x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134557
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508701
ქისტ ძმებს
image

ქისტებო, ფხია ვარ, მე თქვენი მეხოტბე,

იქერშლოს სახანოს რად აწევს წკვარამი?!

აღარვინ შემორჩა ამ სოფლებს მეთოფე,


ჯავრისგან აჟრჟოლებს აკლდამებს ვარამი.


ციხეთა ბროლის ქვებს ურუსნი ამსხვრევენ

(სიცოცხლე ჰყონიყოს ამ კვდომის, არამი...)

შვინდეთის გორებზე ქარები ოხრავენ,

მოთქვამენ ციხენი ხმას გასცემს არავინ;


აქ ყველა სოფელი და ყველა ხეობა

კარგ ყმების კერაა... ახლა კი მზარავი.

მამ-პაპათ მტერია აქ უდგას დღეობა,

არ დათმოთ მამული! ალღო აქვს მსარავი...


არიშკელს, მითხოელს, ხილდსა და მაისტელს,

ალაჰმა ინებოს გაშორდეს ურუსი.

ვიხსენებ თქვენს ბრძოლებს საკვირველს, მაშინდელს,

ჩემს სულშიც შემოდის ჯავრი და ბურუსი...


მეც თქვენთან ვიბრძოლებ თუ ფხია დაგჭირდათ,

ჩეჩენო ბიჭებო არ დათმოთ მელხისტი.

მამულის დაცვაში მტერი რას დაგჭრიდათ

ბრძოლაში მგელია, მგელივით ხმელ ქისტი.


ლექსის ავტორი: მურღვა არდოტელი.


0
54
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0