x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
რატომ გაათავისუფლა პუტინმა 15 გენერალი თანამდებობიდან?
image
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება სამართალდამცავი ორგანოების თხუთმეტი გენერალის გათავისუფლების შესახებ. ვლადიმერ პუტინმა ოფიციალური განკარგულებით გადაწყვიტა, რომ სამართალდამცავი ორგანოების 15 ხელმძღვანელი გააგზავნონს"დანსახურებულ დასვენებაში." პრეზიდენტის ასეთი მკვეთრი გადაწყვეტილებით გაოცებული დარჩნენ გათავისუფლებულები, ჯერჯერობით არც ერთი მათგანს კომენტარი არ გაუკეთებია სიტუაციის შესახე

განკარგულება განთავსებულია რუსეთის ფედერაციის იურიდიული ინფორმაციების ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ოფიციალური მიზეზი არ არის მითითებული, მაგრამ სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში, შემდგომ კონფერენციაზე პრეზიდენტი პასუხს გასცემს შეკითხვებს იმის შესახებ, თუ რატომ გაათავისუფლა ასე მოულოდნელად სამსახურიდან 15 სამართალდამცავი ორგანოს თანამდებობის პირი

რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა უკვე გამოთქვეს აზრი ამ ინფორმაციის შესახებ, ისინი წერენ -"გაფრინდა თავები არაკომპეტენტურობის გამო". მათი აზრით, ვლადიმერ პუტინმა სამართალდამცავი ორგანოების 15 გენერალი გაათავისუფლა ერთი ხელის მოსმით, რადგან ისინი არ აკმაყოფილებდნენ მის მოთხოვნებს. სოციალური ქსელების მომხმარებელთა აზრით, ძალოვანი უწყების გენერლები ძალიან იყვნენ მოდუნებული და გამოფხიზლება სჭირდებოდათ. ვლადიმერ პუტინის შეხვედრამ სერგეი შოიგუსთან( რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი) გამოიწვია ასეთი შედეგები.

ეს თემა ახლა ცხარე დისკუსიის ეტაპზეა, რადგან შეუძლებელია, რომ ამდენი ძალოვანი მოულოდნელად გათავისუფლდეს უმიზეზოდ. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ეს არის კიდევ ერთი "დასუფთავება", ზოგი კი მიიჩნევს, რომ კორუფციულ და დოკუმენტურ გადამოწმებას მოყვა ეს შედეგები, ზოგადად კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს იყო მხოლოდ სპონტანური გადაწყვეტილება და გენერლები უბრალოდ პრეზიდენტმა თავიდან მოიცილა, რადგან ალბათ რამეში ხელს უშლიდნენ.


როგორც არ უნდა ყოფილიყო, სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელები ალბათ უმიზეზოდ არ დაკარგავდნენ თანამდებობებს. უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოკიდებოდნენ თავიანთ საქმიანობას და დამოუკიდებლად ეკონტროლებინათ ყველა პროცესები.-წერენ სოციალურ ქსელებში

ასევე ცნობილია, რომ ხვალ, 29 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ოფიციალური კონფერენციაზე ისაუბრებს სენსაციურ საპენსიო რეფორმის საკითხებზეც და გამოთქვამს საკუთარ დამოკიდებულებას ამ კუთხით.

0
639
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
639
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0