x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
საიდუმლო ორგანიზაცია სიონის პრიორატი
image

ვინ ინახავს გრაალის საკრალურ ცოდნას? საიდუმლო ორგანზიაცია "სიონის პრიორატი". "სიონი" - იგი ნიშნავს რწმენას, სხვა განმარტებით "მზიანს", ანუ რწმენის პრიორატს, რწმენის უპირველესობას. პრიორატი ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს კოშკს Prieure De Sion. ეს ორგანიზაცია 1970-იანი წლებიდან ფიგურირებს სამეცნიერო და სალიტერატურო წყაროებში. "ოფიციალური ისტორიის" თანახმად პრიორატი გოტფრუა ბულონელმა დაარსა. ჯვაროსნების მიერ 1099 წელს იერუსალიმის აღების შემდეგ გოტფრუას ბრძანებით სიონის მთის ღვთისმშობლის სააბატო იქნა აღჭურვილი, სადაც ავგუსტინელი ბერების ორდენი განთავსდა, ისინი გოტფრუას მრჩეველის სახელით სარგებლობდნენ. ბერებმა, როგორც პრიორატის "არქივებით" მტკიცდება1118 წელს ტამპლიერთა ორდენის შექმნაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, რაც თავისთავად პრიორატის სამხედრო-ადმინისტრაციული ინსტიტუტი ხდება. პრიორატის მთავარი მიზანი თითქოს მეროვინგების საფრანგეთის ტახტზე დაბრუნება და ამ წმინდა დინასტიის შენარჩუნება იყო.


გენერალური მდივანი ანუ დიდი მაგისტრი 1989 წელს, თითქოს მეროვინგების დინასტიის წარმომადგენელი ვინმე პიერ პლანტერი იყო, რომელიც აცხადებდა, რომ სიონის პრიორატი იერუსალიმის ტაძრის განძს ინახავდა, რომელიც იმ დროს უნდა დაბრუნებულიყო, როდესაც შესაბამისი ჟამი მოატანდა. პლანტერისვე თქმით, ამ საგანძურის ისტორიული, ფულადი ან პოლიტიკური ღირებულება არც იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც მისი სულიერი ფასეულობა. განძში გარკვეული საიდუმლო, გამოცხადება იმალება, რომელსაც დასავლური საზოგადოების ცხოვრების გრანდიოზული ცვლილებების მოხდენა შეუძლია.


კავშირი მარტივია! ტამპლიერები როგორც დავითიან-სოლომონიანთა, ქრისტეს სისხლით მიერ ნათესავთა და ქრისტიანული ქვეყნების ერთადერთ ლეგიტიმურ მეფეთა დინასტიის დამცველნი, პირდაპირ კავშირში იყვნენ მთასთან, სადაც ბიბლიური დავითის და სოლომონის საფლავებია და სადაც მოხდა საიდუმლო სერობა. ანუ ძველი და ახალი აღთქმა დაუკავშირდა ერთმანეთს.



Prior-ლათინურად უპირატესს ნიშნავს, ფრანგულად როგორც უკვე ავღნიშნეთ "კოშკს", რასაც უდიდესი დატვირთვა აქვს ქრისტიანულ ეზოთერიკაში. იგი ალეგორიულად უპირველესის, ზეაღმატებულის ალეგორიაა და ქრისტიანობამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა. გავიხსენოთ რომელ ქვეყნებშია განვითარებული უძველესი კოშკური არქიტექტურა, ეს არის მედიტერიანული ქვეყნები: იტალია, სარდინია, კორსიკა, სამხრეთ საფრანგეთი და საქართველო, უფრო სწორად კავკასია, მაგალითად: შატილი - შატო კოშკი ციხე სიმაგრე.


ტამპლიერების სწავლებაზე ფიდელი და შუსტერი ასეთ რამეს ამბობენ.


აი საიდუმლო სწავლების საფუძველი მდგომარეობს დუალიზმში, ანუ ღმერთს მოიაზრებდნენ როგორც სიკეთისა და ბოროტების შემოქმედს. ცოდნა დუალიზმზე დასაბამს იღებს ჯერ კიდევ ეგვიპტიდან. გნოსტიკოსების სწავლებით სწორედ მაგდალინელმა გადალახა დუალიზმი და დაიმსახურა ქრისტეს სიყვარული. მარიამ მაგდალინელი, იგივე შავი ღვთისმშობელი უდიდესი საიდუმლოა ახალი აღთქმისა, იგი იყო ერთ ერთი მენელსაცხებელი დედა, რაც ღვთისმეტყველურად უდიდესი საიდუმლოს გადმოცემას ნიშნავს.


image


საინტერესოა, აღინიშნოს ასევე ერთი საინტერესო ფაქტი, რომელიც ნებით თუ უნებლიედ ხდება და იმ დროის განმავლობაში მაგდალინელი და ღვთისმშობელი არეულია ერთმანეთში, ანუ შეიძლება საუბარი ეხებოდეს მაგდალინელს და მოხსენიებული იყოს ღვთისმშობელი. მაგალითად ჯვარცმის მისტერიამ მთლიანად მაგდალინელზე გადაიარა, მაგრამ ღვთისმშობელი მეტად მოიხსენიება ამ მისტერიის დედად, ვიდრე მაგდალინელი. ზეციურ სივრცის სათავედ მაგდალინელიც გვევლინება რომელიც ჭურჭელია სიბრძნისა, მაგრამ უმეტესად ღვთისმშობელია მოხსენიებული მხოლოდ და მაგდალინელი თითქოს მივიწყებული. რათქმაუნდა ღვთისმშობელი სულიწმინდის განსახიერებაა დედამიწაზე, სწორედ რვაქიმიანი ვარსკვლავი ამშვენებს მას, რომელიც სულიწმინდის სიმბოლოა.


როგორც ზემოთ ავღნიშნეთ კოშკს დიდი ეზოთერული დატვირთვა აქვს ქრისტიანობაში. თავად სვეტიცხოველი გრაალის ტაძარია. როგორც რენე გენიონი განმარტავს ყველაფერი რაც უფლის სისხლთან არის დაკავშირებული, ანუ კვართი, სამსჭვალი, საიდუმლო სერობის თასი, რომელიც მსგავსად კვართისა, სხვათაშორის კენტერბერის ტაძრის საძირკველშია ჩადებული, თავად იოსებ არიმათიელის მიერ აღიქმება როგორც გრაალის ექვივალენტი. თავად გრაალს რენე გენიონი ცოტა სხვანაირად განმარტავს და ამბობს რომ იგი არის ხე ცხოვრებისა (სვეტი ცხოველი) ანუ მარადიულობის კოსმიური სიყვარული.


ცოდნას წმინდა გრაალზე დაფარულად ბევრი ხელოვნების ნიმუში გადმოსცემს, ერთ ერთი მათგანი არის "პარციფალი", რომელიც გრაალოლოგიის ერთ ერთი სახელმძღვანელოა. ასევე "ვეფხისტყაოსანიც". ნესტ-ანდარე ჯეჰან - ნესტან დარეჯანი, ნიშნავს კოსმიურ სიყვარულს არაბულ ენაზე. სწორედ მის ძებნაში არიან ჩვენი გმირები: ტარიელი - სიყვარული, ავთანდილი - რწმენა და ფრიდონი - სასოება.

გარდა ამისა, როგორც პავლე ინგოროყვა წერს თავად პოემა უთუოდ განიცდის მანის ფილოსოფიის გავლენას ანუ მანის ფერებითაა დაფარული, ხოლო მანიქეა და ტამპლიერები ანუ გრაალის რაინდები ერთი და იგივე ცოდნაა.


სიონის პრიორატის მაგისტრები იყვნენ ისეთი გამოჩენილი ადამიანები როგორებიც არიან: ნიკოლა ფლამელი, სანდრო ბოტიჩელი, ლეონარდო დავინჩი, ისააკ ნიუტონი, ვიქტორ ჰიუგო, ჟან კოქტო და სხვები.

0
162
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
162
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0