x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
-"...სოხუმი კი არ დაცემულა, არამედ ჩააბარა ძაღლმისაკვდომმა შევარდნაძემ .." - ცოტნე გამსახურდია
image
"სოხუმი კი არ დაცემულა, არამედ ჩააბარა ძაღლმისაკვდომმა შევარდნაძემ და ფაქტებს ნუ ამახინჯებთ ამ უპიროვნო "დაცემულა"-თი. და ამაზე პასუხისმგებლობას იზიარებს ყველა, ვინც ის ამ ქვეყნის სათავეში მოათრია და მის ქმედებებს უჭერდა მხარს! ასე არ გამოვა, მარტო ედიკა იყო ყველაფერში დამნაშავე, სტალინმა მარტო დახვრიტა მილიონობით ადამიანი, და უახლოეს წარსულში ციხის მოვლენებზე მხოლოდ ხუთიოდე ჯალათი იყო თითქოს პასუხისმგებელი!

გაგახსენებთ ფაქტებს: 1992 წლის სექტემბერში რუსული მხარის შუამდგომლობით და გარანტიით შევარდნაძემ და აფხაზებმა გაგრის რაიონის დემილიტარიზაციაზე მოილაპარაკეს და იარაღი ჩააბარეს, რასაც, რა თქმა უნდა, რუსული მხარე უზრუნველყოფდა და აკონტროლებდა. შედეგი: ერთ თვეში განიარაღებულ გაგრას შეუტიეს აფხაზებმა, ჩრდილო-კავკასიელთა ბანდებმა, კაზაკებმა და ქართველების თავებით ფეხბურთი ითამაშეს...

პრაქტიკულად ზუსტად ერთი წლის შემდეგ შევარდნაძე ისევ დათანხმდა სოხუმის დემილიტარიზაციის რუსულ გეგმას, სოხუმიდან მოხსნეს და გაიტანეს მძიმე შეიარაღება, რასაც ისევ რუსები უზრუნველყოფდნენ და აკონტროლებდნენ, და კარგად გამაგრებული ქალაქი სანადირო თოფების და ავტომატების ამარა დატოვეს. შევარდნაძემ გასცა ბრძანება, ყველა ლტოლვილი სოხუმში დაბრუნებულიყო, თორემ ქალაქიდან ამოწერდნენ. პირველ სექტემბერს ბავშვებიც კი სოხუმში უნდა წასულიყვნენ სკოლაში, თორემ სკოლიდან გავრიცხავთო!!! გესმით, რაზეა ლაპარაკი?!

ასევე, ზუსტად ერთ თვეში, ბანდებმა და რუსულმა შენაერთებმა ქალაქს შეუტიეს, რუსმა "მშვიდობისმყოფელებმა" მხრები აიჩეჩეს და ქალაქი ქართველების სისხლით შეიღება!
შევარდნაძემ ალყაშემორტყმული სოხუმი რუსული სამხედრო ფლოტის კატარღით დატოვა, და ჟიული შარტავა - ალყაშემორტყმულ, უიარაღოდ დარჩენილ ქალაქში. სწორედ ამ ფლოტს შეიყვანს სოხუმის დაცემიდან ერთ თვეში სამეგრელოში კანონიერ ხელისუფლებასთან საბრძოლველად "რუსების მიერ მოტყუებული" შევარდნაძე და შევა "ესენგეში"...


აფხაზეთიდან დევნილი მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილი, დაახლოებით 100 ათასი ადამიანი გალიდან და ოჩამჩირიდან გადმოვიდა სამეგრელოში. მათ, ვინც ვერ მოასწრო მდინარე კოდორზე გადმოსვლა, რადგან ხიდი აფხაზების ხელში აღმოჩნდა, წავიდა ზემოთ, ჭუბერზე, კოდორის ხეობის გავლით... ამ დროს დანარჩენ საქართველოში სვეცკურ-ბოზური კუტოკები აჯერებდნენ ჯოგს, გამსახურდიამ დევნილები სამეგრელოში არ შეუშვა და იმიტომ წავიდნენ კოდორის ხეობის საშინელ გზაზეო...

ჭეშმარიტად, ამათი მაცხოვარია ის ძაღლმისაკვდომი. სანამ ცოცხალი იყო, ამ ხალხის ფული აჭამა, მოკვდა და მერე მთელი ცოდვები იმას მიაწერეს ..დარჩნენ თავად მდიდრები და უცოდველები... განა ტყუილად დააჩოქა ილია მეორემ რუსთაველზე?" - ცოტნე გამსახურდია



0
178
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
178
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0