ისტორია ალექსანდრ დუგინი: "იცით, მე მინდა მოგიყვეთ ერთი ისტორია" 2018, 8 სექტემბერი, 2:38 მეორე ჩეჩნური კამპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, "ფსბ"–ს გენერალი მიყვებოდა საინტერესო შემთხვევაზე: რიგითი შეტაკების დროს ტყვედ აყვანილი იქნა ჩეჩენი ბოევიკი ჩვენი ჯარისკაცების მიერ. თანამებრძოლები ყველა დაეხოცათ, ის მარტო იყო დარჩენილი და ტყვედ აყვანა არ გასჭირვებიათ. ძალიან ნაცემი იყო, სერიოზულად დაზიანებული ჰქონდა სასიცოცხლო ორგანოებიც, იწვა სისხლში ფეხის გარეშე, სრულიად დემორალიზებული, იწვა და გენერალს მიშტერებოდა. მის თვალებში აბსოლუტური სიწყნარე შეიმჩნეოდა. როდესაც მან (გენერალმა) მიმართა: აბა, რას იტყვი "სვოლოჩ", საკმარისად იხტუნე! მებრძოლმა რაღაც ჟესტი გააკეთა და გენერალს უკბინა ჩექმაზე. შემდეგ ჩექმას გაუშვა პირი და თქვა: "ვისთვის იბრძვით? თქვენ იბრძვით ღამის კლუბების გამო, თქვენ იბრძვით რუსი მეძავების გამო, რომლებიც დგანან გზის პირას. და ჩვენ... ჩვენ ვიბრძვით ალაჰისთვის, აბსოლუტური ღირებულებისთვის, თქვენ შეგიძლიათ გამიკეთოთ ყველაფერი, მაგრამ ჩემს სულს ვერაფერს ვერ დააკლებთ". ის უკვე მთლიანად შეზღუდული იყო შესაძლებლობებში, მაგრამ სახიდან ღიმილი არ შორდებოდა. გენერალმა გაოცებულმა დატოვა ტერიტორია თავის რამდენიმე ჯარისკაცთან ერთად და იქვე ახლოს მდებარე კაფეს მიაშურა. მოულოდნელად მას მოესმა სროლის ხმა. ეს ადამიანი, სრულიად უძლური, ავტომატის სროლით მანქანაში ჯდებოდა, რომ გასცლოდა ტერიტორიას. საბოლოოდ ის მაინც მოკლული იქნა გენერლის მიერ, თუმცა გასაკვირი იყო, რა ენერგიით ცოცხლობდა ეს ადამიანი, რა ფასეულობები აძლევდა მას ამ ენერგიას და ძალას. ეს გმირი იყო თაგირ სადუევი. შემთხვევა მოხდა 2003 წლის ივლისში, ქალაქ ნაზრანში. 793 2-ს მოსწონს |
ისა მუნაევივით ღირსეული ჩეჩენი კი არა ქართველიც ცოტაა...
გენერალ ისა მუნაევს ვიცნობდი პირადად, მამასთან მეგობრობდა ცხონებული.
ასევე ძმებმა იამადაევემა სამარცხვინოდ, უომრად ჩააბარეს რუსებს გუდერმესი, თუმცა უმეტეს მათგანს უწია ღალატის ცოდვამ.
სხვათაშორის იჩქერიას ერთადერთი ქართველი ბრიგადის გენერალი ყავს, გამსახურდიას გვარდიის ოფიცერი-სოსო თორია ზუგდიდიდან.