x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
ტირამისუ

imageმოსამზადებლად: 15წთ.
გასაცივებლად: 2 სთ.
გამოდის 12 ნაჭერი.
1 ნაჭერი =290კ/კალ.
მასალა:1 მხა ბისკვიტი, 1/8 ახლადმოდუღებული ესპრესო, 40 მლ ნუშის ლიქიორი, 500გ უცხიმო ხაჭო, 250გ მასკარპონე, 100გ შაქრის პუდრა, 400გ ნაღები, 2ს.კ. შოკოლადის პუდრა.
მომზადების წესი: ბისკვიტს შემოავლეთ ტორტის ფორმის გასახსნელი რგოლი. ესპრესოს შეურიეთ 2ს.ლ. ნუშის ლიქიორი და დანამეთ ბისკვიტი. ხაჭო მასკარპოე და შაქრის პუდრა ათქვიფეთ კრემისებრი მასის მიღებამდე, ნაღები ათქვიფეთ გამაგრებამდე. ნაღები და დარჩენილი ნუშის ლიქიორი შეურიეთ ხაჭოიან კრემს და თანაბრად გადაუსვით ბისკვიტს. კრემი ჩანგლით ტალღისებურად დახაზეთ და ზემოდან სქლად მოაყარეთ შოკოლადის პუდრა. შედგით მაცივარში 2 სთ.. სუფრასთან მიტანამდე მოაშორეთ ტორტის ფორმის რგოლი.

2
574
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინიჩკა
ნინიჩკა
574
  
0 1 2