x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
სხეულის 10 რეაქცია, რომელთა გაკონტროლებაც შესაძლებელია, მათ შორის გულისცემის და ტკივილის
image

ჩვენი სხეულის სრული მართვა შეუძლებელია, ფიზიოლოგიურ პროცესებზე ზეგავლენას ნამდვილად ვერ მოვახდენთ. ზოგჯერ, ჩვენი სხეულის რეაქციები უხერხულ მდგომარეობაშიც კი გვაგდებენ, მაგალითად: ხველა გვეწყება მნიშვნელოვანი პრეზენტაციის დროს, ტუალეტში შესვლა გვინდა და გარშემო ტუალეტი არსადაა... საბედნიეროდ, თუ ჩვენს ორგანიზმს სწორად მივუდგებით, თავიდან შეგვიძლია ეს უსიამოვნო შეგრძნებები ავირიდოთ.


1. გულისცემა შენელდება, თუ თითს შეუბერავთ

imageჯანმრთელ ადამიანში გულისცემის გახშირება მეტწილად სტრესის ბრალია. შესაძლოა, გულისცემის გახშირება რაიმე მნიშვნელოვან ღონისძიებას თუ მოვლენას უძღოდეს წინ. საბედნიეროდ, არსებობს ძალიან მარტივი მეთოდი იმისთვის, რომ მალე დავწყნარდეთ. საჭიროა მხოლოდ მაგრად შეუბეროთ თქვენს ცერა თითს. ცერა თითს საკუთარი პულსაცია გააჩნია. გაგრილება მას ანელებს და ჩვენც დამშვიდებაში გვეხმარება.



2. წონის გადატანა ფერდის ტკივილისგან გვიხსნის

imageბევრისთვისაა ნაცნობი ტკივილი, რომელიც სირბილის დროს ფერდში აღმოცენდება და გვაიძულებს, გავჩერდეთ. საქმე ისაა, რომ სირბილის დროს სისხლის მიმოქცევა ჩქარდება, მაგრამ ზოგჯერ სისხლი სწორად გადანაწილებას ვეღარ ახერხებს და ღვიძლსა ან ელენთაში გროვდება და მათზე დაწოლას იწვევს, რასაც ტკივილი მოსდევს.

პროფესიონალმა სპორტსმენებმა კარგად იციან, როგორ გაუმკლავდნენ ამ პრობლემას: სირბილის ტემპი უნდა შეანელოთ და ამოსუნთქვასთან ერთად სხეულის სიმძიმე მტკივნეული ფერდის საწინააღმდეგო მხარეს უნდა გადაიტანოთ.


3.კისრის ვარჯიში ხელების დაბუჟებას მოგიხსნით

imageდაბუჟებით გამოწვეული უსიამოვნო შეგრძნება ყველას გამოუცდია. ამ დროს ხელს ვიქნევთ, ვამოძრავებთ და ეს ნამდვილად გვეხმარება, მაგრამ არსებობს უფრო ეფექტური მეთოდიც:კიდურების დაბუჟება იმ ნერვებზე ზეწოლის შედეგია, რომელიც კისერში გადის. თავის ტრიალით, კისრის ვარჯიშით თქვენ ნერვებზე ზეწოლას მოხსნით, რაც კიდურებში დაბუჟებას სწრაფად გააქრობს.


4.ყურის მასაჟი ყელში ღიტინს გააქრობს

imageყელში ღიტინის გრძნობა უეცრად წარმოიშობა და მასთან გამკლავება რთულია. შესაძლოა ხველამ ან წყალმა გიშველოთ, მაგრამ ამას გარკვეული დრო დასჭირდება. იმისთვის, რომ ეს უსიამოვნო გრძნობა მოიშოროთ, დაიმასაჟეთ ყური, უკეთესია თუ ამას ყურის შიგნითა მხარეს გააკეთებთ. უსიამოვნო შეგრძნებას კუნთების სპაზმი იწვევს, მასაჟით კი ჩვენ ნერვს ვასტიმულირებთ და კუნთებს მოდუნებაში ვეხმარებით.


5. ხველა ნემსის წინააღმდეგ

imageნემსის გაკეთებით გამოწვეული შეგრძნებისგან სამწუხაროდ ვერაფერი გაგათავისუფლებთ სრულად, მაგრამ შეგიძლიათ ეს უსიამოვნო შეგრძნება შეამციროთ მაინც.

თუ ნემსის გაკეთების დროს ხველას დაიწყებთ, ტკივილი შესამჩნევად იკლებს. ეს უბრალო მეთოდი გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ისეთი თერაპია, როგორიცაა მუსიკის მოსმენა, ფილმის ყურება, საუბარი და ყურადღების გადასატანი სხვა საშუალებები.


6.წარბებს შუა მასაჟი გაჭედილ ცხვირს უშველის

imageგაცივების დროს, სპრეი, წვეთები თუ სხვა საშუალებები კარგად უმკლავდებიან ისეთ პრობლემას, როგორიცაა გაჭედილი ცხვირი. მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ ხელთ არც ერთი საშუალება არ გვაქვს და ცხვირით სუნთქვაც გვიჭირს?

თითით დააწექით წარბებს შორის ადგილს და დაიმასაჟეთ. ენა სასას უნდა მიაკრათ. შედეგს 20 წამში იგრძნობთ. საჭიროების შემთხვევაში რამდენჯერმე გაიმეორეთ.



7. ტკივილი იკლებს, თუ ჭრილობას ამოტრიალებული ბინოკლიდან შეხედავთ

imageსხეულის ნებისმიერ წერტილში გამოწვეულ ტკივილზე ტვინია პასუხისმგებელი. აღმოჩნდა, რომ ჩვენ შეგვიძლია ტვინი მოვატყუოთ და ჭრილობა ნაკლებად საშიშად მოვაჩვენოთ.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს ადამიანებზე, რომლებიც ხელის ქრონიკული ტკივილებით იტანჯებოდნენ. მათ ითხოვეს, მტკივნეული ადგილისთვის სხვადასხვა რაკურსითა და დაშორებიდან შეეხედათ. აღმოჩნდა, რომ გამოსახულების გადიდების დროს ადამიანები ტკივილის ზრდას გრძნობდნენ, გამოსახულების დაპატარავებისას კი ტკივილიც მცირდებოდა.


8. თუ ტუალეტში გინდათ, წვივი მოიფხანეთ

imageტუალეტში შესვლის სურვილი ზოგჯერ უდროო დროს გვიჩნდება და შემაწუხებელი ხდება. ამ დროს ტვინი სიგნალებს გვიგზავნის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავცალოთ შარდის ბუშტი, სინამდვილეში კი ადამიანს უფრო მეტხანს შეუძლია მოთმენა.

ავსტრალიელმა ფიზიოთერაპევტმა, ჯანეტ უებმა საინტერესო მეთოდს მიაგნო : როცა ძალიან გინდათ ტუალეტში შესვლა და ვერ ახერხებთ, საჭიროა ენერგიულად მოიფხანოთ წვივი და შვებას იგრძნობთ. სამწუხაროდ, ეს მეთოდი მხოლოდ ქალების შემთხვევაში ამართლებს.


9.თავბრუსხვევა გაგვივლის, თუ უბრალო სავარჯიშოს გავაკეთებთ

image
თავბრუსხვევას, გარდა სხვადასხვა პათოლოგიებისა, სტრესი, შიში და უჰაერობაც იწვევს. არსებობს მეთოდი, რომელიც ამ უსიამოვნო შეგრძნებისგან 1 წუთში გაგვათავისუფლებს. საჭიროა მუხლებზე დაეშვათ, თავი უკან გადასწიოთ, შემდეგ წინ გადმოსწიოთ და შუბლით იატაკს შეეხოთ და შემდეგ, ისე რომ სხეულის მდებარეობა არ შეცვალოთ, თავი მარცხენა იდაყვისკენ მიატრიალოთ.imageimageimage


10.გასაგრილებლად, პულსაციის ადგილას ცივი საგანი დაიდეთ

imageზაფხული განსაკუთრებით მათთვისაა აუტანელი, ვინც ვარჯიშობს და ცხელ დღეებში ფიზიკურად იტვირთება, იმისთვის, რომ სხეულის ტემპერატურა დავწიოთ, არსებობს ასეთი საშუალება: სხეულზე, იმ ადგილას, სადაც პულსაციაა, ცივი საგანი დაიდეთ. ასეთი ადგილებია საფეთქლები, მაჯა, ყელი, მუხლის უკანა მხარე.

შეგიძლიათ სველი პისახოცი შემოიხვიოთ თავზე, ისე, რომ საფეთქლებს ფარავდეს, ან ცივი საგანი დაიდოთ ისეთ ადგილას, სადაც ვენები კანთან ახლოსაა.

0
154
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
154
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0