x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134542
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
ირაკლი ჩარკვიანის გენიალური ციტატები
1. "მე ვდგავარ ცენტრში და ეს ჩემი ადგილია, ეს ჩემი ქალაქია და მე ვარ ეს ქალაქი, ეს ხალხი, ის ხალხიც კი რომლებმაც ბოთლები და სანთებელები დაგვიშინა. ეს უბედური ხალხიც მე ვარ, ამიტომ რა აზრი აქვს სადმე წასვლას. მე ყოველთვის იქ ვიდექი სადაც ახლა ვდგავარ და ბოლოს იქ დავწვები, უბრალოდ წამოვწვები და გადავიხურავ ტალახიან მიწას!“

2. „მეფობა ისევე გარდაუვალია, როგორც მონობა, ამიტომ, ისინი, ვინც სიცოცხლეში აღწევენ მიზანს და ხდებიან მეფეები, რჩებიან ისტორიას, აღელვებენ მომავალ თაობებს, თან სიცოცხლეშივე გრძნობენ იმ ბედნიერებას, რასაც უკვდავება ქვია. მე გავხდი მეფე ერთ თბილ საღამოს, როცა არც თოვდა, არც წვიმდა, უბრალოდ ზამთრისთვის უჩვეულო ერთი თბილი დღე იყო და მეტი არაფერი…“image

3. „ნუ დგახარ ცრემლიანი ქარში,
ნუ იჭამ სისხლიან ტუჩს,
მე დღეს ვერ წაგიყვან სახლში,
მე დღეს ვერ მოგცემ ფულს,
მე ვერ დაგიცაავ, მე ვერ დაგიცავ,
უსაფრთხოება მოგკიდებს ხელს,
მე ვერ დაგიცავ, მე ვერ დაგიცავ,
უსაფრთხოება წაგიყვანს დღეს…
ნუ ეტყვი საყვარელ დედას,
რომ ცდა მოთმენად ღირს,
რომ წყენას შენსს ვერავინ ბედავს,
რომ შენ უყვარხარ გმირს.
მე ვერ დაგიცავ!..“

4. „მიენდე იმას რაც მოგეცა, მშვიდად ამოძრავე კიდურები, იცურე აუღელვებლად… სხეული ხომ ნავია… ხელები ნიჩბები… მოუსვი ისინი ისე რომ არ შეაწუხო შენს გვერდით მოცურავენი… ისინიც ეძებენ სწორ და ნეტარ რიტმს. ეცადე შეინარჩუნო მშვიდი ტემპი, არ შეანელო და არც ააჩქარო მოძრაობა… რომელიც თანდათან მუსიკასავით შთანთქავს მთელ შენ არსებას… მიყევი მას და გახსოვდეს, რომ შენი მელოდია განუმეორებელია, ყველაფერთან შესაბამისი და ჰარმონიული.“


5. „მაღიზიანებს – ბევრი რამ – ჯურნალისტების დაბალი კომპეტენცია; ვგრძნობ – ყველაფერს; მეშინია – არაფრის; ვიცი – არაფერი; არ ვიცი – არაფერი; შემიძლია – ყველაფერი; არ შემიძლია – ყველაფერი; ვმეგობრობ – ყველასთან; ვაპატიებ – თითქმის ყველაფერს – მართალ შემოქმედს ყველაფერს, „სიაფანდს“ – არაფერს; ვტირი – თითქმის არასოდეს; ვიცინი – ყოველდგიურობაზე; ვეძებ-სიმყუდროვეს; ღირსი ვარ-ვიყო ის, რაც ვარ; ვჩხუბობ კონცერტების დროს, თუ საქმე საქმეზე მიდგება; ვკარგავ-დროს; მშურს – არაფრის; ვემალები – ქარბუქს, არ მინახავს და იმიტომ; ვემტერები – თაღლითებს; მაინტერესებს – ყველაფერი; არ მაინტერესებს – უნიჭო შემოქმედება; მახსოვს – დაბადების პირველი 2 წელი; მრცხვენია – არაფრის, უსირცხვილო ვარ; უარვყოფ – მარქსიზმს; ვავადმყოფობ – იშვიათად; ვმალავ – არაფერს; ვინახავ – ფულს ბანკში; მწამს – მუსიკის; მიკვირს – ყველაფერი ახალი; მიხარია – ის, რომ მამა ვარ; ვჭორაობ – პოლიტიკაზე; ვდარდობ – იშვიათად; ვამაყობ – საკუთარი სიმღერებით; ვაკეთებ – საკუთარ სიმღერებს; ვეფერები – საკუთარ შვილს და ცხოველებს; მსიამოვნებს – ოჟახური სიმყუდროვე; მესიზმრება – გამთლიანებული საქართველო; ვეხმარები – შეძლებისდაგვარად ყველას; ვეწევი – სიგარეტ „კენტს“; მწყინს – როცა მატყუებენ; ვხარჯავ – ენერგიას; ვღალატობ – ხანდახან პრინციპებს; ვკამათობ – გემოვნებაზე; ვუხეშობ – საკუთარ ძაღლთან; ვუსმენ – მოცარტს; ვყოყმანობ – იშვიათად; ვკითხულობ – წიგნებს ცხოველებზე; ვამზადებ – ყავას; ვუყურებ – კომპიუტერის მონიტორს; ვკლავ – არავის; ვაფუჭებ – არაფერს; ვცხოვრობ – მშვიდად; ვცემ – არავის; ვყვირი – არასოდეს; ვმღერი – ყოველთვის; ვასრულებ – საკუთარ სიმღერებს; დავდივარ – ძაღლის გასასეირნებლად; ვმკურნალობ – მოჭარბებულ ემოციებს; ვერიდები – ალკოჰოლურ სასმელებს; ვთამაშობ – კომპიუტერულ თამაშებს; ვიტყუები – არასდროს; ვეთაყვანები – დიდ კომპოზიტორებს; ვგიჯდები – საკუთარ შვილებზე – 18 წლის მაქსიმეზე და პატარა ნანაზე; მიყვარს – მუსიკა; ვოცნებობ – მშვიდობაზე; ვფიქრობ – შვილებზე; მძულს – ტყუილი; ვნანობ – არაფერს; კმაყოფილი ვარ – მუსიკით; მენატრება – ცა; მსურს – ბევრი რამ; ვაგროვებ – საკუთარ გამოცდილებას; ვიხდი – ყველაფერს; ვეჭვიანობ – არაფერზე; „ვკაიფობ“ – ყველაფერზე; ვიზიდავ – ყველას; ვალამაზებ – ყველაფერს…“

6. „სულიერ ერთიანობას ქვია საქართველო და არა მხოლოდ იმ დაქუცმაცებულ ტერიტორიას. ერთად ვიყოთ. არ დავკარგოთ ერთმანეთი, ჩვენი უჩინარი სიყვარული, რომელსაც ჭეშმარიტი საქართველო ჰქვია.“

7. „ყოველი ჩვენგანი ოდესმე ხდება მეფე. უმრავლესობას ეს გრძნობა სიკვდილამდე რამდენიემ წუთით ადრე ეუფლება. ამიტომ ისინი, ვინც სიცოცხლეშივე აღწევენ მიზანს და ხდებიან მეფენი, რჩებიან ისტორიას. სიცოცხლეშივე გრძნობენ იმ ბედნიერებას, რასაც უკვდავება ჰქვია.“

8. "რაც უფრო ბედ­ნი­ე­რი ხარ, მით უფრო ახ­ლოს ხარ სიკ­ვდილ­თან და თუ არ მოკ­ვდი, შეძ­ლებ დიდ­ხანს იყო ბედ­ნი­ე­რი, შე­გიძ­ლია დაწ­ვე წყალ­ზე და ვარ­სკვლა­ვე­ბით მო­ჭე­დილ ცას უყუ­რო, მყუდ­რო და უსას­რუ­ლო სიღ­რმის სარ­კეს, რო­მელ­შიც შე­ნამ­დე მი­ლი­ო­ნე­ბი იყუ­რე­ბოდ­ნენ და შენს მე­რეც ჩა­ი­ხე­დე­ბი­ან"image

9. "ყვე­ლა­ზე ძნე­ლია და­შორ­დე იმას, რა­საც მთე­ლი სი­ცო­ცხლის მან­ძილ­ზე ეტ­რფი. დღე და ღამე აშე­ნებ, მაგ­რამ დგე­ბა დრო, როცა უნდა გა­ნუდ­გე, რათა მთლი­ა­ნად და­ი­ნა­ხო ის, რა­საც ქმნი­დი. გა­ან­დო სივ­რცეს ყვე­ლა­ზე დიდი სა­ი­დუმ­ლო. დაე, დრომ მი­უ­ჩი­ნოს სა­კუ­თა­რი ად­გი­ლი იმ კა­რა­და­ში, რო­მელ­საც უკ­ვდა­ვე­ბა ქვია."

10. "დიდი მას­წავ­ლებ­ლე­ბიც კი, მეტ­წი­ლად არ­შემ­დგა­რი გმი­რე­ბია, ვინც ში­შის გამო ვერ­ცერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი ვერ გა­დად­გა თა­ვი­სი უმ­წეო ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე. ისი­ნი გა­ჩერ­დნენ და გა­და­წყვი­ტეს გა­ყი­დონ და­მარ­ცხე­ბე­ბით დაგ­რო­ვი­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, რომ­ლის ფასი ერთი გრო­შიც არ არის. მოს­წავ­ლის მი­ზა­ნია რაც შე­იძ­ლე­ბა მალე მიხ­ვდეს, რომ სწავ­ლა უნდა შე­წყვი­ტოს, თუ სურს ხალ­ხს თავი და­ა­მახ­სოვ­როს, რამე მა­ინც შეც­ვა­ლოს არა და იჯ­დე­ბი ღრმად მო­ხუ­ცი ლო­ტო­სის პო­ზა­ში"

11. "დღეს­დღე­ო­ბით კი ვაგ­რძე­ლებ იმ სა­ნუკ­ვა­რი დღი­სათ­ვის, როცა ბო­ლოს და ბო­ლოს ვა­ღი­ა­რებ სა­კუ­თარ თავ­თან იმას, რაც ვარ და ეს დღე იქ­ნე­ბა წმინ­და, ვით გან­თი­ა­დი და მშვი­დი, ვით შე­მოდ­გო­მა. მე ვგრძნობ იმ სუნს, რო­მე­ლიც მა­რა­დი­უ­ლო­ბას უდის, მე მეს­მის იმ სი­ჩუ­მის მშვე­ნი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც არს ნე­ტა­რი და უსას­რუ­ლო, ამი­ტომ სი­ტყვა გან­სხი­ვოს­ნე­ბა სრუ­ლად არ ასა­ხავს იმ სის­რუ­ლეს, რო­მე­ლიც მხო­ლოდ წა­მით გვე­ხე­ბა ხოლ­მე ჩვენ, მოკ­ვდავთ, და მერე გვტო­ვებს იმ ში­ზოფ­რე­ნი­ულ მო­რევ­ში ხორ­ცი­სა და ვნე­ბის, გან­ცდი­სა და ვარ­დნის, სიმ­დაბ­ლი­სა და მო­ნო­ბის. ყო­ვე­ლი ჩვენ­თა­გა­ნი ოდეს­მე ხდე­ბა მეფე, უმ­რავ­ლე­სო­ბას ეს გრძნო­ბა მხო­ლოდ სი­ცო­ცხლის ბო­ლოს, სიკ­ვდი­ლამ­დე ორი­ოდ წუ­თით ადრე ეუფ­ლე­ბა, მაგ­რამ მე­ფო­ბა ისე­ვე გარ­და­უ­ვა­ლია, რო­გორც მო­ნო­ბა, ამი­ტომ ისი­ნი, ვინც სი­ცო­ცხლე­ში ახ­წე­ვენ მი­ზანს და ხდე­ბი­ან მე­ფე­ე­ბი, რჩე­ბი­ან ის­ტო­რი­ას, აღელ­ვე­ბენ მო­მა­ვალ თა­ო­ბებს, თან სი­ცო­ცხლე­ში­ვე გრძნო­ბენ იმ ბედ­ნი­ე­რე­ბას, რა­საც უკ­ვდა­ვე­ბა ქვია"

0
306
4-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
306
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0