x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ხორცი წლებია, არ გვიჭამია"- გზავნილი ბრეჟნევის ეპოქიდან მომავალ თაობას
image

ჩელიაბინსკში მშენებლებმა უცნაური გზავნილი აღმოაჩინეს №3 საავადმყოფოში, რომელიც დათარიღებულია 1980 წლის 16 ოქტომბრით.


სამშობიარო სახლში რემონტის დროს აღმოაჩინეს ცარიელი არყის ბოთლი შიგ დაგრაგნილი წერილით, სავარაუდოდ, ის დატოვეს მშენებლებმა, რადგან გზავნილი ზუსტად იმ პერიოდითაა დათარიღებული, როდესაც საავადმყოფოს მშენებლობა მიმდინარეობდა. წერილი ხელოსნებმა კარის ჩამოხსნის შემდეგ ჩარჩოში გაკეთებულ პატარა ნიშაში აღმოაჩინეს, სავარაუდოდ, მშენებლების გზავნილი სწორედ იმათთვის იყო გათვალისწინებული, ვინც ოდესმე საავადმყოფოში კაპიტალურ რემონტს გააკეთებდა და ეს მოხდა 38 წლის შემდეგ.

image


წერილში ავტორები ჩივიან, რომ ცხოვრება რთულია და ხორცის დეფიციტს განიცდიან, რაშიც სკკპ-ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივანს, ლეონიდ ბრეჟნევს ადანაშაულებენ:


"მე-5 თანრიგის ხუროს ხელფასი 180-200 მანეთია, პროდუქტებს კიდევ არა უშავს, მაგრამ ხორცი უკვე წლებია, არ გვინახავს, ჩვენმა ხელმძღვანელმა, ბრეჟნევმა სულ საზღვარგარეთ ზანგებს გაუგზავნა:კამბოჯას, ინდოეთს, ირანს და კორეას...და საერთოდ ცხოვრება რთულია. მსოფლიოში არაა სიმშვიდე. ომები, ომები, ვინც ამ წერილს იპოვის, გვაცნობეთ. ჯერჯერობით სულ ეს არის"-ნათქვამია წერილში.

image

შთამომავლობის მისამართით გაგზავნილმა წერილმა ცხარე კამათი გამოიწვია სოციალურ ქსელში, ზოგმა არც დაიჯერა, რომ ასეთი რამ შესაძლებელია.


комсомольская правда-ს ჟურნალისტი სპეციალურად ესტუმრა სამშობიაროს, რომ ადგილზე გარკვეულიყო სიტუაციაში:

"მუშებმა კარის ჩარჩო დაშალეს, ზემოთ აღმოაჩინეს ნიშა, სადაც იდო ბოთლი წერილით, რომელიც გაყვითლებულ გაზეთის ნაგლეჯში იყო გახვეული და ხის საცობით იყო დალუქული. მე იმ დროს იქვე ვიმყოფებოდი, როდესაც ბოთლი ჩამოიღეს" - აღნიშნა მეან-გინეკოლოგმა, ნატალია ცვეტკოვამ.


სხვათა შორის, საბჭოთა წლებში კედელში "კაფსულის" ჩატანება მიღებული პრაქტიკა" იყო. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ხდებოდა საზეიმო ვითარებაში და ოფიციალურად, რა დროსაც წერილის შინაარსი სრულიად განსხვავებული იყო და იქ გენერალური მდივნის ან საბჭოთა წყობილების კრიტიკა ვერაფრით ვერ იქნებოდა.


იხილეთ მსგავს თემაზე:ნოვოსიბირსკში გახსნეს კაპსულა, რომლის წაკითხვაც 2017 წელს დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის 100 წლისთავზე იყო დაგეგმილი

0
168
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
168
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0