x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
5 ოქტომბერს SET FEST ფრანგულ მუსიკალურ ლეიბლს HUNGRY MUSIC უმასპინძლებს
image


ღო­ნის­ძი­ე­ბა თბი­ლის­ში, ელექტრო­ვა­გონ­შემ­კე­თე­ბე­ლი ქარ­ხნის პა­ვი­ლი­ონ­ში გა­ი­მარ­თე­ბა - ცოტ­ნე და­დი­ა­ნის 32.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ჰედ­ლა­ი­ნე­რე­ბი არი­ან Worakls, N’to, Joachim Pastor და Stereoclip. მსმე­ნელს ასე­ვე შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა ქარ­თულ მუ­სი­კა­ლურ პრო­ექ­ტებ­საც მო­უს­მი­ნოს : Killages, Apolloe, Endorphins.


ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა შე­საძ­ლებ­ლია:


Biletebi.ge

TKT.ge



Hungry Music 4 არ­ტის­ტის­გან შემ­დგა­რი ლე­იბ­ლია, რო­მე­ლიც 2014 წლი­დან აქ­ტი­უ­რად ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. Worakls, N'to, Joachim Pastor და Stereoclip-ს სურ­დათ ჰქო­ნო­დათ პლატ­ფორ­მა, რო­მე­ლიც შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პო­ტენ­ცი­ა­ლის გა­მოვ­ლე­ნა­ში და­ეხ­მა­რე­ბო­დათ.


Worakls ფრან­გი არ­ტის­ტის, კე­ვინ როდ­რი­გე­სის პრო­ექ­ტია. კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, მან ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის კე­თე­ბა გა­და­წყვი­ტა და 2014 წელს, მე­გობ­რებ­თან N'to და Joachim Pastor-თან ერ­თად ლე­იბ­ლი Hungry Music და­ა­არ­სა.Worakls აღ­ნიშ­ნავს, რომ მის შე­მოქ­მე­დე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე დიდი გავ­ლე­ნა კლა­სი­კურ მუ­სი­კას და ფილ­მე­ბის სა­უნ­დტრე­კებს აქვს, რაც არ­ტის­ტის მიერ გა­მო­ცე­მულ კომ­პო­ზი­ცი­ებ­სა და EP-ებ­შიც ად­ვი­ლად შე­იმ­ჩნე­ვა.


N'to- 70-იანი წლე­ბის როკი, ტრიპ-ჰოპი, ჯაზი, პოპი - ეს იმ მუ­სი­კა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რომ­ლის გავ­ლე­ნი­თაც N'to-ს შე­მოქ­მე­დე­ბა ხა­სი­ათ­დე­ბა. ელექტრო­ნუ­ლი ჟღე­რა­დო­ბის და აკუს­ტი­კუ­რი მუ­სი­კის სა­ინ­ტე­რე­სო სინ­თე­ზის მი­საღ­წე­ვად, მან მე­გობ­რებ­თან Worakls და Joachim Pastor-თან ერ­თად ლე­იბ­ლი Hungry Music შექ­მნა, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით 5 წე­ლია მუ­სი­კო­სე­ბის ერ­თა­დერთ პლატ­ფორ­მად იქცა.


Joachim Pastor-მა კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა ვერ­სა­ლის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში მი­ი­ღო, რის შემ­დე­გაც, სხვა­დას­ხვა მუ­სი­კა­ლურ ბენ­დებ­თან ერ­თად დაკ­ვრა და­ი­წყო. თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან გა­და­წყვი­ტა, რომ სა­კუ­თა­რი მუ­სი­კა­ლურ პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის­თვის მეტი დრო და­ეთ­მო და სოლო კა­რი­ე­რაც და­ი­წყო. მე­ლო­დი­უ­რი მუ­სი­კის და პოპ ჟღე­რა­დო­ბი­სად­მი მისი ინ­ტე­რე­სი სოლო შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ და ნათ­ლად გა­მო­ი­ხა­ტა. ლე­იბლ Hungry Music-თან ერ­თად მისი კა­რი­ე­რა სულ უფრო და უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი და თვალ­ში­სა­ცე­მი გახ­და. ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის და კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კა­ლუ­რი ჟღე­რა­დო­ბის სინ­თეზ­მა კი არა მხო­ლოდ მისი, არა­მედ მთლი­ა­ნად Hungry Music-ის ჟღე­რა­დო­ბა გან­სა­ზღვრა.


Stereoclip ლე­იბლ Hungry Music-ს სხვებ­ზე გვი­ან შე­უ­ერ­თდა, მაგ­რამ დღეს ამ მუ­სი­კა­ლუ­რი ოჯა­ხის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რია. არ­ტის­ტი 2012 წლი­დან Délicieuse Records-თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და, სა­დაც მისი სა­დე­ბი­უ­ტო ალ­ბო­მი Hometown გა­მო­ი­ცა. მუ­სი­კოს­მა Hungry Music-ზე სა­დე­ბი­უ­ტო ჩა­ნა­წე­რი Airplane Lesson შარ­შან გა­მოს­ცა და პლატ­ფორ­მის სხვა წევ­რებ­თან ერ­თად ტურ­ნე­ში ჩა­ერ­თო.


0
4
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0