x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
მოდის დროის მანქანა
ახალ სეზონში მოდა მე-20 საუკუნის ყველაზე კაშკაშა დეკადების სტილს იმეორებს.

1940-იანი

მილიტარიზმი და ასკეტიზმი ათწლეულის სახე გახლდათ-ხაკისფერი მუნდირი და შარვალი, მკაცრი მიდი-ქვედაბოლოები, ნავისებური ფეხსაცმელი, ექსტრავაგანტულობა მხოლოდ შლიაპებში, ბეწვის შარფებში, წითელ ტუჩებსა და შუბლზე გადაწეულ თმებში ვლინდებოდა.

1947 წლიდან კი როცა კრისტიან დიორმა შექმნა ახალი ხედვა- New Look, მან დაიპყრო დიზაინერთა გონება.


imageFendi Blugirl

imageElieSaab AntonioMarras

imageMiu Miu Louis Vuitton

1950-იანები

1957 წლის ახალგაზრდობის ფესტივალის მონაწილეების მსგავსად შეგიძლიათ მოირგოთ ბურჟუაზიული როკ-ენ-როლის სტილი-კაშკაშა პიჯაკები, ვიწრო შარვლები, კურტაკი teddy, ფუშფუშა ქვედაბოლოები, მოკლე ჰალსტუხები, მაღალი წვრილი ქუსლები, „კატისებრი“სათვალეები, ვარცხნილობა -ბაბეტა..

imageDolce&Gabbana FrankieMorello
imageJean Paul Gaultier Moschino
imageMoschino Cheap and Chic; Westwood; Dolc&Gabbana

1960-იანი

ტექნიკური პროგრესის და ახალგაზრდული კულტურის გავრცელების წლები, როცა პირველად გაჩნდა prêt-à-porter, რომელიც დაამუშავეს თანამედროვე დიზაინერებმა და შექმნეს A-სილუეტის პალტო, მინი-ქვედაბოლოები, მაღალყელიანი ჩექმები, პლასტმასის სამკაულები და ფუტურისტული ჩანთები. ასევე გაითვალისწინეთ ბიჭური ვარცხნილობა და სქლად შეღებილი წამწამები.

imageLoewe Blumarine

imageTsumori Chisato; Jil Sander; Hermès

imageCacharel Prada 1970-იანი

დეკადა, რომელიც დაიწყო ჰიპით ფოლკლორულ სამოსში და 1977 წელს დასრულდა კლუბ Studio 54 გახსნით- სადაც მეფობდა ბოჰემურ-ბურჟუაზიული სტილი-აბრეშუმის ბლუზები და გაშვებული მაქსი-ქვედაბოლოები,

გრძელსამხრეებიანი ჩანთები და განიერ ქუსლიანი ჩექმები, ბეწვის მოსასხამები, შლიაპა-ფედორა, დასწორებული გრძელი თმები და ოქროსფერ-ატმისფერი ჩრდილები, პომადა და ფერ-უმარილი.

imageMarc by Marc Jacobs Chloé
imageBlumarine Gucci

imageHermès; Yves Saint Laurent; Paul & Joe






0
105
1-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0