x
image
alex999
Mediator image
Mediator image
"ქართველო ნუ ყიდი საქართველოს, ანუ რა გველის ჩვენი დღევანდელი ბედოვლათობის გამო" - გურამ ქართველიშვილი

(საწერად და საკითხავად საგანგაშო სიმართლე)

(წაიკითხეთ და გააზიარეთ, ეს ხვალინდელობაა)


image



დღევანდელი სახელმწიფოებრივი ვაქჰანალიიდან გამომდინარე, მოვა დრო როცა ახალგაზრდა თაობები, ასაკში შევლენ, დაღვინდებიან, ჩვენგან, უფროსი თაობებისგან ასპარეზად დათმობილ პორნო-ნარკო კლუბების და ათას დამამახინჯებელ დაწესებულებებში “ძიგძიგის“ ასაკიც გაუვათ და მწარე კითხვები გაუჩნდებათ.

არადა ეს კითხვები ჩვენს მიმართ იქნება დასმული მშობლებო, რადგან ჩვენგან ვერ დაცულ და ჩვენგანვე გამოხრულ--გაყიდულ საქართველოში მოუწევთ ცხოვრება. სამშობლოში, რომელშიც მათი აღარაფერი იქნება. აღარ იქნება მიწა და ქართული წარმოშობის გლეხი, რადგან დღეს ჩვენ სოფელში ახალგაზრდა კაცი სანთლით საძებარია და აქამდე სიმწრით მოტანილ ქართულ გლეხურ კულტურას შვილები აღარ ითვისებენ, ერთეულების გარდა---- ანუ გლეხი აღარ გვეზრდება უძველეს მიწათმოქმედ-გეორგიკანებს.


აქედან გამომდინარე ქართულ მიწას ის ეთნოსები გადაიბარებენ, რომლებსაც ჩინელ--ინდოელს ვეძახით ოდიდგანვე ქართველები და რომელ ხალხებსაც დღეს ასე გულუხვად ვასახლებსთ საქართველოში. ხალხებს, რომლებიც არნახულად მრავლდებიან და მიწის მუშების დაუსაქმებელი არმიები ყავთ. შვილები იმასაც ნახავენ თვალით, რომ გენეტიკურად ვაჭრული ორგანიზაციული კულტურით მდიდარი ირანელები კალიებივით მოედებიან საქართველოს სავაჭრო სივრცეს და მის ყველა კუთხე-კუნჭულს დაიკავებენ. ზემოთ ნახსენები ხალხებივე გადაიბარებენ ამ წარმტაცი ქვეყნის ტურისტულ ბერკეტებს, რადგან უდიდესი ტურისტული ნაკადების ქვეყნების შვილები არიან და საქართველოს თავისივე მილიარდობით თანამემამულის მოსასვენებლ აგარაკად გადააქცევენ. ქართველები აზიურ უმდიდრეს კაპიტალს ვერაფერს დავუპირისპირებთ. აზიელი ეთნოსების ხელში ჩავარდნილი ეკონომიკა აუცილებლად გამოიწვევს ამავე ეთნოსებისგან ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური სივრცის სრულ ოკუპაციას.


ინდო-ჩინელები, არაბები, ირანელები და თურქები, მთლიანად გადაიბარებენ, სახელმწიფოს მმართველობას და ჩინოვნიკურ კორპუსს ბოლო სტრუქტურის ჩათვლით. ამას აუცილებლად მოყვება დღეს ქართული ძალოვანი კორპუსის შევსება უცხო ეთნოსებით. თავისვე ქვეყანაში უმცირესობის უმცირეშობაში მოხვედრილი ქართველობა და მისი განათლების სისტემა მთლიანად მოიშლება და მას დომინანტი აზიელ ხალხთა განათლების ტალღები ჩაყლაპავენ. იგივე დღე დაადგება ქართულ კულტურას და დღეს უკვე ჩვენგანვე სიკვდილის პარას მიყვანილ სამეცნიერო სკოლებს. ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას საკუთარ სამშობლოში უუფლებო მდგომარეობაში ჩავარდნილი და გაღარიბებული მრევლი თანდათან შემოეცლება და ის ერთერთ მცირე რელიგიურ დანამატად იქცევა მოძალებულ ისლამურ--ბუდისტურ მოზღვავებაში.



---- მოდით ეს დღევანდელობიდან გამომდინარე მომავლის ლოგიკური ჭვრეტა აქ შევწყვიტოთ და დავფიქრდეთ რას ჩავდივართ ქართველებო... სუიციდს ვადგავართ? ნუთუ ვერ ვხვდებით, რომ ჩვენს მიერ გადამთიელებზე გაყიდული თითო გოჯი ქართული მიწა, საცხოვრებელი ფართი და საწარმო ზემოთწაკითხულ პერსპექტივას უმზადებს ჩვენ შვილებს? ნეოლიბერალურ პოლიტიკურ ცეკვა--თამაშში ჩართულები ნუთუ ვერ ვაცნობიერებთ, რომ ეს მოჩვენებითი სახელმწიფო, რომელიც ავანტიურისტ--აფერისტ ბიძინიე-მიშებზე გვაქვს მიბარებული, ხელიდან გვეცლება? არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ჩვენი გაუმაძღრობის გამო უმომავლოდ დაყრილ შვილებს მონობას ვუტოვებთ მემკვიდრეობად?


----- ასეთი შეკითხვები დაუსრულებლად შეგვიძლია დავუსვათ ერთმანეთს ქართველებო, მაგრამ თუ ერთ აზრზე არ დავდექით, არ გავერთიანდით და ეს ქვეყანა მოღალატე ლიბერალებს არ გამოვგლიჯეთ ხელიდან არყოფნა გარდაუვალია... “ხელიდან გამოგლეჯა“ კი სიტყვის მასალად არ მიხმარია, რადგან მსგავს საშიშ ეპოქებში სწორედ ასე გამოგლიჯეს ხელიდან ჩვენმა წინაპრებმა საქართველო თემურ ლენგს და შაჰ-აბასს..... არადა გაახილეთ გულ-ტვინის თვალი და დაინახავთ, რომ ესენი იმ ამომგდებელ მტრებზე უფრო საშიში მტრები არიან.


P.S. ომში ვართ ქართველებო, ჩუმ და უკიდურესად საშიშ სამამულო ომში, რომელიც ათას--ბრჭყვიალა “მშვიდობით“ არის შეფუთული.... გონზე მოსვლის დროა....



image








სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

{თქვენთვის საინტერესო}


1. საუდის არაბეთი - 17 უცნაური ფაქტი ახლო აღმოსავლეთის ყველაზე ჩაკეტილი ქვეყნის შესახებ!

2. 4 საოჯახო ფოტო, რომელიც "უცხოების" არსებობას გვიდასტურებს!

3. დღეში მხოლოდ 2 წუთი - კბილების გათეთრება სახლის პირობებში

4. "აი ესაა შეშლილი მსოფლიო" - გაიცანით მსოფლიოს ყველაზე ჯუჯა სახელმწიფოები!

5. 10 ყველაზე სახიფათო სარკინიგზო მაგისტრალი მსოფლიოში

6. რატომ უნდა გაწმინდოთ პურის შესანახი კონტეინერი ძმრით?

7. მიმდინარე წელს დასრულებული, წლის ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერები (II ნაწილი)

8. როგორ ატარებენ სექსუალური "ანგელოზები" შვებულებას...

16
535
7-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
Mediator image
535
  
2018, 26 აგვისტო, 22:22
არადა სწორს ამბობს ეს კაცი :(
2018, 22 აგვისტო, 20:02
:D
2018, 22 აგვისტო, 18:31
ეგრეა. თქვენ ვაჟა ფშაველას ,,მოლა ახუნდი'' წაიკითხეთ. კარგად დაწერა ვაჟამ ეგ პოემა.

ერთხელ მიკროავტობუსში მღვდლებზე ჩამოვარდა სიტყვა და ერთმა ასაკოვანმა კაცმა თქვა ,,ეეჰ, შვილო, მღვდელი და მგელი ერთიაო'' მაშინ შევეწინააღმდეგე, ახლა კი ვხვდები რომ არ იყო მთლად მტყუანი
2018, 22 აგვისტო, 18:24
ხო მართლა ერთი ანეგდოტი გამახსენდა. ცხვარი დაიჭერს ოქროს თევზს და ოქროს თევზი ეუბნებარომ თუ გაუშვებს მგლებს მოგაშორებო, ცხვარმა უპასუხა: გაგიშვებ,მაგრამ მგლები კი არა მამაოები მომაშორეო.
2018, 22 აგვისტო, 18:22
ნამდვილად სწორს ამბობ! თავიანთი ტყუილების თვითონვე სჯერათ :D თუ ისეთი მამაო არსებობს (როგორც თვითონ ემბობენ) ზემოთ რომ დაწერე, რატომ ისეთი არ არსებობს რომ რამდენჯერმე შეულოცოს და ამ ჩვენ დაქცეულ ქვეყანას ეშველოს? იგონებენ ზღაპრებს და სჯერათ, თუმცა მეტი რა უნდა აკეთონ? ჯიპები ყავთ, ბანკში ფულები აქვთ, დასასვენებლად დადიან, ფულს მაგრად შოულობენ. და სხვა რა საქმე აქვთ? მოიგონონ ზღაპრები და იყონ. ხალხი ფხიზლდება ნელ-ნელა და მალა მაგათ საერთოდ აღარ მიაქცევს ყურადღებას, რამოდენიმე ბებრისა და უიღბლოს მეტი მაგათ აღარც არავინ მოუსმენს. . .
2018, 22 აგვისტო, 18:17
არსებობს ასეთი ორგანიზაციის მსგავსი "ძლევაი საკვირველი" ჰქვია და აქვეყნებენ ხოლმე,რომ თურმე არსებობს მამაო,რომელიც ლოცვით მიწისძვრებს იწვევს და რომ ვსთხოვოთ,ერთი კარგი მიწისძვრა რუსეთში არა?! დაგვანახოს რო ეგეთი მაგარია და ჩემ თავად ვინც ერთმანეთის მიყოლებით არ გავყარო ყველა თურქი ან ინდოელი ასედაისე რა. ამათ ჰგონიათ,რომ ისევ ისეთივე არაფრის მცოდნე თაობა წამოვიდა საქართველოში,რაც 25 წლის წინ იყო და ჰგონიათ,რომ სისულელებით დააბოლებენ. ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ განვიტარებისკენ და ეს არ მოსწონთ მამაოებს,რადგან ჯიპისთვის საწვავს აღარავინ უწყალობებს და ერთხელდასამუდამოდ მოვიშორებთ ტვინ გამორეცხილი უფროსს თაობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესისგან. ხშირად მსმენია,რომ ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო,მაგრამ ისიც მსმენია რო თვითონ გაზაფხული ერთსაც მოიყვანს და ათასაცო. წარმოიდგინეთ როგორ ნაწყვეტებად იციან გამონათქვამები და რადგან გეუბნებიან რომ ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყავანსო,ჰგონიათ სიბრძნეს ამბობენ და უხარიათ.
2018, 22 აგვისტო, 18:02
მერე იტყვიან,რომ თუ შაჰ-აბასებს,თემურლენგებს და აღამაჰმადხანებს ებრძოდნენო,კი ბატონო ებრძოდნენ,მაგრამ ის ავიწყდებათ,რომ ეხლა სხვა დროა. მაშინ რკინას იპოვიდნენ,გააცხელებდნენ და ხმალს გამოჭედავდნენ და მტერსაც თვალებში უყურებდნენ. ახლა ეგ შენი ხმალი გამოუსადეგარია და თანამედროვე იარაღს კი შეძენა უნდა. მტერი კი ზაფხულში გრილ და ზამთარში თბილ ოთახში ზის და დისტანციურად მართავს ბომბდამშენს. მიდი და ებრძოლე ხმლებით და ხიშტ დანებით ბომბებს. ფული შოვნის რამოდენიმე ვარიანტია: გავზარდოთ გადასახადები,რომელიც გამოიწვევს უფრო გაღატაკებას, ავიღოთ საგარეო ვალი,რომელიც ისედაც ბევრია და ჯერ საკმარისს არავინ მოგცემს და ეს მომავალი თაობების გადასახდელია. არის კიდევ ერთი ვარიანტი,რომ გავამარტივოთ კანომდებლობა და მოვიზიდოთ პირდაპირი უცხოური ინვესტიცია,რომელიც გაზრდის ბიუჯეტის შემოსავალს და უმუშევრობის დონესაც შეამცირებს. მარა ამ ქართველიშვილის დარი ხალხისთვის ამას მნიშვნელი არ აქვს,რადგან იარაღი არ სჭირდებათ,დედა რუსეთი დაგვიცავს მომხდურებისგან. ვის რა ჩემს ფეხებათ უნდათ ქართული მიწა,თუ ვიღაცას დაპყრობა უნდა რეალურად. ვინმეს წინააღმდეგობა არ გაუწიოთ ხიშტდანებით
2018, 22 აგვისტო, 17:53
კიდევ საინტერესო იცით რა არის? თუ ასე გული შესტკივათ სასულიერო პირებს საქართველოზე და მიწებზე, გააკეთონ რამე. თუნდაც ის რომ, როცა ქართველები ყიდიან მიწებს და სოფლის სახლს იყიდონ თვითონ და მერე ნაკლებ ფასად (ან საჩუქრად, თუმცა ეს არა მგონია გააკეთონ) გადასცენ ისეთ ადამიანებს ვისაც მართლა უნდა სოფელი და მიწის დამუშავება. ასეთები კი არიან საბედნიეროდ. მარტო ენით ლაპარაკობენ და საქმე ისე შორააა როგორც ცა და დედამიწა. . .
2018, 22 აგვისტო, 17:52
ხოდა ეს გურამ ქართველიშვილი კიდევ გაიძახის,რომ გლეხი მალე აღარ გვეყოლებაო. რანაირად იქნება გლეხი,როცა ყველა მას ავიწროებს. ვინც ბანკს გადაურჩა,ის მამაოს ვერ გადაურჩება. მერე ზოგიერთი გამოვა და იტყვის სიტყვა სიტყვააო,ხოლო საქმე კიდევ სულ სხვაო. მერე იქვე ჭავჭავაძეს გალანძღავენ,რადგან ყველაფერი ლიბერალებს ბრალდება ამ ქვეყანაში. ბავშვმა ჩაიფსა თუ მამაომ მოწყალებას ფასი დადო თუ ვიღაც გაწუწკდა და პრემია 42ჯერ აიღო თუ პუტინი ბიძიამ გადმოწია საზღვარი მაინც ყველაფერი ლიბერალის ბრალია. არადა რეალურად ლიბერალიზმი არასოდეს ყოფილა ჩვენ ქვეყანაში. იყო რაღაცეები ლიბერალური,მაგრამ ძირითადად გაურკვეველი პოლიტიკური ჯგუფები მართავდნენ ქვეყანას. საქართველოში კი არც კი იციან ლიბერალი და ლიბერალიზმი რას ნიშნავს. პირვნების თავისუფლება,კერძო საკუთრება და კანონის უზენაესობა,ეს ის მთავარი პრინციპებია რაზეც ლიბერალიზმი დგას და რომელია,რაც არ შეესაბამება საქართველოს. თავისუფლებაშია განვითარება და არა მონობაში. ქვეყანას კანონები უნდა მართავდნენ და არა ადამიანები. კერძო საკუთრება კი უმთავრესია ადამიანის განვითრებისათვის. რამდენი ინოვაცია შეიქმნა თავისუფალ სამყაროში და რამდენი შეიქმნა ჩაკეტილ სამყაროში. შევადაროთ ცხოვრების დონე და სიცოცხლის ხანგზლივობა.
2018, 22 აგვისტო, 17:39
აბაა, ეგა თქვი შენ, 70 ლარი ჰექტარის კურთხევაო, აი ღორობა. მაგის დედა ვატირე თუ მაგხელა ფულს მოითხოვს მღვდელი მიწის კურთხევისას, ჯობია ადამიანმა თვითონ მოასხას ნაკურთხი წყალი მიწებს და ღმერთს შესთხოვოს ნაყოფიერი მოსავალი და წარმატებული ხვნა-თესვა, მერე იმ მოსავლიდან ცოტა ღარიბებს არგუნოს ყოველ წელს (მოსავლის მცირე ნაწილი მაინც). უფრო შეეწევა ღმერთი ვიდრე, ვიღაც ,,ვაჭარ'' მღვდელს აკურთხებინოს და ფული გადაუხადოს. . . .
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10