუმცა კასტრო იმდენად ამაყი იყო, რომ მათ შესაჩერებლად არაფერი იღონა.


6 თვეში 125 000 კუბელი მაიამის მიაწყდა, კასტრო ციხეებიდან განთავისუფლებულებს აგზავნიდა ამერიკაში საცხოვრებლად, შედეგად, აშშ-მ კუბელებს საზღვარის გადმოკვეთა აუკრძალა.


მეორე მხრივ, კუბის პატივცემულ მამებს: ფიდელ კასტროს, რაულ კასტროს, ჩე გევარას და კამილო ცინეფეგოს კუბელები დიდ პატივს სცემენ. რადგან პატივცემული მამების საშუალებით გადაურჩა ქვეყანა გაქრობას. ბატისტას პერიოდში კუბა თითქმის განადგურდა. 2016 წელს, როდესაც ფიდელ კასტრო დაიღუპა, 5 დღის განმავლობაში ქვეყანა გლოვობდა, 2008 წლამდე კასტრო ქვეყნის ერთპიროვნული ლიდერი იყო. 49 წლიანი მმართველობის პერიოდში მან მოახერხა კუბელებისთვის თავის შეყვარება.





განათლების სისტემა კუბაში


image


კომუნისტური რეჟიმის ყველაზე აღსანიშნავი ორი წარმატებიდან ერთ-ერთი განათლებაა. ქვეყანამ ფინანსების 10% გამოყო განათლებისთვის:


1. რევოლუციამდე ქვეყანაში განათლებულთა რაოდენობა მხოლოდ 36% იყო, რევოლუციის შემდეგ ეს რაოდენობა შეიცვალა 98, 9%-ით. თუ გავითვალისწინებთ, რომ თურქეთში განათლებულთა რაოდენობა 95%–ია, ხოლო ესპანეთში – 96, 7%, გამოდის, რომ კუბა ამ ქვეყნებზე ბევრად უფრო განათლებულ თაობას ზრდის.


2. გარდა ამისა, ეს არ არის მხოლოდ ზედაპირული განათლება! UNESCO -ს მიერ ჩატარებულ სპეციალურ ტესტში, ლათინო ამერიკამ 250 ქულა დააგროვა, ხოლო კუბამ ამ ტესტში 350 ქულის დაგროვება მოახერხა, რამაც მათი განათლების დონე კიდევ ერთხელ დაამტკიცა!


3. დაწყებით კლასებში ასწავლიან თეატრალურს და სამეცნიერო დარგებს.


4. 12 მოსწავლეს საშუალოდ 1 მასწავლებელი ასწავლის.


5. განათლება უფასოა, სახელმწიფო მოსწავლეებს უფასოდ ფორმებს ურიგებს, თუმცა ერთი გამონაკლისი მაინც არსებობს - ფინანსდება წიგნების მხოლოდ 50%.


6. არ არსებობს მდიდარს და ღარიბს შორის განსხვავება, ქვეყანაში ყველა თანასწორ განათლებას იღებს.


7. 6-16 წლამდე ბავშვებისთვის განათლების მიღება სავალდებულოა!





მედიცინა


image


ჯანდაცვის მომსახურება კუბაში უფასოა. თუმცა მედიცინა რა დონეზეა განვითარებული, ამის გარკვევა რთულია. მოსახლეობის ნაწილის აზრით, საუკეთესოა კუბა მსოფლიოში, თუმცა ნაწილი საპირისპიროს გვპასუხობს. აღსანიშვანია, რომ კუბელი ექიმები მსოფლიოში ცნობილი არიან, თუმცა მათ ფინანსებიდან გამომდინარე, კუბაში არ უმართლებთ. ისინი საზღვარგარეთ უფრო წარმატებულები არიან. ქვეყანაში 100 000 ადამიანს მხოლოდ 627 ექიმი ემსახურება, აქედან სტომატოლოგების რაოდენობა მხოლოდ 97-ია. ამ ციფრებიდან მიხვდებით, რაოდენ რთულია კუბაში ექიმების სამსახური.





სახლი და ოჯახი


image


ქვეყანაში ნამდვილად არსებობს სახლების პრობლემა. ზოგიერთ სახლში 3 თაობა ცხოვრობს, ზოგიერთი კი იმდენად დიდია, რომ მთელი საგვარეულო დაეტევა, რა პრინციპითაა დარიგებული სახლები, ჩვენთვის უცნობია...





საკვები პროდუქტების ბარათები


image

სახელმწიფო ადგილობრივებს ყოველთვიურად გარკვეული რაოდენობის პროდუქტს უფასოდ ურიგებს, გარდა ამისა, ძვირიან პროდუქტებზე გრანდიოზულ ფასდაკლებებს აწყობს, თუმცა ამ აქციებით მხოლოდ ადგილობრივებს შეუძლიათ ისარგებლონ.





რელიგია


image


ქვეყნის მოსახლეობის 60% შედგება კათოლიკე ქრისტიანებისგან. დანარჩენი 5% პროტესტანტია, 3% – მართლამდიდებელი, 2% – მუსლიმანი, 1% იუდას მიმდევარი და 19% ათეისტია.


ნიგერიიდან ჩამოყვანილი მონები კერპთაყვანისმცემლები იყვნენ, თუმცა სახელმწიფოს ძალდატანებით ყველა მონას მიაღებინეს კატოლიკური ქრისტიანობა. მონები ქრისტიანობას აიგივებდნენ საკუთარ რწმენასთან(იარუბა), შემდეგში ჩამოაყალიბეს ახალი რწმენა, რომელსაც სანტერია უწოდეს.





“This is Cuba”


image



ეს არის კუბელების განსაკუთრებული სლოგანი, რაც მათ კიდევ უფრო განსხვავებულს ხდის. ქვეყანაში წესრიგი თითქმის არ არსებობს. დილის 9-ზე თუ უნდა გაიღოს მაღაზია, შესაძლოა საერთოდაც დაავიწყდეს მფლობელს მაღაზიის გაღება. ამანათების მიწოდებაზე ხომ ზედმეტია საუბარი. თუ გაგვიანდებათ სამსახურში, უკეთესია ტაქსი გამოიძახოთ, რადგან მარშრუტი დადგენილი დროით არ მოძრაობს. წვრილმანების ქურდობა ქვეყანაში ძალიან გავრცელებულია, რასაც პოლიციის რეაგირება თითქმის არ მოჰყვება. ეს შეგვიძლია კუბის ყველაზე უარყოფით თვისებად ჩავთვალოთ...





ურთიერთობა აშშ-სთან


image


აშშ-ს სააგენტოებმა ფიდელ კასტროს მოკვლა 600-ჯერ მაინც სცადეს! 57 წელია, რაც აშშ კუბას ემბარგოს უწესებს, თუმცა კუბელებს მაინც ძალიან უყვართ ამერიკა. ჰავანას ქუჩებში ძალიან ბევრი ადამიანი შეგხვდებათ, ვისაც ამერიკული ბრენდის ტანსაცმელი აცვია, ან კიდევ, მაისურზე აშშ-ს დროშა ეხატება.


შენიშვნა: აშშ-ში 2 200 000 კუბელი ცხოვრობს.





ამერიკული ემბარგო


image


ობამას პერიოდში ამ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობამ ცოტა არ იყოს, იკლო, თუმცა შერიგება მაინც ვერ მოხერხდა. კუბა ჯიუტად იცავს საკუთარ პოზიციას და ქვეყანაში ამერიკულ კომპანიებს ფეხის მოდგმის უფლებას არ აძლევს, აქედან გამომდინარე, აშშ არანაირ ეკონომიკურ დახმარებას არ უწევს ამ ღარიბ მეზობელს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამერიკელებს შეუძლიათ კუბაში მოგზაურობა, დასვენება, თუმცა მათ ბიზნესის წამოწყების შანსი ჩუმადაც კი არ აქვთ.


ობამას სურდა კუბასთან შეთანხმების მიღწევა, თუმცა ეს კუბელების აზრით, უბრალოდ ფორმალური საქციელი იყო, რათა მსოფლიოსთვის ობამა კარგად გამოჩენილიყო. დღეს ქვეყანას რაულ კასტრო მართავს, რომელიც ასევე ძალიან მკაცრი და ჯიუტი მმართველია, ვნახოთ, რა იქნება მომავალში...





კუბის სამზარეულო


image


რა თქმა უნდ, ა ძალიან განსაკუთრებული ეროვნული კერძები გააჩნიათ კუბელებს, რასაც კვერცხით, ბრინჯით და სოკოთი ამზადებენ, თუმცა ლათინო ამერიკული სამზარეულოებისგან დიდად არ განსხვავდება....




და ბოლოს...



image


ნამდვილი კუბის დანახვა ჰავანას ძვირაღირებული სასტუმროებებიდან შეუძლებელია, ამისთვის თქვენ უნდა გაისეირნოთ ქუჩაში, უკეთესია, დასარჩენად ადგილობრივის სახლი აარჩიოთ, უფრო იაფიც დაგიჯდებათ და უკეთესადაც გაიცნობთ ამ ქვეყანას.












სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



{თქვენთვის საინტერესო}


1.10 რამ, რისი გაკეთებაც 1 მილიარდ დოლარად შეგიძლიათ

2. როგორ ინარჩუნებს ჯენიფერ ლოპესი ახალგაზრდულ გარეგნობას? - მეგავარსკვლავი 8 საიდუმლოს გვიმხელს!

3. დრაგონი - ერთადერთი და უნიკალური ხე, რომელიც გახმობისას სისხლს გამოყოფს

4. ცოდნა არ გაწყენთ: 13 სხვადასხვა საკვების მონელებისთვის საჭირო დრო

5. 15 დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ მერწყული არის ყველაზე განსაკუთრებული ზოდიაქოს ნიშანი!

6. რას ნიშნავს იყო თავიდან ფეხებამდე შეყვარებული - სახალისო ილუსტრაციები

7. წარმოუდგენელია, მაგრამ რეალური - პორნოვარსკვლავი, რომელსაც ქმარი ჰყავს და პარალელურად მონაწილეობს ფილმებში

8. ..მაგის საშუალება მაქვს ყოველთვის რომ ჩემი თავი გავანებივრო რას ვაკვლევინებ ამ ქართველებს თავს და ნერვებს.. - ლელა მიქელაძე

9. "დედაჩემი" - ეს ის სიყვარულია რასაც ვერაფერი შეცვლის (რევაზ ინანიშვილი)

10. 3 ყველაზე შოკისმომგვრელი სექსუალური ტრადიცია ჩვენს პლანეტაზე!

2
491
11-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
491
  
19 ოქტომბერი, 20:49
დიდი მადლობა ჩემო კარგო
19 ოქტომბერი, 20:38
არაჩვეულებრივი სტატიაა!!
0 1 2