x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალის დირექტორი ატენის ხეობაში ხანძარს ემსხვერპლა
image


ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების ბორჯომი-ხარაგაულის ნაკრძალის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი 43 წლის ივანე კუპრაძე დაიღუპა.

.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ივანე კუპრაძე ხანძრის დროს წაქცეულმა ხემ იმსხვერპლა.


.

„ივანე კუპრაძე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 2003 წლიდან მუშაობდა. გამორჩეული და თავდადებული შრომისთვის არაერთხელ აქვს მიღებული მადლობის სიგელი. იგი გამოირჩეოდა ბრაკონიერებთან შეუპოვარი ბრძოლით და ხშირად ჩაუგდია თავი საფრთხეში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

.

არსებული ინფორმაციით, ხანძარი მოქალაქეების დაუდევრობის შედეგად გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ატენის ხეობაში ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად დამწვარია 8-ჰა - მდე ფართობი ტერიტორია.

.
ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 50-მდე მეხანძრე-მაშველი.
.
„მონიტორინგის მიზნით ხანძრის ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მთელი ღამის განმავლობაში დარჩება.
.
ადგილზე არიან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო - სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი, ალექსანდრე ხვადაგიანი, შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სამართალდამცავები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
.
მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ცეცხლთან ან საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანების და განადგურების ფაქტზე, 188-ე მულის მეორე ნაწილით დაიწყო.
0
57
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0