x
image
კატო ემხვარი
მაია მიმინოშვილი განცხადებას ავრცელებს

image

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი საკუთარ ფეისბუკგვერდზე განცხადებას ავრცლებს:


"ყოველთვის მიმაჩნდა, რომ მხოლოდ მაშინ შეიძლება გაუძლო სირთულეებს, თუ საქმე, რომელსაც აკეთებ, ძალიან გიყვარს. ჩემმა კოლეგებმა და მეგობრებმა კარგად იციან, რომ „ნაეკი“ ჩემთვის მხოლოდ სამსახური არასოდეს ყოფილა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საკუთარი მიღწევებითა თუ სირთულეებით, მისი ყველა პროექტი ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი, ალბათ უმთავრესი ეტაპი იყო და, ცხადია, ორგანიზაციის, მისი საქმიანობის მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულება მექნება.
სწორედ ამიტომ მივცემ თავს უფლებას და ვიტყვი: ვიყავი და ყოველთვის ვიქნები „ნაეკის“ ყველაზე დიდი გულშემატკივარი. მიხარია, რომ მე და ჩემმა კოლეგებმა შევძელით ორგანიზაციის შექმნა, რომელიც ნებისმიერი ხელმძღვანელის პირობებში წარმატებით გაართმევს თავს ძველ და ახალ ამოცანებს. დავნერგეთ სისტემა, რომლის ობიექტურობა თუ ეფექტიანობა ერთი ან რამდენიმე ადამიანის სურვილსა და კეთილსინდისიერებაზე არ არის დამოკიდებული.
მესამე დღეა თითქმის ყველა მედიასაშუალება მთხოვს განმარტებას, თუ რა გახდა, ჩემი აზრით, მინისტრის გადაწყვეტილების მიზეზი. ვეცდები მოკლედ და გულწრფელად გიპასუხოთ: ცხადია, ჩვენს შორის არანაირი უთანხმოება ან აზრთა სხვადასხვაობა არ ყოფილა, ეს შეუძლებელიც იქნებოდა, რადგან ერთად მუშაობა ვერც მოვასწარით. ამასთან, ვფიქრობ, საკადრო ცვლილებებში დრამატული არაფერია. საქმის კეთებისას გუნდურობას ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი და, შესაბამისად, მესმის, რომ სისტემაში ცვლილებების წამოწყება ახალ მინისტრს თავის გუნდთან ერთად სურს. ამ რთულ საქმეში წარმატება მინდა ვუსურვო! ეს ქვეყანას, საზოგადოებას ძალიან სჭირდება.
და ბოლოს, ჩემს მეგობრებს, ჩემს კოლეგებს, ჩემს „ნაეკელებს“ მინდა მივმართო: სწორედ თქვენ ხართ ამ ორგანიზაციის ძლიერი მხარე. თქვენმა ფასდაუდებელმა გამოცდილებამ, საქმისადმი ერთგულებამ და პროფესიონალიზმმა შექმნა „ნაეკი“ და ეს იქნება მისი ყველა მომდევნო წარმატების უპირობო გარანტი! გმადლობთ მეგობრობისა და თანამშრომლობისათვის!"


image

შეგახსენებთ, რომ მაია მიმინოშვილი რამდენიმე დღის წინ განათლების მინისტრმა გაანთავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან.

2
646
3-ს მოსწონს
ავტორი:კატო ემხვარი
კატო ემხვარი
646
  
14 სექტემბერი, 23:05
აგერ ვარ მე. იმხელა სიკეთე გამიკეთა მაიკომ და არა მარტო მე, რომ ყველაფერს ვივიწყებ. უდაბლესი სინჯის ოქროა, მაგრამ მაინც ოქროა.
კიდევ შევხვდებით მაიკო მომავალში:D
14 სექტემბერი, 9:10
ჯერჯერობით, ადამიანი ვერ ვნახე, ვისაც მისი გათავისუფლება ეწყინა)
0 1 2