x
მეტი
  • 20.10.2018
  • სტატია:81810
  • ვიდეო:333827
  • სურათი:438958
იზრდება თუ არა ქართული ღვინის ხარისხი და რა გავლენას ახდენს ხარისხზე ექსპორტი

image


თუკი თანამედროვე ქართულ მეღვინეობაში არსებულ ტენდენციებს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ 2015-2017 წლების მოსავლის ქართული ღვინოები ხარისხითაც და ენოლოგიური ღირსებებითაც ბევრად უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე მაგალითად, 2009-2011 წლების მოსავლის ღვინოები. გამონაკლისი შემთხვევები, რა თქმა უნდა, ცალკე თემაა. ჩვენ ვსაუბრობთ ტენდენციაზე, რაც ბოლო პერიოდში ზოგადად ქართული ღვინის ხარისხის ზრდას უკავშირდება.


ღვინის გლობალურ ბაზარზე გასვლის შემდეგ, ქართული ღვინის დიდი კომპანიები იძულებულები გახდნენ, მოეხდინათ საწარმოების ტექნიკური გადაიარაღება, დაენერგათ ხარისხის მართვისა თუ წარმოების საერთაშორისო სტანდარტები, მოეწვიათ ენოლოგები ევროპიდან და დაეწყოთ კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება. შესაბამისად, თავის დროზე რუსული ბაზრისთვის განკუთვნილი იაფფასიანი, ფალსიფიცირებული და ე. წ. ჩვეულებრივი ნახევრადტკბილი ღვინოების ნაცვლად გამოჩნდა ახალი სტილის, ჯანსაღი და ხარისხიანი ღვინოები.


image


თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ 2010 წლამდე ამ ღვინოების უმეტესობას მეტწილად ერთმანეთის მსგავსი, სტანდარტული გემო ჰქონდა, თითქოს ყველა ერთმა დანადგარმა ჩამოასხაო. 2012-2013 წლებიდან კი ბაზარზე გამოჩნდა ინდივიდუალური ღირსებების მქონე ქართული ღვინოები, რომელთა ხასიათშიც უკვე არა მანქანა-დანადგარების, არამედ მეღვინეების ხელწერა ჩანს. ჩვენ ამჯერად მხოლოდ დიდი კომპანიების მიერ წარმოებულ ღვინოებზე ვსაუბრობთ. მცირე მარნის ექსკლუზიური (ძირითადად ქვევრის) ღვინოების ხარისხი სულ სხვა განსჯის თემაა.


ნატურალური ღვინის მწარმოებელი მეღვინეები ღვინის ფესტივალებზე ჩვენთან საუბარში ხშირად შიშებს გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო წლებში ქართული ღვინის იმპორტი კატასტროფულად გაიზარდა და ეს ქართული ღვინის იმიჯს საბოლოო ჯამში დააზიანებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით..კითხვის გაგრძელება>>>





0
26
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0