x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
საქართველოში თუ დაიბადე
image


საქართველოში თუ დაიბადე

ნუ მიეცემი ძილსა საღათას,

ურჩობისა და ღალატისათვის


თავს წაგაცლიან, როგორც პაატას.


საქართველოში თუ დაიბადე

დაგკორტნის ყვავი, ფრთებს როცა გაშლის...

სალ კლდიდან მეფის გაცემისათვის

გადაგაგდებენ ვით ყორღანაშვილს.


თუკი გადასწყვეტ ტაძრის აგებას,

უნდა ააგო ტაძარი მტკიცე;

კარგს ააგებ და ემაგ მარჯვენას

ისე მოგჭრიან, ვით არსაკიძეს.


გაიხარებენ შადიმანები,

თუ გიხილავენ ქართველს დარდიანს...

პაპანაქება სიცხეში ტანზე

თაფლს წაგისვამენ, როგორც დადიანს!..


ამიტომ უნდა მტკიცედ იდგე და

სულიერედაც არ უნდ დაეცე,

კოსტავასნაირ ადამიანებს

დღეს ქართველობა სანთლით დაეძებს.


ვიყავით, ვართ და კიდეც ვიქნებით,

მრავალ ჭირ-ვარამ გადახდილები...

თავისუფლების სადარაჯოზე

დგანან ახალი ავთანდილები!!!


ლექსის ავტორი: ოთარ რურუა.


0
114
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0