x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
რას გვიმზადებს სექტემბერი-მთელი თვის პროგნოზი ავსტრალიელი ასტროლოგისგან
image

ზაფხულიც მიიწურა. სექტემბერი გვიახლოვდება, თუმცა ისიც თბილი თვეა და ამასთან, ცვლილებების პერიოდიც მოაქვს. ცვლილებები კი ყოველთვის კარგია, რადგან მათ გარეშე ვერ შვეძლებდით ჩვენი ცხოვრების შეცვლას უკეთესობისკენ.

ცნობილი ავსტრალიელი ასტროლოგი და ტაროლოგი ანჟელა პერლი ამჯერად სექტემბრის თვის პროგნოზს გვაცნობს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. მაშ ასე, დავიწყეთ:


1. ვერძი


შემოდგომის პირველი თვე ცეცხლოვან ვერძებს ცვლილებებით გაახარებს. იმისთვის, რომ ახალი ცხოვრება დაიწყოთ, საჭიროა, ძველ ცხოვრებას დაუსვათ წერტილი. ამისთვის კი სექტემბერში საკმარისი ძალა, ენერგია და დიდი სურვილი გექნებათ. ამასთან, ცვლილებები არამარტო სამსახურსა და ცხოვრების სტრუქტურას, არამედ ურთიერთობებსაც შეეხება.

სექტემბერი შესანიშნავი დროა რაღაც ახლის დასაწყებად, მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების მისაღებად. ამ თვეში ჯანმრთელობა არ შეგაწუხებთ. ფინანსებთან დაკავშირებითაც ყველაფერი კარგად იქნება. ამასთან, სექტემბერში ვერძებს სანუკვარი სურვილი აუსრულდებათ.


image


2. კურო

ამ თვეში კუროებს მოუწევთ სიფრთხილე გამოიჩინონ და ყურადღება მიაქციონ ფულს და თავის ქონებას. ფინანსებთან დაკავშირებით სირთულეებია მოსალოდნელი, მაგრამ ვალის აღება ამ თვეში არაა სასურველი, ნურც კრედიტით ისარგებლებთ.

თვის ბოლოს კუროებს სასიამოვნო სიახლე ელით, რომლით გამოწვეული სიხარული დიდხანს გაჰყვებათ. შესაძლოა ხელიც გთხოვონ ან ახალი სამსახური იშოვოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს სიახლე სასიამოვნო იქნება.

image


3. ტყუპები

სექტემბერში ტყუპებს რაღაცასთან გამოთხოვება ელით. ეს შეიძლება იყოს ურთიერთობა, სამსახური ან რამე ავადმყოფობა.

დგება დრო, როცა წინ უნდა წახვიდეთ. რჩევა: პატივი ეცით საკუთარ წარსულს და არ შეგეშინდეთ მომავლის. ფინანსებთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად იქნება. თვის ბოლოს ტყუპები თავის პირად ცხოვრებაში გარკვევას და მის დალაგებას შეძლებენ, ისე, რომ თავად და პარტნიორიც კმაყოფილნი იქნებიან.

image


4. კიბო

თუ დიდი ხანია ყოყმანობთ და მსხვილი შენაძენის გაკეთება ვერ გადაგიწყვეტიათ, იქნება ეს ავტომობილი, ავეჯი თუ სხვ. მაშინ იცოდეთ, რომ სექტემბერი სწორედ შესაფერისი თვეა ასეთი შენაძენისთვის. ამ თვეში ფული მდინარესავით იდენს თქვენსკენ. მართალია, ხარჯიც დიდი გექნებათ, მაგრამ მაინც მოგებას ნახავთ.

ამ ნიშნის წარმომადგენლები აქტიურად დაიწყებენ ურთიერთობის დალაგებას ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან, რადგან სწორედ ოჯახი იქცევა მათთვის მშვიდ ნავსაყუდელად და დასაყრდენად.

ამ ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენელი შვებულებას თავის ახლობლებთან ერთად გაატარებს, რაც არამარტო ხელს შეუწყობს მათ შორის კავშირის განმტკიცებას, არამედ დაკარგული ძალების აღდგენაშიც დაეხმარებათ.

image


5. ლომი

ლომებს რეკომენდაცია ეძლევათ თავი ხელში აიყვანონ და სამუშაო რიტმზე გადავიდნენ. ნუ გშურთ მათი, ვინც უკვე იყო შვებულებაში. თქვენი შვებულებაც კარსაა მომდგარი, მაგრამ ჯერ საქმეებს უნდა მიხედოთ.

სექტემბერში ლომებს სხვადასხვანაირი აზრები ექნებათ, ამიტომ, საჭიროა მკაფიო ანალიზი ყველაფრისა, რაც მოხდება. ყველაზე კარგი იქნება, თუ ამ პერიოდში თავშეკავებას გამოიჩენთ გრძნობებში, რათა საკუთარ თავს არ ავნოთ. შემოდგომის დასაწყისი ბევრ სასიამოვნო სიურპრიზს გპირდებათ, ამიტომ ცრემლები მოიწმინდეთ და ცხოვრებას პოზიტიურად შეხედეთ.

image

6. ქალწული

საქტემბერში მოწესრიგებულ ქალწულებს ფინანსებთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად ექნებათ. შემოსავლის ახალ წყაროს მიაგნებთ ან შესაძლოა მემკვიდრეობაც კი მიიღოთ. მთელი თვის განმავლობაში ქალწულები საჩუქრებით იქნებიან განებივრებულნი, როგორც მატერიალურად, ისე სურვილების ასრულებით.

ამ თვეში ცვლილებებია მოსალოდნელი, თანაც, როგორიც არ უნდა იყოს ეს ცვლილებები, თქვენი მოქმედებების შედეგი დადებითი იქნება.

თვის ბოლოს თამამად შეუდექით მუშაობას და ახალ პროექტებს, მაგრამ ნურც სახლის საქმეებს დაივიწყებთ.

image

7. სასწორი

ამ თვეში დაუღალავმა სასწორებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ მათი ცხოვრება პერსპექტიული და ბედნიერი გახდეს. სასწორები ხომ ბუნებით ოპტიმისტები არიან.

დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ ძველ და ახალ მეგობრებთან ურთიერთობა. პირადი ცხოვრებაც ნათელი ფერებით იქნება შეფერილი. დაე, მოულოდნელი ცვლილებები ნუ შეგაშინებენ, პირიქით, გიხაროდეთ. მით უფრო, ახლობლები პრობლემებთან და აპათიასთან მარტოს არ დაგტოვებენ.

image


8. მორიელი

მორიელისთვის სექტემბერი მშვენიერი პერიოდია ახალი პერსპექტივების აღმოსაჩენად. ამ ნიშნის წარმომადგენლები ხელსაყრელ წინადადებას მიიღებენ, რომელიც მათ კარგ შემოსავალს მოუტანს. თვის ბოლოს კი ფინანსები სრულ წესრიგში იქნება.

სექტემბერი შესანიშნავი თვეა იმისთვის, რომ პირადი ცხოვრება სწორად შეაფასოთ და გაცილებით იოლად შეხედოთ ურთიერთობაში წარმოქმნილ სიძნელეებს.

ამ თვეში ცხოვრებით ტკბობის საშუალება გაქვთ. ის პრობლემები კი, რომლებზეც ახლა ნერვიულობთ, ბედნიერებისკენ მიმავალ საფეხურებად მოგეჩვენებათ. თუ ჯერ არ ხართ ურთიერთობაში, სექტემბერი ამისთვის შესანიშნავი პერიოდია.image

9. მშვილდოსანი

სექტემბერი შესანიშნავი დროა მსხვილი შენაძენისთვის. თუ შვებულებაში ჯერ კიდევ არ ყოფილხართ, დროა ჩემოდნები ჩაალაგოთ.

სექტემბრის შუა რიცხვებიდან მშვილდოსანი ენერგიის მოზღვავებას იგრძნობს, ამიტომ, კარგი იქნება თუ ამ ენერგიას აქტიურ და პროდუქტიულ სამუშაოზე დახარჯავთ ან პირადი ცხოვრების მოწყობით დაკავდებით. ყველაფერი, რასაც ხელს მოკიდებთ, თქვენთვის სასურველი შედეგით დამთავრდება.

image

10. თხის რქა

ამ თვეში თხის რქას შესაძლებლობა აქვს რაღაც დიდი საქმისთვის საძირკველი მოამზადოს. თუმცა, რეალისტურად უნდა იაზროვნოს და ფორტუნას მიერ ბოძებული ნიჭი გამოიყენოს, იმისთვის, რომ ცხოვრებაში პოზიტივი შემოიტანოს.

პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია სიტუაციის სასიამოვნოდ შემობრუნება. ჯანმრთელობასა და ფინანსებთან დაკავშირებით პრობლემები არაა მოსალოდნელი. თვე მშვიდად ჩაივლის.

image

11. მერწყული

მერწყულს მოუწევს ცხოვრება ისე დაგეგმოს, რომ დრო სამსახურისთვისაც რჩებოდეს და სიყვარულისთვისაც.

მარტოხელა მერწყულებს შეხვედრა ელით ღირსეულ ადამიანთან, რომელთან დაშორებასაც არ მოისურვებენ. აი, ქარაფშუტულ რომანებზე კი უარი უნდა თქვან, რადგან არცთუ კარგი ფინალი ექნებათ.

სექტემბერში მერწყულებმა ფინანსურ მდგომარეობაზეც უნდა იზრუნონ. ჯანმრთელობას რაც შეეხება, ყურადღება მიაქციონ ხერხემალს და არ დააავიწყდეთ მსუბუქი ვარჯიშების გაკეთება.

image


12. თევზები

სექტემბერში თევზების გეგმები ელვის უსწრაფესად შეიძლება შეიცვალოს. ამასთან, საქმე თევზების კაპრიზებში როდია, უბრალოდ, ასე მოითხოვს გარემოება. ასეთი არამდგრადი ვითარების ფონზე, შეეცადეთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას მოერიდოთ.

თვის მეორე ნახევარში თევზები თავს გამოიჩენენ შემოქმედებითად და შესაძლოა სამომავლოდ პერსპექტიული წინადადებებიც მიიღონ. ფინანსები კი საშუალებას მოგცემენ მთელი შემოდგომა უზრუნველყოფილი იყოთ.

image


1
2844
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
2844
  
2018, 30 აგვისტო, 10:36
შენ გაიხარე))
0 1 1