x
image
jango
სიყვარული და სექსი

imageნამდვილი სიყვარული არის მაშინ როდესაც წყვილს ერთმანეთის გარეშე სიცოცხლე აღარ შეუძლია, ეს არის სულის ერთ-ერთი უკონტროლო ტერიტორია, რომელსაც შეუძლია მართოს და დაიმორჩილოს სხეული.ცხოვრებაში სიყვარულს არაფერი ჯობია, როცა ადამიანი გიყვარს შენ მთლიანად იცვლები და ხდები სრულიად ბედნიერი. პირველი სიყვარული პირველი ცრემლია, წმინდა და სათუთი. ადამიანი უნდა შეეცადოს პირველ სიყვარულს მოუფრთხილდეს, საერთოდ თუ ნამდვილი სიყვარულია მას საფრთხე არ ემუქრება რადგან ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ ნამდვილი სიყვარულით შეპყრობილ ადამიანებს. არაერთის აზრით სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის, მაგრამ არა! სიყვარული მრავალჯერადია, მთავარია მისი გამოყენება იცოდე. მთავარია, კარგად შეხედო ეტიკეტს, რომელზეც რეგისტრაციის თარიღი აწერია და უმთავრესია კარგად დამალო ეტიკეტის ის ნაწილი, სადაც შენახვის ვადაა ამოტვიფრული. სიყვარული არის ყველაზე ძლიერი ვნება, რადგან იგი ერთდროულად ეუფლება თავს, გულს და სხეულს, სიყვარული ერთადერთი ზღაპარია, რომელიც არ იწყება სიტყვებით “იყო და არა იყო რა”, მაგრამ ამ სიტყვებით კი მთავრდება. რაც შეეხება სიყვარულს და სექს, სექსი თვით სიყვარულია, სიყვარული რომლის განცდა არა ერთხელ, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში გინდება. არაფერი ჯობია საყვარელ ადამიანთა ერთად ყოფნას, რომელიც სიგიჟემდე გიყვარს, მას ვერ შეედრება გატაცება და მასთან გატარებული დრო. ამიტომ იყავით ბედნიერები გაიხედეთ ცხოვრება რა მშვენიერია. ვისაც გყავთ შეყვარებულები ამ ყველაფერს მიხვდებით, მაგრამ ვინც შეყვარებული ჯერ არაა, ის მაშინ გაიხსენებს ამ ყველაფერს როდესაც შეყვარებული გახდება.

0
618
3-ს მოსწონს
ავტორი:jango
jango
618
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0