x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
სკანდალური აღმოჩენა:- მაიას ცივილიზაცია ბევრად უფრო რთული ყოფილა, ვიდრე გვეგონა
image
1929 წლის შემოდგომაზე ანა მორონ ლინდბერგმა და მისმა ქმარმა ჩარლზმა იუკატანას ნახევარკუნძულს საკუთარი თვითმფრინავით გადაუფრინა. სანამ ჩარლზი თვითმფრინავს მართავდა, ანამ გადაიღო ჯუნგლებში მაიას ტომის პირველი შენობების ფოტოები, რომლებიც დაფარული იყო სქელი მცენარეებით. თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ, გეოდეზისტებმა გააკეთეს დეტალური რუკა უძველესი ცივილიზაციის. აღმოჩნდა, რომ მისი ფართობი მოიცავს 2150 კვადრატულ კილომეტრს.

კვლევის ავტორები რეზულტატებს აღწერენ, როგორც სკანდალურ აღმოჩენას- "ეს იგივეა, რომ გაიკეთო სათვალე, როდესაც შენი მხედველობა ბუნდოვანია" - ამბობს მკვლევარი, მერი ჯეინ აკუნა, გვატემალაში არქეოლოგიური პროექტის "ელ თინტალი" -ის დირექტორიimage

წარსულში, არქეოლოგებმა განაცხადეს, რომ მაიას ცივილიზაცია შედგებოდა პატარა მიმოფანტული ქალაქებისგან, რომლებიც ადგილობრივ დაბლობებზე იყო განთავსებული, მაგრამ ახლა ეს კონცეფცია შეიცვალა.image


ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ მაიას ტომი ფართოდ იყენებებდა გარემოს გეოგრაფიულ მახასიათებლებს თავის სასარგებლოდ. მეცნიერებმა 61, 480 სტრუქტურა დათვალეს. ესენია: 95 კილომეტრიანი ტროტუარები, გზები და არხები, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებს ქალაქებს, დიდი სიმინდის ფერმები, მსხვილი და მცირე ზომის სახლებიimage



არქეოლოგებმა ეს აღმოჩენები გააკეთეს ლაზერული სხივის გამოყენებით. მუშაობის პრინციპით რადარის მსგავსია, მაგრამ რადიო ტალღების ნაცვლად, გამოიყენეს ლაზერული სხივი. თვითმფრინავიდან, რომელიც მიფრინავდა რამდენიმე ასეული მეტრის სიმაღლეზე, გეოდეზისტებმა თითოეული კვადრატული მეტრი 15 ლაზერის საშუალებით შეისწავლეს.

ეს იმპულსები აღწევენ მცენარეულ საფარში და ლაზერული სხივის გამოყენებით შეიძლება დავინახოთ უამრავი ხეები, როგორც ჯუნგლებში.ასევე ბევრი ნანგრევები.

ამავდროულად, ლაზერის სხივს არ შეუძლია ძველი არქეოლოგიური მეთოდების მორგება. კვლევის არეალის რვა პროცენტი არქეოლოგებმა შეისწავლეს და დაადასტურეს საძირკვლის მონაცემები ადგილის დათვალიერებით.image

არქეოლოგები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ 550-დან 830 წლამდე, 95 ათასი კვადრატული კილომეტრის ტერიტორიაზე ცხოვრობდა7-დან 11 მილიონამდე ადამიანი.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შენობების საერთო რაოდენობა 2, 7 მილიონ სტრუქტურამდე აღწევს. საინტერესოა, რომ არქეოლოგები ამ ტერიტორიას საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში იკვლევენ, მაგრამ აქამდე მათ ასეთი დეტალური მონაცემები არ ჰქონიათ



0
367
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
367
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0