x
სოციალური ფასილიტაცია და სოციალური სიზარმაცე

image
ადმიანის ქცევა ჯფუფში ყოველთვის ერთ-ერთი საინტერესო მოვლენა იყო ფსიქოლოგიაში. ხშირია ადამიანის ცვლილება ქცევაში, როდესაც ჯგუფში იმყოფება. და იმ ფაქტორებს, რომელიც განაპირობებს ადამიანის ქცევაზე გავლენებს ჯგუფში, სწავლობს სოციალური ფსიქოლოგია. ეს სტატია იქნება ორ მოვლენაზე – სოციალურ ფასილიტაციაზე და სოციალურ სიზარმაცეზე. სხვადასხვა დაკვირვებისას შეიმჩნეოდა ქცევის ხაირისხის გაუმჯობესება ან ხარისხის შემცირება. ფენომენს, როდესაც ადამიანში ქცევის გაუმჯობესება ხდება მაყურებლის არსებობის ფაქტორით, სოციალური ფასილიტაცია ეწოდება. ეს ფენომენი პირველად ნორმან ტრიპლეტმა შეამჩნია, როდესაც ველომრბოლელის სიჩქარე იზრდებოდა მაყურებლისა და მოწინააღმდეგის არსებობის შემთხვევაში. შემდგომმა გამოკვლევებმა, ექსპერიმენტებმა ამ ფენომენის არსებობა დაამტკიცა და უფრო კარგად შესწავლილი გახადა.

სოციალური ფასილიტაციის შესწავლისას გამოვლინდა საწინააღმდეგო ფენომენი ანუ სოციალური შეფერხება, კერძოდ, როდესაც ადამიანი აუდიტორიის წინაშე უარესად ასრულებს ქცევას, ვიდრე მარტო ყოფნისას. ეს მოვლენა შემდგომ აიხსნა ზაინოცის მიერ. ის თვლის, რომ სხვების თანდასწრება ზრდის აგზნებას და მოტივაციას და ეს აუმჯობესებს თუ უარესს ხდის ქცევას, დამოკიდებულია იმ მოქმედებაზე, რომელსაც აკეთებს აქტორი. თუ მოქმედება კარგად აქვს ათვისებული ან ძალზე მარტივია, მაშინ აუდიტორია აუმჯობესებს ქცევის ხარისხს, ხოლო, როდესაც მოქმედება, რომელიც არაა ავტომატიზირებული, კარგად დასწავლილი, ათვისებული, მაშინ აგზნება ცუდად მოქმედებს ქცევის შესრულებაზე ანუ აუარესებს მოქმედების ხარისხს. მეორე საკითხია, აუდიტორია რამდენად გვიზრდის მოტივაციას, უკეთ შევასრულოდ ამოცანა. ერთ-ერთი ახალი ბიოფსიქოლოგიური მოდელის თანახმად, სხვა ადამიანების თანდასწრება იწვევს გამოწვევის ან შიშის რეაქციას. თუ ადამიანს აქვს იმის რესურსი, რომ ამოცანა კარგად შეასრულოს, მას უჩნდება გამოწვევის რეაქცია, რომელსაც მოჰყვება ორგანიზმში გულ–სისძარღვთა ეფექტური ფუნქციონირება, მეორე შემთხვევაში კი რესურსების ნაკლებობა იწვევს შიშს, რაც ორგანიზმში იწვევს ისეთ ცვლილებებს, რომელიც საფრთხესთან გამკლავებისას ჩნდება. ასევე გასათვალისწინებელია ქცევის ხარისხის შემფასებელი ვინაა – აუდიტორია თუ თვითონ აქტორი. მოკლედ რომ ვთქვათ, სოციალურ ფასილიტაციას ბევრი ამხსნელი მოდელი აქვს, რომელიც სხვადასხვა ფაქტორებს წამოწევს წინა პლანზე და საერთო ჯამში ამ ფაქტორების ერთობლივი გაანალიზება გვაძლევს ამ ფენომენის უკეთესად ახსნის საშუალებას.

მეორე, ასევე საინტერესო ფენომენია სოციალური სიზარმაცე ანუ ადამიანის ძალისხმევის შემცირება ჯგუფში მუშაობისას. ეს ფენომენი დადასტურდა მრავალ კვლევაში და სხვადასხვა მოდელებიდან ერთ-ერთი ამ მოვლენის ამხსნელ მექანიზმს ორი ფაქტორით ხსნის. სტივენ კრაუმ და კიპლინგ ვილიამსმა სოციალური სიზარმაცე დაიყვანეს შემდეგ ფაქტორებზე: რამდენად დაფასდება ჯგუფში ინდივიდუალური ძალისხმევა და რამდენადაა მნიშვნელოვანი ფგუფის წარმატება ინდივიდისთვის, ამ უკანასკნელის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ჯგუფთან შეჭიდულობა გადამწყვეტი ფატორია. თუ ჯგუფის წევრი თვლის, რომ მისი ძალისხმევა არ იქნება დაფასებული ან ჯგუფის წარმატება მნიშვნელოვანი არაა, მაშინ სოციალური სიზარმაცე დიდი ალბათობით გამოვლინდება. სოციალური სიზარმაცის ტენდენციის შესამცირებლად მნიშვნელოვანია რამდენად შეაფასებენ ინდივიდს ჯგუფში შემუშავებული სამუშაოსთვის. ხშირად ეს ტენდენცია მცირდება ნაცნობების ჯგუფში და იზრდება უცხო ადამიანების ჯგუფში. ხშირად შეიმჩნევა სოციალური კომპენსაცია, როდესაც თანაგუნდელი სოციალურ სიზარმაცეს ავლენს, მეორე, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მუშაობის შედეგი, ორმაგი ძალისხმევით მუშაობს, რათა “ზარმაცი" თანაგუნდელის კომპენსაცია მოხდეს ჯგუფში.

ამრიგად, სხვა ადამიანების თანდასწრებას შეუძლია გამოიწვიოს როგორც სოციალური ფასილიტაცია, ასევე სოციალური სიზარმაცე. სხვებთან ერთად მუშაობას შეუძლია გვიბიძგოს უფრო დიდი ძალისხმევისაკენ ან პირიქით, მოგვადუნოს (საკუთარი უნარების გამოვლენასთან დაკავშირებით). რომელი ეფექტი გამოვლინდება, დამოკიდებულია იმაზე, ჯგუფის კონტექსტი ზრდის თუ ამცირებს ჩვენს ღელვას სოციალურ შეფასებასთან დაკავშირებით. ზოგჯერ ზრდის, რადგან სხვები განსჯიან, აფასებენ ჩვენ მიერ შესრულებულ ქცევას, სამუშაოს, ზოგჯერ კი ამცირებს, რადგან ჩვენი ინდივიდუალური ძალისხმევა არ ჩანს ჯგუფში მუშაობისას. გარდა ამისა, ამა თუ იმ ეფექტის გამოვლენა დამოკიდებულია ამოცანის, დავალების სირთულეზე და იმაზე, თუ რამდენად გვაღელვებს მისი შესრულების შედეგები.

0
393
შეფასება არ არის
ავტორი:ნუკრიკიტო ბერიძე
ნუკრიკიტო ბერიძე
393
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0