x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"საშინელება მოხდა თბილისის ზღვისკენ მიმავალ გზაზე"(ვიდეო)

image

ბლოგერი და ცნობილი ტელესახე ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში იმ ავატოავარიის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც თავად შეესწრო და წერს:

ნახევარი საათის წინ ს ა შ ი ნ ე ლ ე ბ ა მოხდა თბილისის
ზღვისკენ მიმავალ გზაზე. ხ უ დ ა დ ო ვ ი ს 161 ნომერთან,
ივერთუბნის დედათა მონასტრის გადასახვევთან
"ლექსუსის" ჯიპი მაღალი სიჩქარით შ ე ე ჯ ა ხ ა
"ფოლსკვაგენ გოლფს", რომელმაც საპირისპირო მხრიდან
მოულოდნელად გადმოუჭრა გზა...
ამბობენ, რომ "გოლფში" მყოფი 3 წლის ბავშვი ადგილზე
გ ა რ დ ა ი ც ვ ა ლ ა... საჭესთან იჯდა ქ ა ლ ბ ა ტ ო ნ ი და
მის გვერდზე მისი მეგობარი ასევე ქალბატონი...
უკანა სავარძელზე კი 4 მ ც ი რ ე წ ლ ო ვ ა ნ ი...
როგორც ამბობენ, მათ ბავშვები გამოიყვანეს ბ ა ღ ი დ ა ნ
და შინ მიდიოდნენ... ტ რ ა გ ე დ ი ი ს ამსახველი ვ ი დ ე ო
მასალა ამ წამს შემყავს კომპიუტერში და ცოტა ხანში
ავტვირთავ. შეგნებულად არ გადავიღე დალეწილი და
სისხლიანი ადამიანები. მხოლოდ დამტვრეული მანქანების
კადრები მაქვს და კიდევ ფარულად ჩაწერილი, როგორ
ეჩხუბება მოსახლეობა ს ა ს წ რ ა ფ ო დახმარების ექიმებს,
რადგან მათ არ ჰქონდათ ჟ ა ნ გ ბ ა დ ი!
ავარია იყო რა თქმა უნდა "გოლფის" ბრალი, მაგრამ მაგ
გზაზე ზე-სიჩქარით დაჰქრიან მანქანები და ეს მისახედია!
ამ შემთხვევაშიც, "ლექსუსის" მძღოლს ამხელა სიჩაქარით
რომ არ ექროლა, სავარაუდოდ მოასწრებდა დამუხრუჭებას!
მ ძ ღ ო ლ ე ბ ო! ნუ ეთამაშებით სიკვდილ-სიცოცხლეს!


image



0
764
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
764
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0