x
ვითარება იდლიბის პროვინციაში (06.10.2018)
Jabhat al-Wataniya lil-Tahrirბეირუთი: შაბათს სირიელმა მეამბოხეებმა განაცხადეს, რომ მათ დაიწყეს მძიმე ტექნიკის გაყვანა ბუფერული ზონიდან (იდლიბის პროვინციის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი).

რ.თ. ერდოღანსა და ვ. პუტინს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე პრო-თურქულმა „განთავისუფლების ეროვნული ფრონტმა“ („Jabhat al-Wataniya lil-Tahrir“) უკვე დაიწყო მძიმე ტექნიკის გაყვანა ბუფერული ზონიდან.

სექტემბერში ანკარა და მოსკოვი შეთანხმდნენ, რომ იდლიბში მოხდებოდა რადიკალი ისლამისტებისა და ე.წ. ზომიერი ოპოზიციის ძალების ერთმანეთისგან გამიჯვნა.

აღნიშნული შეთანხმება ემსახურებოდა სირიის სამთავრობო არმიის მასშტაბური კონტრშეტევის თავიდან აცილებას, რაც მშვიდობიან მოსახლეობაში დიდ მსხვერპლს გამოიწვევდა.


ჯერჯერობით, იდლიბის პროვინციის დიდ ნაწილს აკონტროლებს დაჯგუფება „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი“ (სირიის ალ-კაიდა), რომელთანაც ბოლო დროს გახშირდა პრო-თურქული ძალების შეტაკებები.

http://www.arabnews.com/node/1383566/middle-east


0
31
3-ს მოსწონს
ავტორი:ვასილ პაპავა
ვასილ პაპავა
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0