ანეკდოტები ყველა წარმატებული კაცის უკან ქალი დგას! 2018, 20 სექტემბერი, 12:01 სოციალურ ქსელში გავრცელდა სახალისო ანეკდოტი, "საიდან იღებს სათავეს გამოთქმა - "ყველა წარმატებული კაცის უკან ქალი დგას!", რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ტაილანდში, კორპორაციულ წვეულებაზე ხელმძღვანელმა შეთავაზება გააკეთა: თუ ვინმე ჩახტება ნიანგებიან ტბორში და იქიდან ცოცხალი ამოვა, $5 მლნ-ს გადავუხდი, ვინც დაიღუპება - $2 მლნ-ს - მის ოჯახს. დიდხანს ვერავინ ბედავდა გადახტომას. უცბად ერთი კაცი გადახტა და... დაიწყო: ყველა ნიანგი ერთად გამოეკიდა, კაცი ათეულობით ნიანგს გაურბოდა, წამოწეულებს ურტყამდა, კბენდა, ამტვრევდა, ზოგს საკუთარ სხეულს პირიდან აცლიდა და ... 30 წუთის შემდეგ როგორც იქნა დაუსხლტა, ამოძვრა და დაიღრიალა: რომელმა გარეწარმა მკრა ხელი? საბოლოოდ ეს მისი მეუღლე აღმოჩნდა. აქედან იღებს სათავეს გამოთქმა: ყველა წარმატებული კაცის უკან ქალი დგას!" რაც შეეხება თუ გაინტერესებთ, საიდან მოდის გამოთქმა:ყველა წარმატებული კაცის უკან ქალი დგას! ეს გახლავთ ინგლისური ანდაზა, თუმცა თითქმის ანალოგიური გამოთქმა ჩინელებსაც აქვთ. ფოტოზე:სამხრეთ აფრიკელი ჟურნალისტის და მწერლის ზუკისმა უონერის წიგნი:"ყოველი წარმატებული კაცის უკან.."(2008) 151 4-ს მოსწონს
|