x
image
თორ ნიკე
Mediator image
ირაკლი ჩარკვიანის პოეზია

ირაკლი ჩარკვიანის პოეზია


დროთა უტყუარ სიბრძნეში ვიშვი,

როგორც კენტავრი ღმერთის საშოდან.

გარყვნილების და გაქრობის შიშში


გავჩნდი ეპოქის წარმოსაშობად!


ირაკლი ჩარკვიანის პოეზია



გემუდარები,

ნუ ხოცავ ტარაკნებს, დედა,

დაე, იცოცხლონ!

ხომ იცი, როგორ უყვართ გათბობის მილები,

იქნებ, ერთმანეთიც უყვართ?

მათ გაზქურაზე უწევთ ცხოვრება,

ჩვენ - დედამიწაზე.

მერე რა?

ერთიმეორისგან ვერ გაარჩევ,

სახელებიც არ ჰქვიათ.

როგორ ახარებთ სითბო და ტკბილი ჯემი,

რა მათი ბრალია, რომ არ იციან თავიანთი

არსებობის შესახებ?

პლანეტებმაც ხომ არ იციან შერქმეული სახელები,

მაგრამ ბრუნავენ უმიზნოდ,

სივრცეში,

გემუდარები,

ნუ ხოცავ ტარაკნებს დედა,

დაე, იცოცხლონ!


ირაკლი ჩარკვიანის პოეზია



მთვარე ვერ გასცდა რუბიკონს,

ჰანიბალს თავი დაუკრა.

რომაულ ლეგიონების

კარავზე სხივის აუცვდა.

თავქვე წაიღო სიმძიმემ,

დაგორდა დედამიწისკენ,

თანდათან დაპატარავდა,

თავი დახარა მიწისკენ.

თეთრ ბურთად გადაქცეული,

თეთრკაბიანთან მიგორდა,

პატარა ბავშვის თვალები

ათინათებად მიკრთოდა.

ჩატეხილ ხიდთან გოგონამ

მთვარის ალერსში გართულმა

მარტოობისგან გვემული

იხმო მესამე ნაპირთან.

მთვარე მიწაზე დაეშვა,

თავს მოეფარა დაგდებულს.

და თველი ავლო სისხლისგან

თოკზე წითელ კვალს გავლებულს.

არ დაივიწყოთ სატანა

ბავშვის თვალებში ნახული!

იცოდეთ, რომ რუბიკონი

არ არის გადალახული!


ირაკლი ჩარკვიანის პოეზია




ავტოპორტრეტი


მე ვდგავარ დიდი, როგორც ხეოფსი

არ ველოდები არაფერს.

მსახური ცათა, პრომეთეოსი

ვინც მოუტანა ცეცხლი ქალაქებს.

მე ვესალმები მძინარე მთვარეს,

ვემშვიდობები ცისფერ განთიადს.

უმძიმეს ლოდებს ცისკენ მივათრევ,

როგორც სიზიფმა ძველად ათრია.

ლოდებს აბსურდის, უმიზნოების,

მხრით ვეზიდები მომავლისაკენ,

გამოცდილებას ყველა დროების

მე მივაგორებ მრგვალი მზისაკენ.

შემდეგ კი ისევ ვბრუნდები უკან,

ისევ მიყვარხართ, ისევ ვკამათობ,

დროვ, მოგონილო დამნებდი, ნუ მკლავ,

ეჰ, ჩემო ღვინო, შენც აღარ მათრობ.

სილამაზეში ვერ ვხედავ შვებას

და არ მამაშვიდებს ტახტი მეფური.

არც წამებულის მაღელვებს ვნება,

არც გულისცემა მოდუნებული.

როდესაც წვიმა წამოვა ციდან,

როდესაც მეხი ანგრევს დარაბებს,

როდესაც ცაში თვით ღმერთი გმინავს,

მაშინ ოცნება თვალებს გაახელს.

და მაშინ ვიგრძნობ მე აღმაფრენას

ბოლო სტრიქონს რომ დავუსვამ წერტილს,

მხოლოდ იმ წუთას ვადიდებ ზენას

და ჩემს უმანკო ქმნილებას ვეტრფი.

მე ვდგავარ დიდი, როგორც ხეოფსი.

არ ველოდები არაფერს...

ხალხის მსახური პრომეთეოსი,

ვინც მოუტანა ცეცხლი ქალაქებს.


ირაკლი ჩარკვიანის პოეზია


0
85
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0