x
კარტოფილის ბურთულები

imageშემადგენლობა: 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 250გრ საქონლის ხორცი, 2 კბილი ნიორი(დაჭრილი) 6 ცალი დაჭრილი ზეთის ხილი, 1 სუფრის კოვზი ფქვილი, 1/2 კგ მოხარშული კარტოფილი, კვერცხი, დაჭრილი ოხრახუში(ისე რომ 2 სუფრის კოვზი გამოვიდეს) 2 სუფრის კოვზი გახეხილი პარმეზანის ყველი(შეგიძლიათ გამოიყენოთ სულგუნის ყველი) 3 სუფრის კოვზი ხორბლის ფქვილი, 1 ჩაის კოვზი საცხობი ფქვილი, 1 (გათქვეფილი) კვერცხის ცილა, მარილი, წიწაკა გემოვნებით.დაფშხვნილი სუხარი(ამოსავლებად).imageმომზადების მეთოდი: საქონლის ფარში მოვთუთქოთ ისე რომ ცოტა აკლდეს, ცხელსვე გავურიოთ ზეითუნის ზეთი, დავამატოთ დაჭრილი ნიორი, მარილი, წიწაკა და დაჭრილი ზეითისხილი.შევურიოთ კარგად და ვურიოთ გაციებამდე.მოხარშული კარტოფილი, გავატაროთ ხორცის მაშინაში, თბილსვე დავამატოთ კვერცხი(+ცილა), ოხრახუში, მარილი, გახეხილი პარმეზანის ყველი, ხორბლის ფქვილი და საცხობი ფქვილი, ვზილოთ კარტოფილის ცომი სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთimageშემდეგ გადავიტანოთ 20 წუთის განმავლობაში მაცივარში(არა საყინულეში)...გავაკეთოთ საშვალო ბურთულები, ხელის გულზე, კოვზის მეშვეობით მივცეთ ფორმა შიგთავსის ჩასადებად, როგორც ნაჩვენებია ფოტოზე.image
შევავსოთ ხორცით, ბურთულები ამოვავლოთ დაფშხვნილ სუხარში და ჩავყაროთ ცხელ ზეთში, სანამ ბურთულები ოქროსფერი არ გახდება(ყავისფერი).მოვიღოთ ბურთულები და განვათავსოთ ქაღალდის პირსახოცში ჭარბი ცხიმის დასაკარგად.image
პ.ს შიგთავსი შეგიძლიათ ხორცის ნაცვლად მოამზადოთ, მხოლოდ ყველით, თევზის ან ქათმის ფილეთი.imageგემრიელად მიირთვით :)



0
100
შეფასება არ არის
ავტორი:და ლი
და ლი
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0