x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
როდის და როგორ უნდა გამოიყენოს მძღოლმა მუხრუჭი?
image


სამუხრუჭე სისტემა პასუხს აგებს თქვენი, თანამგზავრების და საგზაო მოძრაობის სხვა წევრების უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, მისი მოვლა და ზოგადად მუხრუჭის სწორად გამოყენება ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეა. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას დამუხრუჭებასთან დაკავშირებით, წიგნიდან ”ავტომრჩეველი - ის, რაც ყველა მძღოლმა უნდა იცოდეს”. როგორც უკვე იცით, ამ წიგნის პირველი ნაწილი ჟურნალ ”AUTO BILD საქართველოს” მარტის ნომერთან ერთად იყიდება (წიგნის პეციალური ფასი - 2 ლარი, ჟურნალთან ერთად - 5 ლარი).



► ავტომობილს მოძრაობის მიმართულების შეცვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, როცა მისი წამყვანი თვლები არ არის დაბლოკილი. გაითვალისწინეთ ეს, როცა ამუხრუჭებთ.


► არ გაიაროთ ორმოები მოქმედებაში მოყვანილი მუხრუჭებით. დარტყმა ტრანსმისიაზე, როგორც წესი, რამოდენიმეჯერ ძლიერია, ვიდრე მუხრუჭის გარეშე.

► “მწოლიარე პოლიციელის”, ან სხვა სახის შემაღლების გავლა შემდეგნაირადაა რეკომენდებული: დაბრკოლების დანახვისას წინასწარ დაამუხრუჭეთ და უშუალოდ დაბრკოლების წინ აუშვით მუხრუჭს ფეხი. ავტომანქანის წინა ნაწილი ინერციით განიტვირთება და დაბრკოლება უჩვეულოდ მსუბუქად გადაილახება.

► თუ არ შეგიძლიათ სრულყოფილად შეაფასოთ მოსახვევის კუთხე, დაამუხრუჭეთ წინასწარ, ხოლო მოსახვევში შესვლისას გაათავისუფლეთ მუხრუჭები.



► თუ გთხოვენ გზაზე გაჩერებას (კითხვის გაგრძელება) >>>




0
169
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
169
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0