x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138435
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512070
"აღმოსავლეთის ნაპოლეონი" - მეფე, რომელმაც 500 ბრძოლაზე მეტი გადაიტანა
"აღმოსავლეთის ნაპოლეონი" - მეფე,  რომელმაც 500 ბრძოლაზე მეტი გადაიტანა


იდგა 1720 წლის 7 ნოემბერი. თელავის სასახლეში უფლისწული დაიბადა - ძე თეიმურაზისა და თამარისა, შვილიშვილი მეფე ვახტანგ მეექვსისა. სახელად უწოდეს ერეკლე, ხალხისგან შემდგომ "პატარა კახად" წოდებული. ქართლ-კახეთის უკანასკნელი დიდი ხელმწიფე.


ერეკლე II ბაგრატიონი


ერეკლე II ბაგრატიონი - ეს იყო მეფე, რომელიც ძველი ვიკინგი იარლივით თვითონ მიუძღოდა ლაშქარს წინ და თავადვე აჩვენებდა ბრძოლის მაგალითს. ასეთი სიმამაცე მმართველისგან დიდი ხანია დავიწყებული იყო, მსოფლიოში ამას თითქმის არავინ აკეთებდა. მმართველებიდან თავს არავინ უქმნიდა ამხელა საფრთხეს და მხოლოდ შორიდან ჯარისთვის ბრძანებების გაცემით შემოიფარგლებოდნენ. ეს თავის მხრივ სწორი სტრატეგიაც იყო, მაგრამ არა ერეკლესთვის. ისტორიული ფაქტია, რომ მას მარჯვენა მხარ-ბეჭი ბევრად უფრო განვითარებული ჰქონდა ზედმეტი და ხშირი ხმლის ქნევისგან ბრძოლებში, ვიდრე მარცხენა და ეს კარგად იყო შესამჩნევი გარეშე თვალისთვის.



დიდი მეფის პირველი საბრძოლო ნათლობა შედგა 1735 წელს, როდესაც იგი მხოლოდ 15 წლის იყო. ქიზიყს შემოსეული ლეკები არასრულწლოვანმა უფლისწულმა ახალგაზრდა კახელი მხედრების მცირე რაზმებით სასტიკად დაამარცხა. ეს იყო ბატონიშვილის პირველი ბრწყინვალე გამარჯვება. ლევან სანიკიძის "დედა ისტორია"-ში ვკითხულობთ:

"1735 წელი პირველი გამოსვლაა 15 წლის პატარა კახისა. დასაწყისი უკანასკნელი დიდი ქართველი ხელმწიფისა და მამულიშვილისა. ცხენზე ზის ერეკლე ბატონიშვილი, და 60 წელიწადი ვერ ჩამოხტება საომარი უნაგირიდან."



მან მთელი ახალგაზრდობა გაატარა ბრძოლებში ჩრდილოეთ კავკასიიდან, კერძოდ დაღესტნიდან მოძალებული უამრავი მოთარაშე მუსლიმი ლეკის რაზმეულებთან ან დიდ ლაშქრებთან. შემდეგ იხსენებდა შვილიშვილებთან საუბრისას "მე რომ არ შევსწრებოდი, ახლა ქართველის სახსენებელი არ იქნებოდა ქართლ-კახეთშიო." ეს მოვლენა "მთის ჩამოწოლადაა" ცნობილი. ეს იყო დიდი ქართულ-კავკასიური ომი, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტხანს გაიწელა. ამ დროის განმავლობაში თითქმის არ მოიპოვება დაღესტანში კაცების საფლავები, რომელთაც კი ბრძოლა შეეძლოთ და არ იყვნენ სიბერისგან დაუძლურებულები, მთლიანად ქართლ-კახელებთან განუწყვეტელ ომებში დაიღუპნენ.


1744 წელს 24 წლის ერეკლე კახეთის მეფედ აკურთხეს და ეს ტიტული 1762 წლამდე ატარა. 1762 წელს კი როდესაც მამამისი, თეიმურაზ II გარდაიცვალა მას მემკვიდრეობით გადაეცა ქართლის მეფობაც და ის ქართლ-კახეთის მეფედ იქცა, ქართლ-კახეთი გაერთიანდა ერეკლეს კვერთხის ქვეშ და იმეფა 1798 წლამდე.


ერეკლე II ბაგრატიონი


ამ დროის განმავლობაში ერთი თვეც შეიძლება ვერ გამოინახოს ისეთი, როცა სრული მშვიდობა სუფევდა სამეფოში და პატარა ბრძოლები მაინც არ მომხდარიყო ყოველი მხრიდან მოძალებული უცხოელების მხრიდან. განუწყვეტელმა ომებმა და ამ ომებში გამარჯვებებმა სახელი ევროპაშიც კი იმდენად გაუთქვა, რომ ფრიდრიხ II დიდმა (1712-1786) თქვა: "დასავლეთში მე ვარ და აღმოსავლეთში პრინცი ერეკლე, ქართველთა მეფე."


ფრიდრიხ II




წარმოგიდგენთ ერეკლე II ბაგრატიონის (ბატონიშვილი) არასრულ, მხოლოდ უმთავრესი ბრძოლების სიას:


ერეკლე II ბაგრატიონი


1747 წ. - ომი აბდულა-ბეგსა და ერეკლეს შორის. ეს ომი მოიცავს რამდენიმე ბრძოლას:

1. ბრძოლა სამშვილდის ციხესთან

2. ბრძოლა თბილისთან

3. ბრძოლა სოლოლაკთან

4. ბრძოლა წავკისთან

5. ერეკლეს მიერ თბილისის ირანელ მეციხოვნეებზე შეტევა და მათი დამარცხება.


1749 წ. - დაღესტნელების ურიცხვ მარბიელ მოლაშქრეებთან ბრძოლებს ბოლო არ უჩანდა. თითქმის ყველა ბრძოლაში ერეკლე თავად სარდლობდა ჯარს და პირისპირ ებმოდა მტერს. ხშირად უწევდა კავკასიელი რაზმების ბელადებთან ერთი-ერთზე შებრძოლება.

ამავე წელს ნადირ შაჰის მკვლელობაში მონაწილე მაჰმად ხანმა ერევნის სახანოს დაპყრობა გადაწყვიტა. ერევნელების თხოვნით, ერეკლემ დაამარცხა მაჰმად-ხანი და სომხები განადგურებისგან იხსნა. ამის შემდგომ ერევნის სახანო ერეკლეს ხარკს 1795 წლამდე უხდიდა.


1750 წ. - ყარაბაღის მფლობელი ფანა-ხანი, რომელიც განჯის დაპყრობას აპირებდა, განჯას დიდი ლაშქრით მიადგა. განჯის ხანმა და ყარაბაღელმა სომხებმა ერეკლეს დახმარება სთხოვეს. გმირულ ბრძოლაში ერეკლეს და თეიმურაზის სარდლობით ქართველებმა დაამარცხეს ფანა-ხანი.


1751 წლის თებრვალში მდინარე აგრი-ჩაისთან აჯი-ჩალაბმა დაამარცხა ქართველები. ამ ბრძოლაში მდინარეში ცხენიანად ჩავარდნილი ერეკლე, პაპა ბებურიშვილი-ვაჩნაძის დახმარებით გამოვიდა წყლიდან. მაჩხაანელმა გლეხმა დათუნა ბოსტაშვილმა კი თავისი ცხენი დაუთმო და ერეკლე ამგვარად გადარჩა დატყვევებას.



ამავე წლის ივლისში თავრიზის მმართველი და ირანის ტახტის მაძიებელი აზატ ხანის 18, 000 -კაციანი ლაშქარი ერეკლემ ერევნის მახლობლად, ყირბულახის ბრძოლაში საოცრად საზრიანი და საკუთარი გმირული ბრძოლის წყალობით დაამარცხა.



ამ თოფს უნდა ახსოვდეს გამარჯვება 1751 წლის ივლისში ყირბულახთან გამართულ უთანასწორო ბრძოლისას. მასზე ასეთი წარწერაა: "ირაკლის სიქადულო, საძლეველო მტერთა, ჯვარო ქრისტესო."


ერეკლეს იარაღი


1752 წელს აჯი-ჩალაბმა განჯასთან ისევ დაამარცხა ქართველები.

ამავე წლის სექტემბერში ყაზახ-შამშადილუს საზღვარზე, თულქითეფეს ბრძოლაში აჯი-ჩალაბის ჯარი, რომელსაც მისი ვაჟი - აღარ-ქიში სარდლობდა, ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს.


1754 წელს ავარიელი, ხუნძახის ბატონი ნურსალ-ბეგი მრავალრიცხოვანი ჯარით ქართლში შემოიჭრა, არაგვის მიდამო და დუშეთი დაარბია. მჭადიჯვრის ციხეს ალყა შემოარტყა ერეკლემ და თეიმურაზმა იგი მჭადიჯვრის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხეს, დიდი დანაკარგები აწვნევინეს და ისე განდევნეს ქართლ-კახეთიდან.


1755 წელს ნურსალ-ბეგი ყვარელს მოადგა ქართველების მიმართ სხვა, მტრულად განყობილ მუსლიმურ სახანოების ლაშქრებთან ერთად. მათი საერთო რაოდენობა მებრძოლს ითვლიდა. მათ ყვარლის ციხეს შემოარტყეს ალყა. თუ კახეთი დაეცემოდა, ქართლსაც იოლად დაიპყრობდა ამხელა ძალის მქონე მტერი და შემდეგ დასავლეთ საქართველოსაც გადაწვდებოდნენ. ერის მომავალი დასაღუპავად იყო განწირული. ქართლ-კახეთის მეფე მამა-შვილის გონიერი და გაბედული საბრძოლო მანევრების შედეგად, ყვარლის ბრძოლაში ქართველებმა მინიმალური დანაკარგით მოიგერიეს და დაამარცხეს მტერი.



1759 წელს ლეკების 8000-იანი ჯარი დაამარცხა ერეკლემ ატოცის ციხესთან და შემდგომ დვანის ციხესთან. ამ ბრძოლებში მას სოლომონ I-ც ეხმარებოდა.


1760 წელს ერეკლემ დაამარცხა ყარაბახის ხანი.

ამავე წელს ერეკლემ მოაწყო დიდი ლაშქრობა განჯაში, შემდგომ ლაშქრობა ერევანში, შემდგომ კი გადაიტანა დიდი ბრძოლა შინდისთან დაღესტნელების ლაშქრის წინააღმდეგ.


ერეკლე II ბაგრატიონი


მთელი 1760 წლის განმავლობაში ჩრდილო კავკასიელი დაღესტნელები ძალიან გააქტიურდნენ და მეფე განუწყვეტელ, თითქმის არა უკვე ყოველთვიურ ან ყოველკვირეულ, არამედ ყოველდღიურ თავდასხმებს იგერიებდა. თავდასხმები ეწყობოდა ქართლში, ქიზიყში, კუმისის და ბოლნისის მიდამოებში. მტრის ძალების მოწოლა იმდენად დიდი იყო, რომ მთელი სომხითი და საბარათიანო თითქმის მთლიანად დაიცალა ადგილობრივი მოსახლეობისგან. თბილისის გარშემო მდებარე უამრავ დასახლებასაც უტევდა მტერი, თუმცა კი უმეტეს შემთხვევაში დამარცხებული უკან იხევდა. ერეკლეს მთელი ქართლ-კახეთის ყველა მამაკაცი იარაღში ჰყავდა ჩასმული და ყოველწუთიერად მზად ქუდზე კაცის გამოსაყვანად. ამ პერიოდიდან მას კავკასიაში, მცირე აზიაში და ირანში "გურჯისტანის აშვებული ლომის" სახელით იხსენიებდნენ. მარტო ამ წელს მან გადაიტანა მინიმუმ 50 დიდი და მცირე ბრძოლა.


1765 წელს ერეკლეს წინაარმდეგ შეთქმულება მოეწყო, რომელსაც სათავეში პაატა ბატონიშვილი ედგა. შეთქმულებს ერეკლეს ფიზიკური განადგურება ჰქონდათ ჩაფიქრებული, რაც უდიდეს დანაშაულთან ერთად არღვევდა ურყევ წესს - "ბაგრატიონი ბაგრატიონის სისხლს არ ღვრის!"... ერეკლემ შეიტყო შეთქმულების შესახებ და სასტიკად დასაჯა მოწინააღმდეგენი.


1768 წელს დაიწყო რუსეთ-თურქეთის მორიგი ომი. ერეკლემ ამ ომში ქრისტიანი რუსების მხარე დაიჭირა.

1769 წელს გრაფი ტოტლებენი ჩამოვიდა საქართველოში რუსის ჯარით, ერეკლე და ტოტლებენი გაერთიანებული ქართულ-რუსული ჯარით ახალციხისკენ დაიძრნენ, მოღალატე ტოტლებენმა მოულოდნელად მიატოვა ერეკლე და უკან გამობრუნდა.

1770 წლის 20 აპრილს მოხდა ასპინძის ბრძოლა - 8000 თურქი 3000 ქართველის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა ქართული ჯარის სრული ტრიუმფით დამთავრდა. სრულად განადგურდა თურქული ჯარი, ხოლო ქართველებს მხოლოდ 25-კაციანი დანაკარგი ჰქონდათ.



1771 წელს ერეკლემ ხერთვისის ციხე გაათავისუფლა ოსმალებისგან.


1778 წელს ერეკლემ დაამარცხა განჯის მმართველი ფათ-ალი-ხანი.


1779-1780 წლებში მიმდინარეობდა ბრძოლები ერევნის ხანთან. ამავე წელს ლეკების დიდი ლაშქარი თავს დაესხა თუშეთს, თავდასხმები ასევე მიმდინარეობდა ქიზიყში და ცხინვალში.


1773 წელს ნურსალ-ბეგი დიდი ჯარით ბოდბეს დაესხვა თავს. ლეკები იმდენად გააქტიურდნენ, რომ ბრძოლებით თბილისამდეც კი მოდიოდნენ და აწიოკებდნენ ათობით სოფელს და დაბას, თუმცა ხვდებოდათ ქართველების გააფთრებული წინააღმდეგობა.


ერეკლე II ბაგრატიონი


1785 წელს თბილისში რუსის ჯარი შემოვიდა. მათ ქართველებთან ერთად რამდენიმე ბრძოლაში მიიღეს მონაწილეობა.

ამავე წელს ქართლ-კახეთის სამეფოს თავს დაესხა ნურსალ-ბეგის ვაჟი ომარ-ხანი 20, 000-იანი ჩრდილო კავკასიური, მუსლიმური ლაშქრით. ამის მიუხედავად მან ვერ გაბედა პირისპირ შებრძოლებოდა ერეკლეს ქართულ ლაშქარს. ქართველებმაც ვერ მოიხელთეს მისი სარბევად გაყოფილი რაზმები, რომლებიც ახალციხეში შემოვლითი გზით გადავიდნენ და გზად ყველაფერს აოხრებდნენ. დაანგრიეს ახტალის ლითონის მადნებიც. დიდი ზარალი მიაყენეს ქართლ-კახეთის მთელ სამეფოს და იმერეთსაც კი გადაწვდნენ.


მიუხედავად ქართველების საბრძოლო გამარჯვებებისა, მტრის შეუჩერებელი თავდასხმები მაინც არ წყდებოდა. ქართლ-კახეთი სისხლისგან იცლებოდა. ხალხი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი. დიდი ეკონომიკური ზარალი მიაყენა სამეფოს ომარ-ხანის თავდასხმებმა.


1787 წელი დიდი შეტევითი ომების წელი გახლდათ ამ წელს ერეკლემ მოაწყო ყარაბახის დალაშქვრა, ნახიჩევანის დალაშქვრა, ქართულ-რუსული ჯარით განჯას დამორჩილება, შემდეგ ყარაბახის დამორჩილება, ნახიჩევანის დამორჩილება, დიდი ბრძოლა რუსთავში ომარ-ხანის წინააღმდეგ, ბრძოლა ქიზიყში ომარ-ხანის წინააღმდეგ. ბრძოლა თიანეთში კვლავ ომარ ხანის წინააღმდეგ.


1795 წელს ივნისში აღა-მაჰმად ხანის 8, 000 მებრძოლისგან შემდგარი არმია ყარაბახის მიდამოებში დაამარცხა გენერალურ ბრძოლაში ერეკლემ. ქართველთა ერთადერთი მოკავშირე ამ დროს რჩებოდა ყარაბახის ხანი იბრაჰიმი.


ამავე წელს, 1795 წელს რევანში აიღო აღა-მაჰმად-ხანმა და 75, 000-იანი არმიით ქართლ-კახეთის სამეფოს დააცხრა თავს. მოხდა გენერალური ბრძოლა, რომელიც კრწანისის ბრძოლის სახელითაა ცნობილი. ერეკლეს მხოლოდ 6000-იანი ჯარი ჰყავდა, ამიტომ ძალიან რიცხობრივი უპირატესობის გამო ამ ბრძოლაში დამარცხდა.



1796 წელს ქართველებმა განჯა დალაშქრეს. მოღალატე განჯის ხანი დააჩოქეს. იქიდან მრავალი ტყვე წამოიყვანეს. დაიწყეს სრულიად განადგურებული თბილისის ფერფლიდან აღდგენა.


1797 წელს ისევე, როგორც ქართულ-კავკასიურ ომში ერეკლეს ბრძოლების 62-წლიანი პერიოდის განმავლობაში, არ წყდებოდა ჩრდილო კავკასიელთა განუწყვეტელი თავდასხმები. ქართლ-კახელებმა ამ წელსაც გადაიტანეს ათეულობით დიდი და მცირე ბრძოლა. ქართულ-კავკასიური ომი ერეკლე მეფის მთელი სიცოცხლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავდა ასეულობით ბრძოლას, არათუ წელიწადი, არამედ თვეც კი არ ყოფილა ისეთი, რომ თავდასხმები არ მომხდარიყო. ერეკლემ მოახერხა და განადგურებულ ქვეყანას მაინც ბოლომდე გააძლებინა ისე, რომ არათუ არ მოხდა აღმოსავლეთ საქართველოში ქართველების სრული ეთნიკური გადაშენება და გენოციდი, არამედ მან ბოლო 300 წლის განმავლობაში, რაც კი ყოფილა, მასთან შედარებით ძლიერების ზენიტში აიყვანა ქართლ-კახეთი თავისი გენიალური სამხედრო ნიჭის წყალობით. მთელი თავისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში "პატარა კახს" მინიმუმ 500 დიდი და მცირე ბრძოლა ჰქონდა გადატანილი.


ეს არის ერეკლეს ხმალი წარწერით: "მე ვარ ავი მუსაიფი კახთ ბატონი ირაკლისა". ამან გადაარჩინა აღმოსავლეთ საქართველო გამუსლიმებას და განქართველებას.


ერეკლეს ხმალი



აქვე წარმოგიდგენთ მხატვრულ-დოკუმენტურ, ისტორიულ ფილმს ერეკლე მეორეს ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ, რომელიც რამდენიმე სერიადაა გადარებული. ყოველი სერიის გადაღება საშუალოდ 65, 000 ლარი დაჯდა. ეს არის ნაწილი ფილმების სერიისა "გააგრძელე საქართველოს ისტორია", (რომლის გადაღებაც გაურკვეველი მიზეზების გამო შეწყვიტა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა):


1. ერეკლე II-ს ეპოქა (სერია I)

2. ერეკლე II-ს ეპოქა (სერია II)

3. ერეკლე II-ს ეპოქა (სერია III)

4. ერეკლე II-ს ეპოქა (სერია IV)

5. ერეკლე II-ს ეპოქა (სერია V)

6. ერეკლე II-ს ეპოქა (სერია VI)



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


5
5732
6-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
5732
  
2020, 16 დეკემბერი, 17:13
Kingdom of Kakheti - 1465–1762 AD.
Kingdom of Kartli-Kakheti - 1762–1801 AD.
Heraclius II - The King of Kakheti (reign 1744-1762); the King Kartli-Kakheti (reign 1762-1798).
King, that fought against Islam during whole his life, from the age of 15. for 60 years, he had not have even 1 month without battles against North Caucasian clans or Great Empires from the south - Iranians and Turks. He once said to his grandchildren - "If not me, Georgians would die out". He was the savior of Ethnic Georgians, who were under attack from every side. if not him, Eastern Georgia, Also capital Tbilisi would be Muslim and/or Georgians would be the victims of total Genocide or Ethnic cleansing. His right arm and shoulder was deformed and much more developed, than his left arm and shoulder, as he used this hand in the battles, almost daily. Kakheti and Kartli was under the attack from every side. there is Historical records about his 65 battles (only 3 defeats), but small battles were not described by his historians, as it was just a daily practice. This king personally have more battles faught, than some nations in their whole History. Europeans called him "Napoleon of the East", Frederick II the Great (1712-1786) said: "I am Great in the West and Prince Erekle, the King of the Georgians - in the East." Muslims themselves called him "The Unchained Lion".
2019, 21 სექტემბერი, 9:51
Incomplete list of the battles of Heraclius (Erekle) II Bagrationi (More, than 200 battles. Only 3 defeat)

in his 62 years on the Battlefield and was defeated only 3 times.
when he started war, he was only 15 years old and died in the age of 78. There was no year, or even the month in his lifetime without Great or small Battles. He was the savior of Ethnic Georgians, who were under attack from every side. if not him, Eastern Georgia, Also capital Tbilisi would be Muslim and Georgians would be the victims of total Genocide or Ethnic cleansing.
▶ 1747 - the war against abdullah-beg. the Battle near the fortress of Samshvilde
the Battle near Tbilisi city.
the battle near sololaki.
the battle near Tsavkisi.
Attkacking of Tbilisi's Fortress's Iranian guardians and defeating them.
▶ 1749 - there was no end of battles against Dagestanians.
▶ 1749 - Mahmad-khan coquared Erevan and Heraclius started war to free Armenians from Iranians and was victorious.
▶ 1750 - War against Karabag's Lord - Phana-khan. Heraclius wins.
▶ 1751 in fabruary Aji-Chalab defeated Heraclius in the battle near the Riv. agri-chai.
▶ 1751 in July - Battle of Kirbulag agains 18,000 men of Iranian Azat-khan. Heraclius wins.
▶ 1752 - Aji-Chalab defeats Georgians in the battle near Ganja city. .
▶ 1752 in September - near the border of Kazakh-shamshadilu happened the battle of Tulkitepe. Heraclius was victorious.
▶ 1754 - Great battles against Avarians. Their Dagestani leader Nursal-beg begun the war Campaign against Georgian Kingdom of Kartl-kakheti. Heraclius defeated him and was again victorious.
▶ 1755 - Nursal-beg's new war campaign against Heraclius. here happened the great battle against a few Georgians, bu Nursal-beg's 30,000 dagestanians. by the the great war tactics, Heraclius was again victorious and had minimum loss.
▶ 1759 - the army of 8000 dagestanians were defeated in the battle near Atots and than near the fortress of Dvan.
2019, 21 სექტემბერი, 9:49
▶ 1771 - Heraclius defeated Turks and conquered the fortress of Khertvisi.
▶ 1778 - Heraclius defeated the lord of Ganja - Phat-ali khan.
▶ 1779–1780 - battles with the lord of Erevan.
▶ 1779-1780 - Dagestanians reids against Tusheti (Georgia)
▶ 1779-1780 - Dagestanians reids against Kizik (Georgia)
▶ 1779-1780 - Dagestanians reids against Tskhinvali (Georgia)
▶ 1773 - Dagestanian Nursal-beg war campaign against Bodbe (Georgia) and whole Kakheti kingdom.
▶ 1785 - Russin army came in Tbilisi (Georgia). they faught against Turks in some battles with Georgians.
▶ 1785 - The son of Nursal beg (Dagestanian leader) attacked Heraclius's Kingdom with 20,000 dagestany army. there was great campaign and great battles and the enemy came in Imereti kingdom (Western Georgian Kingdom)
▶ 1785 წ. - Great Victories had been achieved by Georgians, but it seemed it does not matter at all. the great numbers of Enemies were coming from Dagestan again and again. Kingdom was in the edge of the total humanitarian Catastrophe and in this year there was also the great war with Nursal-beg.
▶ 1787 - Russians and Georgians united Army War campaign in Ganja.
▶ 1787 წ. - War campaign in Karabag.
▶ 1787 წ. - War campaign in Nakhchevan.
▶ 1787 - Georgians and Russians conquered Ganja.
▶ 1787 წ. - Conquaring of Karabag.
▶ 1787 წ. - Conquaring of Nakhchevan.
▶ 1787 წ. - Battle of Rustavi against Omar khan.
▶ 1787 წ. - Battle of kiziki against Omar khan.
▶ 1787 წ. - Battle of Tianeti against Omar khan.
▶ 1795 - Georgians defeated Aga-mohamed-khan-s 8,000 Iranian Army in karabag.
▶ 1795 წ. - Battle of Krtsanisi. 75,000 Iranians against 5000 Georgians. Heraclius is defeated, but stays alive and his Kingdom is not Conquered by Iran.
2018, 4 ოქტომბერი, 16:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 4 ოქტომბერი, 16:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5