ჯანმრთელი კვება როგორ მოვამზადოთ სოსისი სახლში? ჯანსაღი საკვები ბავშვებისთვის 2018, 11 ოქტომბერი, 11:39 ალბათ ყველას გიყვართ სოსისი და ხშირად მიირთმევთ კიდეც, განსაკუთრებით კი უყვართ ბავშვებს.
ბავშვების რაციონში აუცილებელია ჯანსაღი საკვები, ხშირად მშობლები მარკეტში ნაყიდ პროდუქციას არ ენდობიან და სურთ, თავად მოამზადონ მათი პატარების საყვარელი საკვები და ეს სწორიცაა. წარმოგიდგენთ რეცეპტს, რომელის საშუალებითაც მარტივად და სწრაფად მოამზადებთ სოსისს. თქვენ დაგჭირდებათ: 1კგ ხორცი მარილი შავი წიწაკა ნიორი ცოტაოდენი მუსკატი გაატარეთ ხორცის გასატარებელ მანქანაში ხორცი (წვრილი საცმით), დაამატეთ მითითებული ინგრედიენტები და ხელმეორედ გაატარეთ. ხორცი შეფუთეთ პარკში (სოსისის მსგავსად) და შეინახეთ მაცივრის საყინულეში შემდეგ მოხარშეთ და მიირთვით გემრიელად. 843 1-ს მოსწონს
|