x
image
ლურჯი თოლია
"გავაერთიანებ საქართველოს დასაბამიდან დარუბანდამდე" - საპრეზიდენტო კანდიდატის მორიგი დაპირება

28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებია. არჩვევნებში საკმაოდ ბევრი 31 კანდიდატი მონაწილეობს. მათ შორის ერთ-ერთმა გიორგი ასათიანმა - ბოლო დროს აქტიურად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება თავის facebook გვერდზე გავრცელებული სტატუსებით.

image

ცოტა ხნის წინ მან კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ჩემი გაპრეზიდენტების შემთხვევაში გპირდებით, რომ თამარ მეფის დროინდელ საქართველოს დავიბრუნებ. გავაერთიანებ საქართველოს დასაბამიდან დარუბანდამდე. ასევე ავუკრძალავ ჩვენს მომსიხლე მტრებს რუსებს, თურქებს, ირანელებს, აზერბაიჯანელებს და სომხებს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის. მან მალევე მეორე პოსტი გამოაქვეყნა გუგული მაღრაძესთან დაკავშირებით:

ასევე მინდა განვაცხადო, რომ ვეთანხმები ქალბატონ გუგული მაღრაძის მოსაზრებას ჭარბწონიანობასთან დაკავშირებით და აზრთა საერთოობის გამო მინდა მას სოციალური ქსელის საშუალებით შევთავაზო პარტნიორობა და ჩემი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ვთავაზობ მას პრემიერ მინისტრის პოზიციას.

0
167
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0