x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
თურქი სამხედროების სპეცოპერაცია PKK-ს ბოევიკების წინააღმდეგ (10.10.2018)
image

ბეირუთი: მიმდინარე კვირას თურქი სამხედროების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მთელი ქვეყნის მასშტაბით დაკავებულია „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ (PKK) ათობით წევრი.

თურქეთის შსს-ს განცხადებით, სამხედროებმა PKK-ს 158 წევრი დააკავეს, მათ შორის „ხალხთა დემოკრატიული პარტიის“ (შემოკლ. „Halkların Demokratik Partisi“, HDP) პროვინციული განყოფილების მეთაური მეჰმედ შერიფ ქამჩი.

სპეცოპერაციები ძირითადად მიმდინარეობდა ბათმანის, დიარბაქირისა და მარდინის პროვინციებში.

imageაღნიშნული სპეცოპერაცია არის თურქი ძალოვნების პასუხი 4 ოქტომბერს ბათმანის პროვინციაში მომხდარი თავდასხმის გამო, როდესაც PKK-ს მიერ დანაღმულ გზაზე სამხედრო მანქანა აფეთქდა, რის შედეგად 8 ჯარისკაცი დაიღუპა, 2 კი დაიჭრა.

https://www.almasdarnews.com/article/turkish-military-arrests-158-suspected-pkk-members/


http://www.hurriyetdailynews.com/4-turkish-soldiers-killed-in-pkk-attack-137511

0
44
შეფასება არ არის
ავტორი:ვასილ პაპავა
ვასილ პაპავა
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0