x
image
lady.ge
ბენ აფლეკის და ჯენიფერ გარნერის ნაბოლარა შვილი (ექსკლუზიური კადრები)

imageჰოლივუდის სანიმუშო წყვილად ცნობილი ბენ აფლეკისა და ჯენ გარნერის ოჯახს, ოთხი თვის წინ ნაბოლარა ბიჭუნა სემოელი შეემატა. ორი გოგოს შემდეგ, მესამე ნანატრი ვაჟით აფლეკი ძალიანაც რომ ამაყობს, თუმცა საოცარია ის გარემოება, რომ გარნერ-აფლეკის ან როგორც უცხოურ პრესაში მოიხსენიებენ "ბენიფერის" ოჯახის ყველა ნაშიერი "ქოფი-ფეისთივით" წააგავს ერთმანეთს. ვარსკვლავ დედ-მამასთან ერთად, უფროსი ვიოლეტი, შუათანა სერაფინა და ნაბოლარა სემუელი, რომლისთვისაც ფოტოების გადაღება მთელი ამ ოთხი თვის მანძილზე პაპარაცებმა ვერა და ვერ შესძლეს, რამოდენიმე დღის წინ, მაინც მოიხელთეს ცნობისმოყვარე ყვითელი პრესის წარმომადგენლებმა. ჯენიფერ გარნერი, რომელიც მსახიობის კარიერას წარმატებით უთავსებს საპროდიუსერო საქმიანობას, მართლაც რომ სანიმუშო დედა და მეუღლეა. იგი თავად უვლის ქმარ-შვილს ამ სიტყვების სრული და არა გადატანითი მნიშვნელობით და არც ბავშვების ჯანსაღი ცხოვრების წესით გაზრდაზე ზრუნვა ავიწყდება. სხვა რა უნდა ინატროს მამაკაცმა მეტი? ალბათ ამიტომაცაა რომ ჰოლივუდის ერთერთ ყველაზე მიმზიდველ მსახიობად აღიარებული


ბენ აფლეკი ერთი ქალის ერთგულია აქამდე და დღემდე სიგიჟემდე

უყვარს იგი. imageimageimage

1
694
3-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
694
  
2012, 6 ივლისი, 16:57
ნაბოლარა :)
0 1 1