x
მეტი
  • 20.10.2018
  • სტატია:81806
  • ვიდეო:333827
  • სურათი:438953
სერ ოსუალდ მოსლი - "ჩვენ გვჯერა საკუთარი რასის"

სერ ოსუალდ მოსლი - "ჩვენ გვჯერა საკუთარი რასის"

სერ ოსუალდ მოსლი (1896-1980 წწ.) იყო უაღრესად პოპულარული ბრიტანელი პოლიტიკოსი, რომლის გამოსვლებზეც აურაცხელი ოდენობის ხალხი მიდიოდა. პრო-გერმანული და პან-ევროპული "ბრიტანელ ფაშისტთა ერთობის" ლიდერი, პირველი მსოფლიო ომის ვეტერანი, ბრიტანეთის პარლამენტის ყოფილი წევრი და პოტენციური პრემიერ-მინისტრი. მოსლი 1940 წელს უინსტონ ჩერჩილის პრემიერის პოსტზე დანიშვნასთან ერთად, პოლიტიკური ნიშნით მყისიერად დააკავეს და შინა პატიმრობა მიუსაჯეს, რადგან იგი გერმანიასთან მოლაპარაკებების, მშვიდობის და პარტნიორობის მომხრე იყო. მისი პარტია კი აკრძალეს. იგი მხოლოდ 1943 წელს გაათავისუფლეს შიდა პატიმრობიდან. გთავაზობთ მისი ერთ-ერთი სიტყვით გამოსვლის თარგმანს:



"ბუნებრივია ჩვენ გვწამს საკუთარი რასის, ყველა ღირსეულ ქალს და კაცს სწამს საკუთარი რასის, მსგავსად საკუთარი ოჯახისა. მაგრამ რახან თქვენ გწამთ საკუთარი რასისა და ოჯახის სრულებითაც არ ნიშნავს, რომ სხვა რასების ან ოჯახებისთვის ზიანის მიყენება გწადიათ. პირიქით, ეცდებით მათ შეძლებისდაგვარად კარგად მოექცეთ. ისინი საუბრობდნენ იმაზე, რასაც "მულტირასობრიობას" უწოდებენ. ვიღებთ კაცობრიობას, ვათავსებთ ტომარაში, კარგად ვანჯღრევთ და ღმერთმა უწყის რას მივიღებთ. ჩვენ შეგვიძლია მშვიდად და მეგობრულად ვცხოვრობდეთ გვერდიგვერდ ცალ-ცალკე სახელმწიფოებსა და კულტურებში, მაგრამ მიუღებელია ხალხებისა და რასების აღრევა, რომლებიც ძალზე განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ეს მხოლოდ უბედურებას თუ გამოიწვევს. თქვენ ისტორიულ ეპოქაში ცხოვრობთ. როდესაც ამ პერიოდზე დაიწერება და შთამომავლობა მას გადმოხედავს. თუ სწორად მოვიქეცით, თუ სიმტკიცე გამოვიჩინეთ, თუ მყარად დავდექით, მომავალი თაობებისთვის საამაყო წინაპრებად ვიქცევით, მე არ ვისურვებდი მეცხოვრა ისტორიის რომელიმე სხვა მონაკვეთში, ვინაიდან კაცთა მოდგმა არასოდეს ყოფილა მსგავსი შესაძლებლობებისა და არჩევანის წინაშე კატასტროფას ან უფრო მაღალ მწვერვალებსა და სიდიადეს შორის. ჩემო მეგობრებო იცხოვრეთ იმ იდეით, რომ ინგლისელები ხართ, რომ ევროპელები ხართ, რომ შთამომავალნი ხართ იმ ხალხისა, რომლებიც განუწყვეტლად ეჭიდებოდნენ წარმოუდგენელ სირთულეებს, რომ თქვენ წინაარმდეგ უზარმაზარი ძალაა. მაგრამ საკუთარ წიაღში გაგაჩნიათ ის ნება, ის სული, უპირველეს ყოვლისა ის მრწამსი, რომელიც წინ წარუძღვება მომავალ თაობებს. რათა შემოგხედონ თქვენ ისტორიის ფურცლებიდან და ამაყად თქვან: ინგლისს, ბრიტანეთს, ევროპას მათ უერთგულეს! ღმერთი, ღირსება, სამშობლო! ინგლისი ცოცხლობს და წინ მიდის!"



ასევე დაგაინტერესებთ:

1. ადოლფ ჰიტლერის საჯარო გამოსვლა - "მეოცნებე"

2. ადოლფ ჰიტლერის გამონათქვამები და მოსაზრებები

3. დონალდ ტრამპის საუკეთესო საჯარო სიტყვა

4. ევროპის ხმა

5. მუჰამედ ალი რასობრივი აღრევის წინააღმდეგ

6. ადოლფ ჰიტლერის ნახატების სრული კოლექცია

7. იოზეფ გებელსი - ებრაული პრობლემა



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
155
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
155
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0