x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
დილით მდინარე მტკვარში ცხედარი იპოვეს
image


თბილისში, მდინარე მტკვარში, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალის ცხედარი იპოვეს. სავარაუდოდ, ქალი წყალში დილის საათებში გადახტა.


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ, რომ შემთხვევა დილით მოხდა.


„ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს, რომ მტკვარში მოქალაქის ცხედარი იყო. მაშველებმა 60-65 წლის ქალის ცხედარი წყლიდან უკვე ამოიყვანეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ქალი დაახლოებით 08:00 საათისთვის გადახტა მტკვარში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისგან სწრაფი რეაგირება მოხდა, მაგრამ მაშველების მისვლისას უკვე გარდაცვლილი იყო, “ - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.



ამ დროისთვის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

0
36
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0