სიახლეები საქართველოში საწვავში გოგირდის შემცველობა ევროპულ ნორმას 10-ჯერ აღემატება 2018, 12 სექტემბერი, 15:07 საქართველოში საწვავში დაშვებულია 100 მილიგრამი გოგირდის შემცველობა, როდესაც ევროპაშია - 10, - ამის შესახებ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დირექტორმა ირაკლი იზორიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ისაუბრა პარლამენტის სამუშაო ჯგუფისთვის წარდგენილ კვლევაზე - „დიზელის როლი ჰაერის დაბინძურებაში". „უპირველეს ყოვლისა, მინდა გავამახვილო ყურადღება პარლამენტის ახალ ფუნქციაზე, ეს არის საკომიტეტო მოკვლევები. ესაა თანამედროვე და ეფექტური მიდგომა, როდესაც პარლამენტი ინტერესდება გარკვეული საკითხით და ძირფესვიანად იწყება ამ საკითხის შესწავლა იმისთვის, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე მოხდეს გარკვეული ცვლილებები და რეგულაციების გატარება. პირველი საკითხი, რომელიც მოკვლევაში იყო წარდგენილი, ეხება საწვავის ხარისხს, ანუ ჰაერის დაბინძურებას ქალაქ თბილისში. ერთ-ერთ საკითხად შეტანილი იყო დიზელი.საქართველოში იმპორტირებული დიზელის შემცველობა იწვევს მავნე დაბინძურებას, პრობლემური საკითხია. შევისწავლეთ ეს საკითხი. ჩვენთან კანონმდებლობით დაშვებულია 100 მილიგრამი გოგირდის შემცველობა საწვავში, თუმცა ევროპის ქვეყნებში ესაა 10. ანუ დაახლოებით ათჯერ უფრო მეტია საქართველოში დაშვებული, ვიდრე ევროპის ქვეყნებში", - განაცხადა იზორიამ მისივე თქმით, დაახლოებით 2019 წლის პირველი იანვრიდან...
კითხვის გაგრძელება>>>>32 3-ს მოსწონს
|