x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508604
,,სპრინტერი'' - მდიდარი ადამიანებისთვის

image


კომპანია “მერსედეს-ბენცის'' ამერიკულმა დილერ-ცენტრმა “სპრინტერის'' სპეციალური მოდიფიკაცია შექმნა, რომლის სალონიც კერძო რეაქტიული თვითმფრინავის ძვირფასი ინტერიერის სტილშია შესრულებული.ამ ვერსიას Brilliant Van ეწოდა.მისი ყიდვა მხოლოდ წინასწარ სპეციალური შეკვეთით შეიძლება.ექსკლუზიური შვიდადგილიანი “სპრინტერის'' სალონი ძვირფასი ნატურალური ტყავითა და ნატურალური ხის მასალითაა გაწყობილი.მგზავრებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე მულტიმედიური სისტემა, 32-დიუმიანი ტელევიზორით, DVD - აპარატურით, აუდიოსისტემით, სათანამგზავრო ტელეარხებითა და რადიოთი, უსადენო ინტერნეტით აგრეთვე Apple - ს ფირმის ყველანაირი პროდუქციით.გარდა ამისა, სალონში დამონტაჟებულია მასაჟისთვის განკუთვნილი სავარძელი, მაცივარი, დასაკეცი მაგიდა, მინი ბარი, ხოლო ფანჯრებზე ჟალუზებია დამონტაჟებული. “სპრინტერის'' ეს მოდიფიკაცია მხოლოდ ერთი ძრავით აღიჭურვება, დიზელის 3.0 ლიტრი მოცულობის 6-ცილინდრიანი ტურბო ძრავით, რომელიც 188 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.ექსკლუზიურ მერსედეს “სპრინტერს'' ფასიც გამორჩეული აქვს: 190 000 დოლარი.



image

image


image

image

image

image

image

image







3
676
4-ს მოსწონს
ავტორი:Trollface
Trollface
676
  
2012, 19 ივლისი, 15:03
;D :D
2012, 19 ივლისი, 10:34
კონდენციონერებს რთავენ ხოლმე მანდ ? :D:D:D
0 1 3