x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
იბერიელთა სოფელი
image

იბერიელთა სოფელი... მაღალ მაღალი ცხენები...

ხალიბის ფოლადს ადნობენ მამაცი ხალიბელები,

პირველყოფილი სამჭედლო - გრდემლი და ურო ძლიერი,


ქართულ იარაღს აწრთობენ მამაცი იბერიელნი.


კვერითხუროი ვეება, რვალის და რკინის მჭედელი,

და საბერველი ვეშაპის, ყბასავით გაუხედნელი,

უგანივრესი ფილტვები, ჰაერი დაჟანგებული,

ბაასი: ჭექა-ქუხილი და ერი აჯანყებული.


ქურაში ცეცხლის ენები - წითელი აბრეშუმები,

კედლებზე ახალთ-ახალი, თხუთმეტწყრთიანი შუბები,

უზარმაზარი ფანჯრები, გაჭრილი თაღებამდისა,

დასახარჯავი ხანჯლები და პერანგები ნაბდისა!


იბერიელთა სოფელი... მაღალ მაღალი ცხენები...

ხალიბის ფოლადს ადნობენ მამაცი ხალიბელები,

პირველყოფილი სამჭედლო - გრდემლი და ურო ძლიერი,

ქართულ იარაღს აწრთობენ მამაცი იბერიელნი.


ლადო ასათიანი.

1941 წელი.

0
340
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
340
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0