x
მეტი
  • 15.12.2018
  • სტატია:83744
  • ვიდეო:334505
  • სურათი:441825
ქართული ღვინო და შოუ ქართული ელემენტებით - რა ელით ქართული ღვინის ფესტივალის სტუმრებს

image


მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბი, მიმები, ოჩოფეხები, დრამერები, ცეცხლოვანი შოუ, ქართული ფოლკლორი და რაც მთავარია, ქართული ღვინო - ეს „ქართული ღვინის ფესტივალი 2018-ის“ მცირე ნაწილია, რომელიც სტუმრებს 13 ოქტომბერს სიონის ქუჩაზე ელოდება.ღონისძების სამზადისი საკმაოდ მასშტაბურია. მონაწილეები ყოველდღიურად მუშაობენ და ქმნიან ახალ პროგრამებს, პერფომანსებს, გმირებს, რომელბსაც „ქართული ღვინის ფესტივალზე“ წარადგენენ.


შორენა ზუბიაშვილი, მსახიობი და Art Shock Company-ს დამფუძნებელი: „ჩვენ ვართ პანტომიმისა და დრამის მსახიობებისგან შემდგარი ჯგუფი. აქტიურად ვემზადებით ღვინის ფესტივალისთვის, რომელში მონაწილეობაც ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. ღონისძიებაზე მთელი დღით ვიქნებით წარმოდგენილი. წელს მოსულ სტუმრებს განსაკუთრებულ შოუს ვპირდებით, რადგან გმირები და პერფომანსი სპეციალურად ამ დღისთვის კეთდება. ხალხში იმოძრავებენ მიმები, რომლებიც წარმოდგენილი იქნებიან არა ტრადიციული თეთრი გრიმით, არამედ სპეციალურად ღვინის ფესტივალისთვის შექმნილი გრიმითა და კოსტიუმებით. წარმოდგენილი იქნებიან ოჩოფეხები, რომლებიც მოსული სტუმრების გამხიარულებაზე იზრუნებენ. იქნება გოგოსა და ბიჭის ქანდაკებები, რომლებც ყურძნის, ვაზისა და ბახუსის საინტერესო სინთეზსს წარმოადგენენ. ფესტივალს დაასრულებს განსაკუთრებული ცეცხლოვანი შოუ, რომელიც ულამაზესი სანახაობა იქნება. მოკლედ, სტუმრებს არაჩვეულებრივ, განსხვავებულ და ორგინალურ პერფომანსს ვპირდებით. მათ გასული წლისგან განსხვავებით უამრავ სიახლეს შევთავაზებთ.“


იოსებ ბაკურაძე, მოძრაობის თეატრის სამხატვრი ხელმძღვანელი და რეჟისორი: „ქართული ღვინის ფეტსივალი 2018-ის“ პარტნიორები ვართ, რაც ჩვენთვის მეტად საპატიოა. 13 ოქტომბერს ჩვენი 10 მსახიობი იქნება წარმოდგენილი ღონისძიებაზე. ისინი სხვადასხვა ტრადიციულ სამოსში იქნებიან გამოწყობლები და ხალხში ისეირნებენ. ეს კი ფესტივალზე სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნის. ვეცდებით, ძველი თბილისი გავაცოცხლოთ.“


წელს „ქართული ღვინის ფესტივალი“ უკვე მეორედ იმართება. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ქარ­თუ­ლი ღვი­ნის და­გე­მოვ­ნე­ბისა და საინტერესო პერფომანსის ნახვის პა­რა­ლე­ლუ­რად, მრა­ვალ­ფე­რო­ვანი ქართული პროდუქციის დათვალიერებისა და შეძენის შესაძლებლობა ექნება."ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი 2018“ სტუმ­რებს ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ულ პურ­საც შეს­თა­ვა­ზებს, ასე­ვე წა­რმოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა სა­უ­კე­თე­სო ჩურ­ჩხე­ლა და ჩირი, ქარ­თუ­ლი ყვე­ლი კომპანიები.


" ვფიქ­რობთ რომ შარ­შან­დელ­მა ფეს­ტი­ვალ­მა ყვე­ლა კმა­ყო­ფი­ლი და­ტო­ვა, რო­გორც ღვი­ნის კომ­პა­ნი­ე­ბი, ასე­ვე სტუმ­რე­ბი. წელს პროგ­რა­მა კი­დევ უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იქ­ნე­ბა. მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის მსურ­ვე­ლებ­მა კი აუ­ცი­ლებ­ლად მოგ­ვწე­რონ ოფი­ცი­ა­ლურ ფე­ის­ბუქ გვერ­დზე: ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი • Georgian Wine Festival" - გან­მარ­ტავს ფეს­ტი­ვა­ლის პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რი ანა­ნო თავ­ხე­ლი­ძე.


ღო­ნის­ძი­ე­ბა 13 ოქ­ტომ­ბერს შარ­დენ­ზე 12:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა და 19:00 სა­ათ­ზე დას­რულ­დე­ბა. რო­გორც შარ­შან, ასე­ვე წელს ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ძა­ლი­ან ბევრ ტუ­რისტს ელო­დე­ბი­ან.

0
29
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0