x
image
კატო ემხვარი
"ქრისტიანობა ქრისტეს გარეშე რომ მოინდომე..." - ნათია ფანჯიკიძის ემოციური სტატუსი

image
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე საკუთარ ფეისბუკგვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს. იგი ბოლოდროს ჩვენს ქვეყანაში მომხდარ შემთხვევას ეხმაურება, როდესაც 16 წლის გოგონას თვითმკვლელობის მიზეზი მისი სექსუალური შევიწროება და შანტაჟი გახდა. პოსტში ნათვამია:


"ჩვენი სხეული ჩვენს შესარცხვენად არ გამოდგება გოგოებო, ჯერ თვითონ უნდა გავიგოთ ეს. ჩვენი სურვილები არაბუნებრივი არ არის და არც გარყვნილია, ის ფუნდამენტური აუცილებლობაა საიმისოდ, რომ ამ მახინჯი კაცობრიობის გამრავლებაზე რამენირად ზიზღის გარეშე განვაცხადოთ თანხმობა, ჩვენი სხეული შევიყვაროთ, რომ ბაღლინჯოებივით საზიზღარი მუტანტები არ დავყაროთ, არამედ ადამიანები დავბადოთ. ეს ბიჭიც ამ მახინჯი, მოძალადე საზოგადოების მსხვერპლია, ქალის სექსუალობა ქალის თვითმკვლელობასთან, სირცხვილთან და სიკვდილთან კავშირში რომ აქვს წარმოსახული და აღტაცებულია ისტორიულ მითებში თუ ლიტერატურულ ნაწარმოებებში ქალის "სიკვდილით გაპატიოსნების" გამო. სექსუალური განათლების შეტანა სკოლებში არის ფუნდამენტური აუცილებლობა. უამრავი პრობლემა იქნება თავიდან არიდებული ამით. ფერიცვალებას კი არ გილოცავ, ფერიცვალებას გისურვებ სიხხლისმსმელო მოდგმავ, ქრისტიანობა ქრისტეს გარეშე რომ მოინდომე."


ამ თემასვე ეხება მისი მეორე პოსტიც:


"ბავშვობაში დამზაფრა ამ ამბავმა - რაჭაში დაფეხმძიმდა 17 წლის გოგო, დედამ მუცელი აუკრა, რომ არ შესტყობოდა ეს "უბედურება და სირცხვილი". შემდეგ ჩეჩმაში ამშობიარა და ახალშობილი ჩეჩმაში დაახრჩვეს. 17 წლის გოგო დაიჭირეს ახალშობილის განზრახ მკვლელობისთვის. დანარჩენი წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა მთელი მისი ცხოვრება და უფლებები ბედნიერებაზე.
განდევნეთ შიში თქვენგან. საკუთარი თავის მეტს არავის და არაფერს ეკუთვნით. ძალადობას თუ არ დაუპირისპირდები, მინიმუმ ფეხებზე უნდა დაიკიდო მისი არსებობა. და თუ გრძნობ, რომ შენი საკუთარი ძალა არ კმარა სიტუაციის არსში გასარკვევად, იპოვე ვინმე, თუნდაც უცნობი და ელაპარაკე შენს პრობლემაზე."



image

image

0
1484
4-ს მოსწონს
ავტორი:კატო ემხვარი
კატო ემხვარი
1484
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0