x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
" ვინც მხოლოდ რუსეთისკენ იყურება, ყველა სულელია-" -დონალდ ტრამპი

image
ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ამერიკის ისტებლიშმენტის წარმომადგენლები, რომლებიც ყურადღებას უთმობენ მხოლოდ რუსეთს, როგორც ქვეყნის მთავარ პრობლემას. ამერიკის ლიდერის აზრით, იმისთვის, რომ მართო მსოფლიო, უნდა იყო ჭკვიანი, მკაცრი და კარგად მომზადებული.

"ყველა სულელმა, რომელიც მხოლოდ რუსეთისკენ იყურება, უნდა დაიწყოს ცქერა სხვა მიმართულებით -ჩინეთისკენ. მაგრამ საბოლოო ჯამში, თუ ჩვენ ვართ ჭკვიანი, მკაცრი და კარგად მომზადებული, ჩვენ დავალაგებთ ყველასთან ურთიერთობას"- წერს დონალდ ტრამპი ტვიტერზე.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტის 2016 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც დონალდ ტრამპი აირჩიეს სახელმწიფოს ახალ ხელმძღვანელად, ამერიკული ისტებლიშმენტის ნაწილი რუსეთს არჩევნების პროცესში ჩარევასა და თავად ტრამპს კი მოსკოვთან ურთიერთობაში ადანაშაულებს.ამ ბრალდებების ფონზე, შეერთებული შტატების სპეცპროკურორმა რობერტ მიულერმა აშშ-ში 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ფედერაციის სავარაუდო ჩარევაზე გამოძიება დაიწყო.

მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს სხვადასხვა ქვეყნების არჩევნებში მონაწილეობას. ვლადიმერ პუტინის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ამ ბრალდებას აბსოლუტურად დაუსაბუთებლი უწოდა. თავად აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია თუნდაც ჩარეულიყო არჩვენებში, ეს მაინც გავლენას ვერ მოახდენდა. მან ასევე, დაწყებულ გამოძიებას დიდი სიცრუეა უწოდა.

0
194
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
194
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0