x
მეტი
  • 20.10.2019
  • სტატია:95759
  • ვიდეო:343119
  • სურათი:457730
თეა დარჩიას საოცარი ფოტოები ინსტაგრამიდან - 4 შვილის დედა, რომელიც 30 წელია დიდ სცენაზე დგას

image
თეა დარჩიას გადაუჭარბებლად უწოდებენ ქართული სცენისა და ცეკვის ლეგენდას, 15 წლის იყო როცა მამამისმა თენგიზ სუხიშვილს ჩააბარა.. სწორედ ამ ასაკიდან იწყება მისი თავბრუდამხვევი კარიერა, ის სუხიშვილების დიდი ოჯახის ღირსეული სოლისტი გახდა. უამრავი დიდი სცენა დაიბყრო და იცეკვა ისე, როგორც მხოლოდ მას შეეძლო..

30 წელზე მეტია, რაც ქართულ ცეკვას ემსახურება, იმას რასაც გრიგოლ რობაქიძემ ქართული გენია ცეკვით განფენილი უწოდა. ამ წლების მანძილზე თეა დარჩია შეუდარებელი პრიმაა, რომელსაც თუ ერთხელ ნახავ სცენაზე ვერ დაივიწყებ..image


თეა დარჩია Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე ხშირად ანთავსებს მის ფოტოებს, სადაც ბრწინვალედ გამოიყურება.

გთავაზობთ ფოტოებს თეა დარჩიას ინსტაგრამიდან, სადაც საოცრად გამოიყურება:

image

image

თეა დარჩია 4 შვილის დედაა, ახერხებს იყოს სამაგალითო დედა, პროფესიულად აქტიური ( მას თავისი სტუდია აქვს) და შესანიშნავად გამოიყურებოდეს. როდესაც აქებენ, თავად ამბობს:

" ძალიან მაღიზიანებს, როცა იძახიან რომ გმირი ხარ, მაგარი ხარ, რაღაცა, ძლიერი ხარ, იცით რა არის, საერთოდ ვერიდები ხოლმე ასეთ დიფერენციაციას ქალების და საერთოდ ადამიანების. ყველა ადამიანი მოცემულ სიტუაციაში შეიძლება სუსტიც იყოს და ძლიერიც, ისევე როგორც ქალი. ის რაც ჩვენ გვგონია ძალა, შეიძლება ძალიან დიდი სისუსტეც იყოს და პირიქით.. "

ფოტოზე: თეა დარჩია მეუღლესთან და შვილებთან ერთად.

image

თეა დარჩია დიდ სცენაზე აღარ დგას, მას საკუთარი სტუდია აქვს და მოსწავლეები ჰყავს

" მოცეკვავე რომ აღარ ცეკვავდეს ასეთი რამ არ არსებობს, შენ სულ ცეკვავ, კუბოს ფიცრამდე და მერეც.."

image



image

" სიყვარულში რა თქმა უნდა ბევრი სისულელე გამიკეთებია და სიყვარული მოიაზრებს აზროვნების დაკარგვას პირველ რიგში.. მაგრამ ამავდროულად სიყვარული არის ის გრძნობა, რომელიც გავსებს და გიბიძგებს იმისთვის რომ იცხოვრო, ქმნა, იმუშაო, გაუზიარო, გოყვარდეს და ა. შ" _ თეა დარჩია

image



2
455
2-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
455
  
2018, 30 აგვისტო, 12:51
ნამდვილად
2018, 30 აგვისტო, 10:44
მართლაც შესანიშნავი მოცეკვავეა!
0 1 2