x
image
lady.ge
როგორ მოვხიბლოთ ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ნაწილი მესამე
image



















მაშ ასე, ბოლო ოთხეულის რიგიც დადგა და ამჯერად მშვილდოსნების, თხის რქების, მერწყულების და თევზების უიმედო (ან იემდიანი) თაყვანისმცემლები მოემზადონ. კარტები მალე გაიხსნება..

დავიწყოთ მშვილდოსნით. მინდა გითხრათ რომ მშვილდოსნის გულის მოგება იგივეა, მინდორში გაუხედნავ კვიცს სდიოთ ქამანდით. თუ ძალიან მაგარი მარიფათიანი ვაჟკაცი არ ხართ, კოვზი სულ ადვილად ჩაგივარდებათ ნაცარში. ქალი მშვილდოსნის სისუსტე თავისუფლების უზომო სიყვარულია. ამიტომ თუ თქვენ აზიატი და დიქტატორი გამოდექით, ეს ქალბატონი მომენტალურად ჩაალაგებს ჩემოდნებს და უკანმოუხედავად გაგექცევათ.




რაც შეეხება თხის რქას, არც თხის რქა ქალის თაყვანისმცემლებს ელით იოლი გზა საყვარელი ადამიანის გულისკენ. თხის რქა სტაბილურობას და ხასიათის სიმყარეს აფასებს მამაკაცში. ამასთან ერთად მისთვის უმნიშვნელო არაა თუ რა განათლება, როგორი სამსახური და რა მარკის მანქანა ჰყავს მის რჩეულს. ჰოდა გაისარჯეთ ჩემო ბატონო, მანქანა თუ არა განათლებით მაინც მოაწონეთ თავი.


image


მერწყულს კი ყველაზე გიჟი, არაორდინალური და შიზოიდი კაცები მოსწონს. თუ გინდათ ამ ქალს თავი მოაწონოთ, ისწავლეთ თავდაყირა სიარული, იოგა, ბაგირზე ცოცვა, ჩინური ენა და ა.შ. მერწყულის სისუსტე ყველაფერი არასტანდარტულის სიყვარულია. ამიტომ რასაც სხვა ქალი გაგიმტყუნებთ და თვალები შუბლზე აუვა თქვენი შემხედვარე, მერწყულს ის მხოლოდ გაამხიარულებს და თქვენდამი სიმპათიით განაწყობს.


image


თევზების გულის მოგებას კიდე რაღა უნდა? მთავარია მოეფეროთ, დაამშვიდოთ, გაათბოთ.. და თქვენია. ერთი ეგაა, მომავალში მისი პერიოდული დეპრესიულ-მელანქოლიური შემოტევების ატანა და გატარებაც უნდა ისწავლოთ. თევზის სისუსტე წუწუნის სიყვარულია. შემოგჩივლებთ, თქვენ მხარზე იქვითინებს და მუდამ ეყვარებით.. თქვენც რა გინდათ მეტი?




3
1138
3-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
1138
  
2013, 2 აპრილი, 3:01
ქალწულიც შემოაგდე ერთი რა ))
2012, 4 ივლისი, 22:51
მერწყული +1
0 1 3